ნავთობი და სიგარეტი. ქართული მონეტარიზმის ლაკმუსის ქაღალდი

        მთავრობაში დიდი შიშნეულობა და ძრწოლვაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ფონდის მისია ივნისის ბოლოს ეწვევა საქართველოს და, საყოველთაო აღიარებით, მისი დასკვნა გადამწყვეტი იქნება პროგრამის აღდგენის თვალსაზრისით.
        თუ სავალუტო ფონდი პროგრამას არ აღადგენს, ეს უეჭველად ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ბანკი და სხვა დონორები შეწყვეტენ ქვეყნის ბიუჯეტის დაფინანსებას და, რაც კიდევ უარესია, სავალუტო ფონდი აღარ უშუადმგომლებს საქართველოს კრედიტორთა პარიზის კლუბში, რათაკიდევ ერთხელ გადაგვივადონ საგარეო ვალები.
        ეს კი, თავის მხრივ, იმას მოასწსავებსს, ომ წლეულს ქვეყნი გაძვალტყავებულმა ბიუჯეტმა 50 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს მხოლოდ საგარეო ვალის ძირითადი თანხის ნ აწილის დაფარვის სახით, რომ აღარაფერი ვთქვათ ვალის მომსახურების პროცენტებზე, რაც იედაც გათვალისწინებულია მიმდინარე საფინანსო წლის განმავლობაში.
        ბუნებრივია, შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ყველა ის თანდაყოილი მანკი და ხინჯი, რაც ქართულ ეკონომიკას ახასიათებ. რამდენიმე დღი წინათ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კატატსროფული ვითარებაა ნავთობპროდუქტტების აღრიცხვის საკითხში, ისევე, როგორც სიგარეტის კონტრაბანდის მხრივ.
        მართლაც, ზოგიერთი ცნობით, ივნისში ულ 3-4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტის ოფიციალურად განაჟეა მოხერხდა. ე უკვე ამოალიბებული ტენდენციაა, რაც წლის მეორე ნახევრისთვის ბიუჯე კარგს არაფერ უქადი.
        სახელმწიფო კანცელარიაში უკვე ჩაარდა და კიდევ დაგეგმილია რამდენიმე აგანგეო თათირი (შესაძლოა, პირადად პრეზიდენტის ხელმძღვანელობბით), სპეციალურად სიგარეტისა და ნავთობპროდუქტების კონტრაბანდის აღსანიშნავად. საბაჟო დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვინც ვინაობის გამოქვეყნება არ ისურვა, «დილის გაზეთისთვის» მიცემულ ინგტერვიუში დაადასტურა, რომ ორივე ამ «პოზიციასთან» დაკავშირებით, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა. სწორედ სიგარეტი და ნავთობპროდუქტები ქმნიან «ამინდს» წლეულს საბაჟო შემოსავალთა შესრულების თვალსაზრისით.
        მაგრამ, მისი განმარტებით, კორუფციის გარდა,არის კიედვ სხვა კატეგორიის პრობლემები, რომელთა გადაჭრა არსებული კანონმდებლობის პირობებში შეუძლებელია.
        ნავთობპროდუქტები საქართველოში შემოდის როგორც ზღვით, ასევე, ხმელეთით – სარკინიგზო შემადგენლობით, ავტომობილითა და, თქვენ წარმოიდგინე,თ წვრილმანი პარტიებით, სახედრებითა და ცხენებითაც კი.
        რესპონდენტის თქმით, «წვრილმან კონტრაბანდაზე» ლაპარაკი ყოველთვის გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ «ბობოლა კონტრაბანდისტებთან» ერთად, ვინც საკანონმდებლო ხვრელებითა და «კრიშებით» სარგებლობს, 50-100-200 ლიტრის შემოტანაც კი მთლიანობაში, წლის განმავლობაში, ათეულობით ათას ტონას, ანუ მილიონობით ლარს შეადგენს. კონტრაბანდული საწვავი, ძირითადად, აზერბაიჯანიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოედინება. სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე საუკუნეის განმავლობაში საერთოდ არ არსებობდა და ასე ადვილად ვერ შეიქმნება, მით უმეტეს, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ორივე მხარეს ეთნიკურად ერთგვაროვანი მოსახლეობა ცხოვრობს.
        «მსხვილი კონტრაბანდა» საერთოდაც რომ აღმოიფხვრას და საბაჟოზე კორუფცია საერთოდ მოისპოს, ათასობით საურმე გზითა და ბილიკით შემოტანილი ნავთობპროდუქტი მიანც უდიდეს ზიანს მიაყენებს ბიუჯეტს.
        უარესი მდგომარეობაა ცხინვალის რეგიონში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ერგნეთის ბაზრობაზე ღიად ყიდულობენ ბენზინს და შედმგომ, მისი დაკავების შემთხვევაში, ტვირთი ფორმდება არა როგორც კონტრაბანდული, არამედ აღურიცხავი – ჯარიმა იმაზე ნაკლებია, ვიდრე საბაჟო გადასახადი იქნებოდა, ანუ ასეთი ფორმით ბენზინის გადამზიდავისათვის ჯარიმა ურფო ხელსაყრელია (ესეც იმ შემთხვევაში, თუ დააკავეს), ვიდრე ოფიციალური განბაჟება.
        ზუსტად იგივე პრობლემაა მეორე აქციზურ საქონელთან – სიგარეტთან დაკავშირებით, იმ განსხვავებით, რომ «წვრილმანი კონტრაბანდის» წილი აქ კიდევ უფრო მაღალია. მიზეზიც თვალნათელია – საქართველოში ნავთობპროდუქტების წარმოება, ფაქტობრივად, არ ხდება, ანუ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. სიგარეტთან დაკავშირებით კი, საბაჟო დეპარტამენტის კორუფცირებულობაში რომ იყოს მთავარი პრობლემა, ადგილობრივი მწარმოებლები (ვინც სისხლხორცეულად არის დაინტერესებული შიდა ბაზრის დაცვით) აშკარად კონტრაბანდის შემოზიდვის უფლებას ასე ადვილად არავის მისცემდნენ.
        ძირეული პრობლემა ის არის, რომ სიგარეტის დიდი პარტიების შემოტანა ხდება საქართველოს იმ ტერიტორიებზე, სადაც მხოლოდ ფორმალურად ან ნომინალურად ვრცელდება თბილისის იურისდიქცია. შედმგომ კი ქვეყნის სხვა რეგიონებში მიედინება შედარებით წვრილი პარტიებით.
        ამ ელემენტარულ რეალობას ვერაფრით შეასმენ იმ ხალხს, ვინც სწორხაზოვნად და მარტივად ყველაფერს «ჩინოსნური კორუფციით» ხსნის.
        მით უმეტეს, ყველა ეს არგუმენტი სრულიად მიუღებელი იქნება ფონდის «ცივსისხლიანი» ექსპერტებისთვის. მათთვის «სიგარეტი და ნავთობპროდუქტები» არის უპირველესი ნიშანი და სიმპტომი მთავრობისა და ხელისუფლების (უფრო ფართოდაც – სახელმწიფოს) ქმედითობისა.
        ფონდი გრძელვადიან კრედიტებს აძლევს მხოლოდ იმ ქვეყანას,, რომელიც მეტ-ნაკლებად მიანც აკონტროლებს ეკონომიკურ საზღვრებს. აქციზური საქონელი ამ უნარის შემოწმების მექანიზმი და მეთოდია.

დილის გაზეთი, 19 ივნისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე