«საქართველოს მეგობრები» მორიგი დეკლარაციისთვის არიან განწირულნი

        ჟენევის შეხვედრას, რომელიც დღეს და ხვალ უნდა შედგეს, საქართველოში, არცთუ უაფუძვლოდ, სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებენ. 1994 წლიდან პირველად სწორედ ახლა შეიკრიბნენ შვეიცარიის ამ ქალაქში «მეგობარი ქვეყნები» აფხაზეთის პრობლემებზე მსჯელობისთვის.

        როგორც ცნობილია, «მეგობართა ჯგუფის» წევრები არიან დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი (ჯგუფის შექმნის ინიციატორი), გერმანია და რუსეთი. ნიშანდობლივია, რომ ამ ხუთეულიდან მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები აფრქვევენ ხცოლმე ზოგჯერ არცთუ კეთილგანწყობილ ირონიას ამ ჯგუფის მიმართ, რაკი მათ პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსეთის პრიორიტეი ევმიუტანლად მიანიათ.
        აფხაზეთის სამშვიდობო პროცეში ერთგვარი «ჭეშმარიების მომენტი» დგება. რუსეთი არ აპირებს შეწვიტოს რკინიგზის მოძრაობა ან აფხაზეთის მოსახლეობისათვის პასპორტების გაცემა. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მეგობრებმა ერთ-ერთ «მეგობარს» საკუთარი ვალდებულებანი უნდა შეახსენონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობი აღიარების მიმართ, თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკა საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური ლოგიკით იცვლება. ამ ლოგიკიდან გამომდინარე კი, ჟენევაში შეკრებილ დიპლომატებს არასდროს დაავიწყდებათ, ბოლო დროს მიღწეული კონსენსუსი ერაყის საკითხში: რუსეთის პატარა «ანცობაზე» თვალის დახუჭვით ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვის მეტ-ნაკლებად ლიალურობას იღებს. თანაც, ამერიკა ქულებსაც იწერს მოსკოვი თვალში, რაკი ოფიციალური თბილისის თანხმობა სამშვიდობოთა მანდატის გაგრძელებაზე, ისევე როგორც პანკისის ხეობაში ოპერაციების გააქტიურება, სწორედ პრეზიდენტ ბუშის წერილისა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ შედგა.
        ამდენად, ძალზე საეჭვოა, ჟენევაში თავმოყრილმა მეგობრებმა იმისგან განსხვავებულ დისკურსში იმსჯელონ აფხაზეთის პრობლემებზე, ვიდრე ეს 30 იანვარს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საუბრის მოსალოდნელი შინაარსი უცნობია, მისი პროგნოზირება ძნელი არ არის. საეჭვოა, დიდი დრო დაეთმოს სოჭი-სოხუმის ელექტრომატარებელს და პასპორტიზაციას. ჩვენგან განსხვავებით, «მეგობრები» ამ პრობლემებს ემოციურად არ აღიქვამენ. გამორიცხულია მეგობრებმა საქართველოს «მთავარი მეგობარი» - რუსეთი გაკიცხონ, ან, მით უმეტეს, მასზე რაიმე ზემოქმედება განახორციელონ.
        საუბრის ძირითადი თემა, მხოლოდ და მხოლოდ, ეგრეთ წოდებული ბოდენის დოკუმენტი შეიძლება იყოს, რომელსაც დისკუსიის ყველა მონაწილე სიტყვით მხარს უჭერს, თუმცა, რუსეთი ამას მართლაც მხოლოდ სიტყვიერად აკეთებს. რუსეთი ისევ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ აფხაზური მხარე უარს ამბობს დოკუმენტის განხილვაზე. სტატუსის თემა ჟენევაში, სავარაეუდოდ, პოზიციათა კონსტიტუციით ამოიწურება. რაც შეეხება საშმივობო ძალებს, ყველა ელჩი დაეთანხმება რუსეთის პოზიციას, რომ მშვიდობისმყოფელთა მანდატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვედვაში, სერიოზული გართულებები და ფართომასშტაბიანი ომის განახლება გარდუვალია.
        საქართველოსადმი მართლაც კეთილგანწყობილ სახელმწიფოებსაც მიაჩნიათ, რომ მათი მისია ქართულ-აფხაზური დიალოგის სტიმულირებით აომიწურება. თუ თბილისი და სოხუმი კომპრომისს ვერ აღწევენ, ისინი სრულიად უძლურნი არიან, რაიმე იღონონ. რასაკვირველია, «მთავარ მეგობარს» ეს ვითარება ხელს აძლევს, ანუ ჟენევის შეხვედრაც, აფხაზეთში რეალური პროგრესის თვალსაზრისით, სრულიად უშედეგოა. მაქსიმუმი, რასაც ჟენევის შეხვედრა მოიტანს, მორიგი დეკლარაცია და მოწოდება იქნება კონფლიქტის მონაწილე მხარეებისადმი, განაგრძონ დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად.

დილის გაზეთი, 18 თებერვალი, 2003 წელი

მთელ გვერდზე