გეოპოლიტიკური პარადოქსები

        არა მარტო ისტორიას, არამედ გეოპოლიტიკურ რეალობასაც ახასიათებს უცნაურობები, რომლებიც პრაგმატულ ინტერესთა მოულოდნელ გადახლართულობათა კვანძზე წარმოიშობა. მაგალითად, აბა, ვინ იფიქრებდა 15 წლის წინათ, რომ საქართველო ნატოში შესვლაზე ოფიციალურად განაცხადებდა პრეტენზიას. ვინ ივიქრებდა, ათი წლის წინათ, რომ საქართველო ერაყში გააგზავნიდა სამხედრო კონტიგენტს, მაგრამ 1 წლის, ან თუნდა, 6 თვის წინათ, კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ საქართველო (ისევე, როგორც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები) არცთუ დაინტერესებული იქნებოდა ერაყის სტაბიულრობასა და მსოფლიო ბაზრებზე ერაყული ნავთობის მზარდი ექსპორტით.

        პარადოქსი კი ის გახლავთ, რომ სწორედ ამ ქვეყანაში იმყოფება ამჟამად ქართული ოცეული, რომელიც, რასაკვირველია, ყველაფერს იღონებს ვითარების დამშვიდოებისათვის. თუმცა, სიმცირისა და სისუსტის გამო, ბევრად არც დესტაბილიზება ძალუძს და არც მდგომარეობის დაწყნარება, მაგრამ აქ ბევრად საინტერესო სწორედ ხსენებული პარადოქსია. ცნობილი სოვეტოლოგი, არიელ კოენი ამას წინათ წერდა, რომ ენერგოკომპანიები გულწრფელ შეშფოთებას გამოთქვამენ «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» ნავთობსადენის მომავლის გამო და ეს საოცრებაა, რადგან მილების ჩაწყობა უკვე დაიწყო. საქმე ის არის, რომ თვით ნავთობსადენის აგება არ კმარა – იგი რენაბელურიც უნდა იყოს, რათა ნავთობმა იდინოს და ინვესტიცია კომპანიებმა სრულად ამოიღონ. მაშასადამე, რაოდენ დიდი და წარმატებულიც უნდა იყოს საქართველოს ძალისხმევა (ქართულმა მხარემ მართლაც ყველაფერი გააკეთა ამ გრანდიოზული პროექტი სწარმატებისათვის და ბევრ სხვა ქვეყანაზე უფრო თანმიმდევრულიც კი იყო)9 ბევრი რამ უკვე ობიექტურ ფაქტორებსა და იმავე ერაყში ვითარების გამწვავებაზე იქნება დამოკიდებული, ანუ იმაზე, კთუ რამდენად სწრაფად მიაღწევს მსოფლიო ბაზარს ერაყის «დიდი ნავთობი».
        მცირე ხნის წინათ სტაბმულში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც, კოენის თქმით, თითქოსდა დაადასტურა, რომ «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» პროექტის წარმატება, რომლეიც მთელ კავკასიის რეგიონის განვითარების «ლოკომოტივია» (ასე ითქვა სწორედ კონფერენციაზე) ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და რა ოდენობის გაიზრდება უახლოეს მომავალში ნავთობისა და გაზის ექსპორტი ერაყიდან. კოენი წერს, რომ თუ ექსპორტი უახლოეს მომავალში დიდად გაიზრდება, ეს სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს საინვესტიციო კლიმატზე და ხელსაც კი შეუშლის მშენებლობის გაგრძელებას. მაგრამ ეს უკვე გადაჭარბებულია. ძნელი სათქმელია, რაში სიჭრდებაკოენს ასეთი აშკარა ტყუილი, მაგრამ მან არ შეიძლება არ იცოდეს, რომ «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» პროექტმა უკვე განვლო «უკანმოუბრუნებლობის წერტილი». ამჟამადკიმშენებლობის შეწყვეტა ინვესტორებისათვის თანხის საბოლოო და სამუდამო დაკარგვას ნიშნავს. თანაც არა მხოლოდ იმ თანხებისა, რაც უშუალოდ მილის მშენებლობაზე დაიხარჯა ჯერჯერობით. ეს მართლაც მიზერია იმასთან შედარებით, რაც «ბი-პიმ» და სხვა ინვესტორებმა საკუთრივ აზერბაიჯანის სანავთობო ინფრასტტრუქტურის განვითარებაში ჩადეს.
        ამასთანავე, ძალიან ძნელია ავტორს ეკამათო იმაზე, რომ «ერაყის დიქტატორ ჰუსეინის დამხობამ შეცვალა გეოეკონომიკური ვითარება რეგიონში». მათ შორის, ნავთობპროექტტების და ზოგადად, ენერგეტიკული თვალსაზრისითაც. კოენი ეჭვქვეშ აყენებს, აგრეთვე, მშენებლობის გრაფიკის დაცვას. როგორც ცნობილია, მილი 2005 წელს უნდა ამოქმედდეს, თავდაპირველი ჩანაფიქრით, უკვე 2005 წლის მაისში. აქ ჩაერთო ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სწორედ აზერბაიჯანის მონაკვეთის მზარდი დაფინანების აუცილებლობა. ოღონდ, ზემოთ მოყვანილი არგუმენტის გამო («მოუბრუნებლობის წერტილი») ძალიან სერიოზული არგუმენტია, აგრეთვე, ყარაბაღის კონფლიქტისს გადაწყყვეტლობა. რაც უფრო გაიანურდეა მშენებლობა (თუ გამართლდა ბოროი წინასწარმეტყველება და მართლაც გაჭიანურდა)9 მით უფრო გაიზრდება რისკფაქტორი (დანახარჯის პარალელურად9) ვინაიდან სომხეთის არმიას ულ რაღაც 50_ კილომერის ფორსირება ირდება ქალაქ განჯის მიდამოებში ნავთობსადენის «გადასაჭრელად», რასაც იგი აუცილებლად შეეცდება, თუ «შვილი ალიევი» არ განაგრძობს მამის კურ სდა პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას შეეცდებაბ. იგი ერთადერთი პოლიტტიკოსია აზერბაიჯანში, რომლეიც, ალბათ, მაინც მშვიდობიან კურსს განაგრძობს და 50-მილიარდიან ინვესტიციას საფრთხე არ შეუმნის.
        ყველა სხვა პოლიტიკოსისა და ოპოზიციის ლიდერთა შანსი ამ მხრივ მინიმალურია. სწორედ ამიტომ დაჰკანკალებენ თავს ალიევებს და ამიტომაც არ დაგიდევენ დასავლეთში «აზერბაიჯანული დემოკრატიის» რანგსა და ხარისხს - «ოღონდ არ იყოს ომი». ამას დაემატა ის გარემოება, რომ საერთაშორისო საფინანსო კოროპორაცია თანდათან ამწვავებს ბორჯომის ხეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხს და ეკოლოგია აქ სწორედაც რომ საბაბია. ამ კორპორაციამ უნდა გამოყოს მშენებლობის დასრულებისთვის აუცილებელი 150 მილიონი დოლარი. ისევ დაიწყო თამაში ნაზარბაევმა, რომელმაც მიანიშნა (საკუთარი ჩინოსნის მეშვოებით9) რომ თუ დასავლეთი «დიდი ნავთობსადენის» დაფინანსებას არ დააჩქარებს, ყაზახეთი უ;კვე მოქმედი «კასპიის კონსორციუმისა» და «თენგიზნოვოროსიისკის ნავთობსადენით» გადაიტანს ნავთობს დასავლეთში, რომლეიც «ჩვენს მილში» უნდა გაეტარებინა. ეს კიდევ არაფერი, ნაზარბაევი ამერიკასაც ემუქრება და აფრთხილებს, რომ ირანს მიჰყიდის ნავთობს, თუ პროექტი ჩაიშალა. ერთი სიტყვით, ვითარება ნავთობსადენის გარშემო შესამჩნევად იძაბება. საქართველოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას თავად ამ პროექტისათვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ჯერჯერობით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით ხორციელდება, რაც იმის გარანტიას ქმნის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივა.

დილის გაზეთი, 18 აგვისტო, 2003 წელი

მთელ გვერდზე