თავმჯდომარის საკითხი გადაწყდა

            გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში მრავალმხრივი კონსულტაციები მიმდინარეობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თაობაზე.
        პრეზიდენტმა მიიღო ევროპის საგანგებო წარგზავნილი რომელიც ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხებში. როგორც ჩანს, იმ ამოცანას (ევროპული თვალთახედვით) იმდენად კარგად გაართვა თავი, რომ ახლა უკვე საქართველოს საქმეთა ექსპერტად ითვლება. ევროპის უდიდესი ბიუროკრატიული გაერთიანება საქართველოში საარჩევნო საკითხთა გადაწყვეტასაც ანდობს.
        ბოტამ და მისმა თანმხლებმა რამდენიმე დიპლომატმა პრეზიდენტს შესთავაზეს სამი კანდიდატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოსტზე: ვახტანგ ხმალაძე, ნანა დევდარიანი და დავით უსუფაშვილი. ყოველი მათგანი გარკვეულმა სოციალურ-პოლიტიკურმა ჯგუფმა წარუდგინა თავდაპირველად ეუთოს, რათა მათ შედმგომ ისინი პრეზიდენტისათვის შეეთავაზებინათ.
        დავით უსუფაშვილის «არასამთავრობო ორგანიზაციები» უჭერენ მხარს, ვახტანგ ხმალაძეს – ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ხოლო ნანა დევდარიანის მხარდაჭერა, პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით, ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო.
        ეს იკდევ უფრო ზრდიდა მის პოზიციებს. თავისთავად საინტერესოა, რომ ეუთომ პრეზიდენსტ არა ერთი, არამედ სამი კანდიდატურა წარუდგინა ასარჩევად. «ბეიკერის» ფორმულაში თითქოს იგულისხმიებოდა, რომ თავმჯდომარეს თვით ეუთო შეარჩევდა, ხოლო პრეზიდენტი ან დაეთანხმებოდა, ან არა. არას შემთხვევაში, ეუთო სახელმწიფოს მეთაურს ახალ კანდიდატურას შესთავაზებდა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ალგორითმი იმთავითვე არარეალური იყო. ამგვარი რამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება არათუ ეუთოს მუშაობის ტექნოლოგიას, არამედ ამ ორგანიზაციის თვით სულისკვეთებას – ნამდვილ ევროპულ «პოლიტკორექტულობას».
        სწორედ ამ «პოლიტკორექტულობიდან» გამომდინარე, როგორც კი პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსი, სადაც ერთმნიშვნელოვნად პრეზიდენტს დაუკანონდა ცსკ-ის თავმჯდომარის დანიშვნის ფუნქცია, იმთავითვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ პრეზიდენტი დანიშნავდა იმას, ვისაც, საბოლოოდ, თავად ჩათვლიდა საიჭროდ. გამორიცხულია, ეუთოს ესოდენ აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო და პრეზიდენტისათვის კატეგორიულად მიუღებელი ფიგურა წამოეყენებინა, ან მისთვის არჩევანის საშუალება არ დაეტოვებინა.
        ასეთ რამეს ეუთო თვით იუგოსლავიასა და ბელორუსიაშიც კი არ აკეთებდა, არათუ საქართვლეოში, რადგან ევროპული გაგებით, ეს არაკორექტულობაა ისევე, როორც აბსურდად ითვლება ცენტრალური საარჩენვო კომისიის შემადგენლობაზე დავა. ნორმალურ ქვეყანაში არჩევნებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინიტრო ადგილობრივ აღმასრულებელ სტრუქტურებთან ერთად.
        რა თქმა უნდა, ეს რომ ვინმეს საქართველოში უთხრა, რეაქცია არ დააყოვნებსს. სხვა საქმეა, რომ უკვე არევნების შემდეგ, თუ მიიჩნევ,ს რომ იგი არადემოკრატიული იყო, «ეუთო» და სხვა ევროპული ორგანიზაციები მრისხანე განცხადებებს არ დაიშურებენ «დამნაშავე ხელისუფლების» საწინააღმდეგოდ.
        შეიძლება სანქციებიც განახორციელონ, ანუ ევროსაბჭოში წევრობა შეგვიჩერონ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყოველივე, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნების შემდეგ. გამორიცხულია ამგვარი რამ არჩევნებამდე. ასევე, აბსურდული იქნებოდა, ვინმეს ეუთოსთვის მოეთხოვა, მაგალითად, ისეთი არადემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც ბელორუსია, არჩევნებამდე ცენტრალური საარჩევნო კომიიის წევრთა დანიშვნა-არდანიშვნაში ჩარეულიყო. ეუთომ არჩევნები ჩაატარა მხოლოდ იუგოსლავიაში (ბოსნიაში) – ისიც სისხლისმღვრელი ათწლიანი სამოქალაქო ომის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ.¹ მაშასადამე, ხსენებული პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, ეუთომ შეუძლებლად მიიჩნია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და პრეზიდენტს ასარჩევად სამი კანდიდატი შესთავაზა. რაღა თქმა უნდა, იგულისხმებოდა ევროპის უძველესი უფლების დაცვა და სუვერენის არჩევანის უზენაესობა. ამის შემდეგ, ნუთუ საკითხავი იყო, ვის დაუჭერდა მხარს ედუარდ შევარდნაძე და ვისზე შეაჩერებდა თავის არჩევანს? თუ გულახდილნი ვიქნებით, არც ერთი დასახელებული სამი კანდიდატიდან არ არის ბოლომდე ნეიტრალური და პოლიტიკურად არაანგაჟირებული. მაშ, რატომ უნდა აერჩია პრეზიდენტს მისი აშკარად მოწინააღმდეგე ბანაკის (არა აქვს მნიშვნელობა აქ «ანაკი» პარიაა თუ ოციალური ან აზოგადოერივი გუნდი) წარმომადგენელი? რა აკვირველია, მან იმ კანდიდაზე შეაჩერა მზერა, რომლეიც მისთვი მეტნაკლებად მისაღები იყო _ ასეთი კი სწორედ ნანა დევდარიანი აპღმოჩნდა. სახელმწიფო კანცელარიიდან მიღებული სარწმნუო წყაროს ცნობით, დევდარიანის დანიშვნა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია და პრეზიდენტი, ალბათ, დღის ბოლომდე მოაწერს ხელს შესაბამის ბრძანებულებას.

დილის გაზეთი, 1 სექტემბერი, 2003 წელ

მთელ გვერდზე