დასავლეთი ახალ საქართველოს ფრთხილ ნდობას უცხადებს

        დასავლური პრესა კვლავინდებურად დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში განხორციელებულ «ხავერდოვან რევოლუციას», რომლის შედეგად ჩვენს ქვეყანაში ახალი ერა დაიწყო. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტებიტ, ძირითადად, ყურადღებას აქცევენ არა საქართველოს მომავალს (რაც ნაკლებად აინტერესებთ), არამედ სწორედ წარსულს _ ედუარდ შევარდნაძის ფიგურას. ყველა თანხმდება იმაზე, რომ შევარდნაძემ მართლაც ძალიან დიდი როლი შეასრულა მსოლფიოს ისტორიაში გასული საუკუნის ბოლოს. ამაზე არ დავობენ ისინიც კი, ვინც ყველა სხვა საკითხში აკრიტიკებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ძირითადი ლაიტმოტივი ასეთია: «ედუარდ შევარდნაძემ ძალიან დიდი როლი შეასრულა, მაგრამ შედმგომ, როდესაც საქართველოს ჩაუდგა სათავეში, მისი ძალისხმევა ნაკლებ პროდუქტიული და შედეგიანი იყო».
        აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება კორუფცია. პირადად ედუარდ შევარდნაძეს ოკრუფციაში არავინ ადანაშაულებს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მის გარშემო ბევრი კორუფცირებული ფიგურა იყო და მათ პრეზიდენტი არ სჯიდა. სამართლიანგობა მოითხოვს ითქვას, რომ ასეთი ზოგადი განცხადებები (ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე) საერთოდ დამახასიათებელია დასავლური პრესისათვის, როდესაც საქმე ეხება პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებს, აო ცნობილი სტერეოტიპი მუშაობს: თუ არ სრულდება ბიუჯეტი, მაშასადამე ქვეყანაში არის კორუფცია, ხოლო კორუფცია ვერ იარსებებს, თუ ხელისუფლებაში არ არიან კორუფცირებულები.: ნორმალურ ქვეყანა,ში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრიობის ტრადიცია აქვს, ეს ლოგიკა აბსოლუტურად შეუვალია. თუმცა, იმ ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფოდ ამჟამად ყალიბდება, არსებობს დამატებითი ნიუანსი: სახელმწიფო სტრუქტურათა არაქმედუნარიანობა (ბიუჯეტის შეუსრულებლობა და ასე შემდეგ) ხშირად განპირობებულია როგორც კორუფცირებულობით, ასევე ამ სტრუქტურათა თვისებრივი სისუსტით. მაგრამ, ამის მიუხედავად, სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უშედეგობა გახდა უმთავრესი არგუმენტი დასავლური პრესისათვის, რათა გაემართლებინათ (ლოგიკური თანმიმდერვობით აეხსნათ) ის, რაც რეალურად მოხდა.
        გაცილებითნაკლებ ყურადღებას აქცევენ (ესეც დასავლური პრესის თავისებურებაა), ფსიქოლოგიურ, მათ შორის მასობრივი ფსიქოლოგიის ფაქტორებს, როგორიცაა, მაგალითად, ფსიქოლოგიური გადაღლილობა. არადა, საქართველოს ტიპის ქვეყნებისათვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მეორე მიზეზად (კორუფციასთან ერთად) სეხელდება უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, მოსახლეობის გაჭირვება, სიდუხჭირე, პენსიებისა და ხელფასების დაგვიანება. შემდეგ ფაქტორად დასავლელი ჟურნალისტები მიიჩნევენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და სწორედ აქ მჟღეავნდება მათი სრული არაკომპეტენტურობა საქართველოს საკითხებში, ვინაიდან აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» პრობლემები არ შემოიფარგლება მხოლდ ედუარდ შევარდნაძის სუბიექტური გადაწყვეტილებებითა და შეცდომებით. ყველაზე საშიში და არასასიამოვნო კი ის არის, რომ ბევრ იმ პრობლემას, რასაც ამ საკითხებზე მსჯელობისას ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები განიხილავენ, მთლიანად პროეცირდება საქართველოს მომავალზე და მის შესაძლებლობებზე.
        დასავლეთში საქართველოს «;არშემდგარ სახელმწიფოს» უწოდებენ. აქ გულისხმობენ ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიული პრობლემის გადაუწყვეტლობას, მაგრამ იქვე ადასტურებენ, რომ ახალ ხელისუფლებას აქვს შანსი, დაამტკიცოს ამ დასკვნის არამართებულობა. რაც შეეხება სცენარების განხილვას, თუ სინამდვილეში რომელმა ქვეყანამ შეიტანა გადამწყვეტი როლი «ვარდების რევოლუციაში», აპრიორი რატომღაცითვლება, რომ აქ აუცილებლად «საგარეო ფაქტორები» მუშაობდნენ. დასავლური და რუსული პრესა კატეგორიულად საპირისპირო დასკვნებს აკეთებს ამ თვალსაზრისით. თუ, მაგალითად, ამერიკელი და ევროპელი ჟურნალისტები უფრო «რუსულ სცენარებზე» და კრემლის ჩარევაზე საუბრობენ, რუსი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოში ამეორიკის მიერ იუგოსლავიაში აპრობირებული სქემა განხორციელდა. პირადად ჩემთვი,ს ორივე ეს სტერეოტიპი ნაკლებსარწმუნოა, რადგან სინამდვილეში, წინა კვირას მომხდარ კატაკლიზმს შიდაპოლიტიკური და სოციალური მიზეზები ჰქონდა.

დილის გაზეთი, 26 ნოემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე