პოლიტიკური სპექტრი ნოკაუტის შემდეგ

        ნოემბრის რევოლუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი უდავოდ ის გახდა, რომ საქართვლეოში მთლიანად დაინგრა 1988-1992 წლიდან ჩამოყალიბებული პოლიტიკური სპექტრი და იგი, ფაქტობრივად, ახლიდან (თითქმის ნულიდან) იქნება ასაშენებელი. ისიც საკითხავია, საერთოდ რამდენად მიზანშეწონილია მისი რეანიმაცია. ზოგიერთმა, ახლო წარსულში ფრიად გავლენიანმა და წონიანმა პოლიტიკურმა პარტიამ და ფიგურამ სამუდამოდ დაკარგა წონაც, გავლენაც, რენომეც და პერსპექტივაც. ბევრი მათგანი დღემდე ვერ გამოსულა შოკიდან და რომელ სოროშია შემძვრალი, კაცმა ვერ მიაგნო.

        ვინც თვალს ადევნებდა ქართული პოლიტოკრატისი ევოლუციას უკანასკნელი 15 წლის განმალვობაში, უეკჭველად დამეთანხმება, რომ ასეთი კატაკლიზმი მას საერთოდ არ გადაუტანია, არაფორმალური ორგანიზახციების ეპოქიდან მოყოლებული. რევოლუციის ლიდერმაც საკმოად ნიჭიერი გუმანით მიაგნო მთავარ სიტყვებს, რასაც მისგან ელოდა პოლიტიკური პარტიების ურთიერთქიშპით, ცინიზმით, ღალატით და ამბიცია-ინტრიგებით თავმობეზრებული მოსახლეობა. თუ გახსოვთ, თავისუფლების მოედანზე გამართული ერთ-ერთი მიტინგის დროს მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით განაცხადა: _ ეს ჩვენი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ვითრხები არიან და მხოლოდ თავისთვის ცდილობენ მოგების მიღებას, _ რასაც მქუხარე ოვაცია მოჰყვა.
        სულ ახლახან, თითოეული სიტყვისა და სასვენი ნიშნისათვის ქართველი პოლიტიკოსები გააფთრებით ებრძოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ნოემბრის გარდატეხის შემდეგ, მიხეილ სააკავშილი და ტრიუმვირატი, ფაქტობრივად, დაუბრკოლებლად ახორციელებენ თავიანთ პროგრამას, ანუ რასაც მიზანგშეწონილად მიიჩნევენ, იმას აკეთებენ.
        ქართველი პოლიტოკრატები კი მლიქვნელ ღიმლს არ იშორებენ სახიდან. როგორც ჩანს, ისინი თავიანთ მომავალს ახალი ხელისუფლებას უკავშირებენ, რომელმაც უახლოესი 10 წლის განმალვობაში უნდა მართოს ქვეყანა. ანუ სწორედ ამ ახალ ხელისუფლებასთან ერთად აპირებენ თავიდან ააგონ ოპოზიციის სამოქმედო სივრცე. ისევე, როგორც შევარდნაძის ოპოზიციონერობით სულდგმულობდნენ უკანასკნელი 10-11 წლის განმავლობაში. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ედუარდ შევარდნაძე და სააკაშვილის სახელისუფლებო სისტემაში, რომელიც განსხვავებულ პრინციპებს დაეფუძნება, შეიძლება არც მოიძებნოს ადგილი ქრონიკული ოპოზიციისთვის. ანუ, ვეღარ შეძლონ იმ როლის შესრულება, რასაც დიდი წარმატებით ასრულებდნენ ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას. ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ცხადად წარმოჩინდება უკვე იანვრის შუა რიცხვებში, როდესაც ნათელი გახდება მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება საკონსტიტუციო რეფორმისადმი.
        პოლიტოკრატია, რასაკვირველია, შეეცდება მიაღწიოს თუ საპარლამენტო რესპუბლიკას არა (რასაც ახალი პრეზიდენტი არ დაეთანხმება და არც უნდა დაეთანხმოს არავითარ შემთხვევაში) მაშინ იმას მიანც, რომ შეამცირონ საარჩევნო კვოტა და ამით, ფაქტობრივად, გაინაღდონ ადგილები მომავალ პარლამენტში. თუ მიხეილ სააკაშვილი თავის დამოიკდებულებაში თანმიმდევრული იქნება, იგი იმასაც არ დაუშვებს და საარჩევნო ცენზს უცვლელად დატოვებს, რათა საკანონმდებლო ორგანოს მეტისმეტი სიჭრელე არ დაუშვას. მიუხედავად ამისა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნის თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული, ჩამოყალიბება დაიწყოს სრულიად ახალმა პაროტიულმა რეალობამ, რომელშიც ძველ პარტიებს ადგილი არ მოეძევებათ. სხვათა შორის, ხშირად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ გაერთიანეუბლი დემოკრატები, შესალძოა, ნაციონალთა ოპონენტებად იქცნენ. არადა, თუ ასე მოხდება, ბოლოს და ბოლოს, ამაშიც ცუდი არაფერია ამით ჩაეყრება საფუძველი რეალურ, ცივილიზებულ ორპარტიულობას.
        თუ ამ ორი პოლიტიკური ძალის მსოფლმხეველობრივ კონცეფციებს შევადარებთ, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბურჯანაძე-დემოკრატები შედარებითცენტრისტული, ლიბერალური ძალის ფუნქციას შეასრულებს, ხლო ნაციონალები რადიკალური მემარჯვენე პარტიისა. ახალ ეპოქაში შემავალი ქვეყნისათვის ეს ნამდვილად არ იქნება ცუდი და არასასურველი კონსტურქცია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც 15 წელია საქართველოს თავი მოაბეზრეს და სამოქალაქო ომების, ნგრევის, რეგრესისა და უბედურების გარდა, არაფერი მოიტანეს, მათი ადგილი წარსულის სათავსოებშია. სწორედ იქ, სადაც ისტორიის გადამუშავებული მასალა დევს უღიმღამოდ, სამარცხვინოდ და უსულგულოდ.

დილის გაზეთი, 26 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე