ახალი ხელისუფლება ერგნეთის პრობლემას შეეჭიდა

        შიდა ქართლში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება ძალიან სერიოზული აქცია, რომელშიც საქართველოს უშიშროების სამინისტროს ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობს. ქვედანაყოფის მებრძოლებმა განაიარაღეს ადგილობრივი პოლიციის რამდენიმე თანაშმრომელი, რომლებიც «სასტუმროში» იმყოფბეოდნენ და, იმავდროულად, ერგნეთის ბაზრობის «სახურავობა» ედებათ ბრალად.

        გარდა ამის,ა უშიშროების სპეცრაზმი მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ «კონტრაბანდის მეფეებს» დაერია, რომელთა სახელი და გვარი დიდი ხანია ცნობილია ყველასათვის, მაგრამ მათით ხელის ხლებას ვერავინ ბედავდა ან «ხელი ხელს ბანდა», რაც უფრო მეტად სავარაუდოა. ამ ვითარებაში, არ არის გასაკვირი,თ უ რწმუნებული ოქრუაშვილი პოლიციას არ ენდო და უშიშროების ძალებზე დაყრდნობით განახორციელა ოპერაცია. თუმცა, ამან შეიძლება გარკვეული განაწყენება გამოიწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და კორპორაციულ «დაძაბულობას» შეუწყოს ხელი. თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი ბარამიძე ხზელმძღვანელობს, ეს დაძაბულობა, ალბათ, მალე აღმოიფხვრება.
        ახალმა ხელისუფლებამ «შებედა» ყველაზე რთულ პრობლემას, რაც ანგრევდა და ანგრევს ქართულ ეკონომიკასა და სახელმწიფოებრიობას: უკვე მრავალი წელია «სამხრეთ ოსეთიდან» მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოედინება კონტრაბანდული საქონელი, რაც შეუძლებლად აქცევს ნორმალური კონკურენტული გარემოს შექმნას. აქ ანტიქართულ ინტერესთა თანხვედრასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ერთი მხრივ, კონტრაბანდა განატმიკცებს «სახრეთოსურ სახელმწიფოებრიობას», ხოლო მეორე მხრივ, რუსეთს ეძლევა საშუალება, ხელი შეუშალოს საქართველოს ეოკნომიკის განმტკიცებას. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება რუსულ-ოსური მხარე თბილისის ნებისმიერ წინადადებას როკის გვირაბთან ერთობლივი კონტროლის განხორციელების შესახებ ად არც დაეთანხმება ოდესმე, სანამ ქართული მხარე ძლიერი პოზიციიდან არ დაიწყებს მოლაპარაკებას. ამგვარი პოზიცია კი მხოლდ ის შეიძლება იყოს, რომ საქართველომ შეძლოს ერგნეთის ბაზრობიდან კონტრაბანდის შემოდინების აღკვეთა. შესაბამისად, შემცირდება ოსური მხარის შემოსავალი და შედგება ინტერესთა კონფლიქტი ადგილობრივი ელიტის ინტერესებსა და მოსკოვის გეოპოლიტიკურ დაი:ნტერესებას შორის. ასეთ შემთხვევაში, ოსები უფრო მეტად დამთმობნი იქნებოდნენ. საქმეც სწორედ ის არის, რომ მთელი ამ წლების განმალვობაში ხელისუფლება ვერ ბედავდა ამ «გორდიას კვანძის» გაკვეთას, ვინაიდან ერგნეთის ბაზრობასთან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ათასობით ოჯახია დაკავშირებული. ათეულობით ათასი ადამიანი იკვებება ბაზრობიდან იაფად გამოტანილი და იაფად გაყიდული საქონლით. ამ წყაროსათვის რეალურად «ხელის მოჭერა» ერთდროულად რამდენიმე პრობლემას შეუქმნის ხელისუფლებას.
        გარდა ამისა, ერგნეთიდან კონტრაბანდული ფქვილისა და საწვავის შემოსვლის აღკვეთა (მით უმეტეს, აქციზის გაზრდის პარალელურად) აუცილებლად გამოიწვევს პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდას. მაშასადამე, ხელისუფლება ძალიან სერიოზულ რისკზე მიდის. ფაქტობრივად, ერგნეთის პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ძალისმიერი მეთოდების გარეშე ვერ მოხერხდება, ახალი ხელისუფლების სასინჯ ქვადიქცევა, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც, ფაქტობრივად, არ არსებობს კანონი, რომელიც კონტრაბანდისტებს წაართმევდა იმ დემაგოგიურ არგუმენტს, რომ «საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე შევიძინე და იგი კონტრაბანდად ვერ ჩაითვლება».
        ალბათ, უახლოეს მომავალში ხელისუფლებას მიანც მოუწევს (მიძვინვარე რეაქციის მიუხედავად) აღურიცხავი პროდუქციის გათანაბრება კონტრაბანდასთან. სწორედ ეს იქნება ნამდვილი ომი და ნამდვილი რევოლუცია და თუ ამას გაუძლეს (რაც მართლა ძნელი წარმოსადგენია)9 მაშინ კი ნამდვილად უნდა ვირწმუნოთ, რომ შეუძლებელი შეძლეს და სხვა სტრატეგიული პრობლემიებსაც (მათ შორის ქვეყნის მთლიანობის აღდგენას) გადაწყვეტენ ახალი ლიდერები.

დილის გაზეთი, 25 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე