მათ პარლამენტისაკენ დაძრული «პოლიტიკოსების» ბაქიბუქის ნაკლებად სჯერათ მაგრამ მაინც უსმენენ

        არჩევნების «მრისხანედ მოახლოებასთან» ერთად, ბუნებრივად გააქტიურდა საუბრები საკანონმდებლო ორგანოს რეფორმირების გეგმაზე. ამშაი უმთავრესად, პარლამენტართა რაოდენობის შემცირება იგულისხმება. თუმცა, არის უფრო ექსტრავაგანტური წინადადებებიც, როგორიცაა მაგალითად მაჟორიტარ დეპუტატთა უფლებაომსილების კიდევ ორი წლით გაგძრელება. თავის მხრივ, ეს პროექტი ამჟღავნებს ხალხის რჩეულთა უდიდესი უმრავლესობის სურვილს, რაც შეიძლება დიდხანს, თუ შესაძლებელი ქნება სამუდამოდ შეინარჩუნონ დეპუტატობის პატივი და ღირსება. ცოლო იმ უკიდურესი შემთხვევისათვის, როდესაც ამ ტკბილ და თბილ სკამთან გამოთხოვება მოუწევთ, მაჟორიტართა წინადადებით, პარლამენტმა მიიღო ერთობ საინტერესო კანონი, რომლის თანახმად, ყველა დეპუტატს, მას შემდეგ, რაც აღარ იქნება პარლამენტში არჩეული, ენიშნება პარლამენტარის ხელფასის ტოლფასი პენსია! თანაც არა საპენსიო ასაკის მიწევის შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ქვეყანას უდიდესი უბედურება შემთხვევა და ეს პარლამენტარი (განურჩევლად ასაკისა) პარლამენტში ვეღარ მოხვდება. მაშასადამე მას სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პენსია 400-500 ლარის ოდენობით. ამის ნახევარი კი საქართვლეოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის ლამაზი ოცნებაა, თანაც, დახურულ კარს მიღმა მიეღბულ ამ კანონს «კუქმედების» ძჯალა აღმოაჩნდა, ანუ უზარმაზარი პენსია დაენიშნა უკლებლივ ყველა ყოფილ პარლამენტარს, ვინც 1992 წლიდან თუნდაც ერთხელ იყო არჩეული პარლამენტში.
        რაც შეეხება პარლმენტის შემცირებას, იდეა, როგორც იტყვიან, ქართული დემოკრატიასავით ძველია. ჯერ კიდევ 1990 წელს, როცა პირველი მრავალპარტიული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ზვიად გამსახურდიას მომხრეები გივი გუმბარიძის ხელისუფლებას, ძირითადად, სწორედ რაოდენობაზე ედავებოდნენ. ისინი მოითხოვდნენ, რომ უმაღლეს (მაშინ უკვე «უზენაეს») საბჭოში 201 დეპუტატი ყოფილიყო ნაცვლად 250-ისა.
        ეს გახლავთ უკანასკნელი შემთხვევა და ცდა. სხვათა შორის, მაშინაც წარუმატებელი, როდესაც პოლიტიკური პარტია პარლამენტის წევრთა რაოდენობის შეცმირებას ითხოვდა. მას შემდეგ ასეთი რამ აღარ განმეორებულა და აღარც განმეორდება, ვინაიდან პოლიტიკური პარტია და მთლიანობაში, პოლიტიკური ელიტა, თვით თავისი კორპორაციული ინტერესებიდან და სუბსტანციური არსიდან გამომდინარე, სისხლხორცეულად არის დაინტერესებული პარლამენტში პარტიული წარმომადგენლობის მაქსიმალური მრავალრიცხოვნობით.
        ამჟამად განიხილება პარლამენტის 150-100 წევრამდე შემცირების შესაძლებლობა, რაც ჯერჯერობით, აბსოლუტურად არარეალურია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთაგან უმთავრესია თვით პარლამენტარიზმის ფორმის განუსაზღვრელობა. კვლავინდებურად გაურკვეველია, საქართველო ერთპალატიან პარლამენტს შეინარჩუნებს თუ ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გარკვევის კვალობაზე, სენატი აირჩევა? ამ კარდილანულრიმ პრობლემის გადაჭრამდე კი ვერავინ შეეხება ქართული პარლამენტარიზმის საარჩევნო კომპონენტის საფუძველთა საფუძველს: შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) არჩევნების პრინციპს. 1990 წლის 298 ოქტომბრიდან დღემდეგ ყველა არჩევნები ამ მეთოდით ჩატარდა ანუ მოსახლეობა ირჩევდა ერთდროულად პარტიას და (იმავე პალატაში) თავისი რაიონის წარმომადგენელს.
        მაშასადამე, 80-დეპუტატიანი პარლამენტი არაფრით არ გამოვა, რაკი 75 ადგილი ამთავითვე რაიონების წარმომადგენპლებს აქვთ დაბევებული. ამას ემატება აფხაზეთიდან არჩეულ დეპუტატთა «კოოპტაციის» არცთუ ადვილად მოსაშლელი და უარსაყოფი ტრადიცია.
        150 ადგილის შემთხვევაში, პარტიული წარმომადგენლობა 75 მანდატით შემცირდება, შესაბამისად, პარტიები სერიოზულად დასუსტდებიან – ყველა რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარის შეყვანასაც კი ვერ შეძლებენ საარჩევნო სიაში. ამდენად, ამას ისინი არასდროს დაეთანხმებიან, ხოლო ორპალატიანი პარლამენტის შექმნას დაადასტურებენ მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს არ გამოიწვევს ქვედა პალატის რიცხოვნობის შემცირებას.
        ეს არის კლასიკური მაგალითი სისტემის «კორპორაციული გარანტირებისა», როდესაც ის კორპორაცია, რომელმაც უნდა შეცვალოს სისტემა (პარლამენტი) თავად არ არის დაინტერესებული მისი შეცვლით. ამიტომ არსებული სისტემის ფარგლებში რაიმე რეფორმა გამორიცხულია.
        პარტიულ წარმომადგენლობაზე საერთოდ უარის თქმა კი ახალი სისტემის დაფუძნებას მოითხოვს (ძველის ძალადობრივი მტვრევით), რაც უკვე რევოლუციაა. რევოლუციებისაგან კი ღმერთმა დაგვიფაროს.

დილის გაზეთი, 2 მაისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე