იალტაში ამერიკა - სუუამის ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

შევრადნაძე და კუჩმა სამიტზე ეული პრეზიდენტები აღმოჩნდნენ

        იალტაში ჩატარებულ სუუამის მორიგ სამიტს, რა თქმა უნდა, თავისი დაღი დაასვა რამდენიმე ლიდერის არყოფნამ. ცნოილი მიზეზების გამო სამიტზე ვერ ჩამოვიდნენ აზერბაიჯანისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. უკანასკნელ მომენტში კი იალტაში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ამ საერთაშორისო ორგანგიზაციის თავმჯდომარის ფუნქცია უნდა შეასრულოს.

        შესაძლოა, პრეზიდენტ ვორონინის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა რუმინელი ლიდერის- იონ ილიესკუს სტუმრობამ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით. ამ ვიზიტისა და პუტინთან მოლაპარაკებების დროს, სხვა საკითხებთან ერთად მოლდოვისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაზეც იმსჯელებენ, ანუ მოლდოველებს (იგივე ეთნიკურ რუმინელებს) რუსი დათვის გაღიზიანება არ სურდათ, მით უმეტეს, იმვითარებაში, როდესაც ამერიკა აქტიურად ჩაერთო სუუამის გაძლიერებისა და ინსტიტუალიზების პროცესში. ვაშინგტონს იალტაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ პფაიპერი წარმოადგენდა. მან დაადასტურა, რომ ამერიკა კისრულობს პასხუისმგებლობას, იშუამდგომლოს გაეროში რათა სუუამს დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭოს. გარდა ამისა, ამერიკა ტექნიკურ დახმარებას გაუწევს სუუამის სახელმწიფოებს, რათა მათ უმოკლეს ვადაში შეძლონ თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩამოყალიბება. ამ ზონის შექმნა უკვე გადაწყვეტილია. შესაბამის ხელშეკრულებას ჯერ კიდევ შარშან მოეწერა ხელი, მაგრამ პარლამენტებში რატიფიცირების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.
        გუშინ საქართველოს სატრანსპორტო, საბაჟო და სასაზფრო უწყებათა წარმომადგენლები თავიანთ კოლეგებთან ათანხმებდნენ თავისუფალი სავაჭრო ზონის დეტალებს, რომელიც უეჭველად ამოქმედდება შემოდგომით, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა დსთ-ის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭო ანალოგიურ გადაწყვეტილებას სექტემბერში, იალტაშივე გამართულ სამიტზე. მაშასადამე, რუსული პრესის სიხარული იმის გამო, რომ სუუამის საბჭო სრული შემადგენლობით ვერ შეიკრიბა, აშკარად გადაჭარბებულია. უნდა აღინიშნოს, რომ იალტაში იმყოფებოდა ხუთივე ქვეყნის დელეგაცია – მათ შორის უზბეკეთისა და მოლდოვისა, ხოლო აზერბაიჯანს წარმოადგენდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე.
        პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი მიღწევაა ამერიკა-სუუამის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა. იგი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და «თავისუფალი სავაჭრო ზონის» დაფუძნების პროცესში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რა თქმა უნდა, გულისხმობს სამხედრო და სპეცსამსახურთა მიმართულებებით თანგაშმრომლობა ს- ასეულობით ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი სწორედ ამ «ქოლგის» ქვეშ იმყოფება საქართველოში. გარდა ამისა, შევარდნაძემ მჭიდროდ დაუკავშირა ერთმანეთს ამერიკის მონაწილეობა სუუამის საქმიანობაში და «ტრანსკავკასიურ» მილსადენთა პროექტების განხორციელება. ეს ჟღერდა სტივენ პფაიპერის გამოსვლაშიც, რაც უეჭველად ადასტურებს, რომ ამერიკას სუუამთან დაკაშვირებით შორს მიმავალი გეგმები აქვს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოკლეგებს შესთავაზა საინვესტიციო ცენტრის შექმნა თბილისში. ბუნებრივია, ამ ფონდის მთავარ სპონსორადიგი ისევ და ისევ ამერიკას გულისხმობდა.

დილის გაზეთი, 5 ივლისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე