ჩეჩნები სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობენ

        მრავალთვიანი მოსამზადებელი სამუშაოსა და წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ, საქართველოს ეწვია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსს საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია მინისტრის მოდაგილი – იური ბრაჟნიკოვის ხელმძღვანელობით.

        ვიზიტის მიზანია ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების მდგომარეობის შესწავლა და მათი ჩეჩნეთში დაბრუნება. აქვე უნდა ითქვას, რომ თვით მინისტრ შოიგუს საქართველოში არ ჩამოესვლება, რაკი აფხაზეთის ტრაგედიაში ძალზე დიდი წვლილი უძევს. ამიტომ ყოველნაირად ცდილობდა, ვიზიტი გაეჯანჯლებინა და ათასი საბაბი მოეძებნა, რათა თბილისთან კონკრეტული მოლაპარაკება არ დაეწყო რუსეთის იმ მოქალაქეთა ბედზე, ვინც ომის შედეგად აქართველოში აღმოჩნდა. შოიგუ ეროვნებით ტუვინელია, სარწმუნოებით ბუდისტი და მაჰმადიანებისადმი «ისტორიული ანგარიშები» აქვს თავისი მცირერიცხოვანი ხალხის სახელით. თუმცა, ამ სიძულვილში აშკარად გადააჭარბა და ყველასთვის შესამნევი გულგრილოაც გამოამჟღავნა ლტოლვილეიბს მიმართ. კრემლში ამა მიხვდნენ და იური ბრაჟნიკოვიც სწორედ ამიტომ მოავლინეს.
        ყველაფერთან ერთად, თუ პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების რუსეთში ზარ-ზეიმით დაბრუნება მოხერხდა, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ პუტინის პარტიისათვის ეს სერიოზული არგუმენტი იქნება.
        ამდენად, დელეგაციაც ერთობ შთამბეჭდავია. ბრაჟნიკოვისა და მისი უშუალო ხელქვეითების გარდა, მის შემადგენლობაში შედიან, აგრეთვე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურის, ფედერალური სასაზღვრო სამსახურისა და სხვა მომიჯნავე უწყებათა წარმომადგენლები.
        ორშაბათს სტუმრები წინანდალს ესტუმრენ და შემდეგ პანკისის ხეობაშიც შეიარეს რამდენიმე საათით. ისიც უნდა ითქვა,ს რომ თუნდაც ერთი წლის წინათ ამგვარი სტუმრობა პანკისში, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, ვიანიდან ჩეჩნები რუსებს ხეობიდან ცოცხლებს არ გამოუშვებდნენ.
        მაგრამ მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობა (საბედნიეროდ) დატოვა რუსლან გელაევის რაზმმა, ხოლო თვით ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებები მინელდა, ჩეჩენმა ლტოლვილებმა (უფრო ზუსტად, მათმა ნაწილმა), ვისაც ადრე რუსეთში დაბრუნებაზე საუბარიც არ სურდა, პოზიცია გარკვეულწილად შეიცვალეს. ამას თან დაერთო ის გარემოება, რომ საქართველოში მათი სოციალური ყოფა მნიშვნელოვნად დამძიმდა. ამის გამო ლტოლვილებმა შიშმილობაც კი გამოაცხადეს (მესამე ქვეყანაში გამგზავრების მოტივით), მაგრამ არც ერთი სახელმწიფო ამ მოთხოვნას სრეიოზულად არ გამოხმაურებია.
        ბრაჟნიკოვის ხეობაში ჩასვლას რაიმე განსაკუთრებული აჟიოტაჟი მიანც არ გამოუწვევია, თუმცა აშკარაა, რომ ლტოლვილთა ერთი ნაწილი სამშობლოში დაბრუნებისკენ იხრება, ოღონდ ამის დეკლარირებას ჯერ ვერ ბედავს. მით უმეტეს, რომ რუსეთის ხელისუფლება ამასთან დაკაშვირებით (სწორედ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე) გრანდიოზული «პი-არ» აქციისთვის ემზადება. ბრაჟნიკოვმა ლტოლვილებს განუცხადა, რომ როდესაც ისინი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაბრუნდებიან, საბრძოლო მოქმედებათა მონაწილეებს შეიძლება ამნისტია შეეხოთ, თუ მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.
        გარდა ამისა, ბრაჟნიკოვი ლტოლვილებს არწმუნებს, რომ თითოეული დაბრუნებული ლტოლვილი მიიღებს მნიშვნელოვან კომპენსაციას და ხელისუფლება დაეხმარება დანგრეული ან დამწვარი სახლ-კარის აღდგენაში. რუსეთი უზრუნველყოფს მათ უფასო ტრანსპორტით და (რაც ამ ქვეყნის პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია) აღუდგენს დოკუმენტებს, რათა თავისუფლად გადაადგილება და სოციალური დახმარების მიღება შეძლონ.
        რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დაგეგმილი აქვს, რომ, თუ დაბრუნების მსურველი ლტოლვილების რაოდენობა საკმარისი იქნება, რუსეთი საქართველოს სამხედრო გზით გამოაგზავნის რამდენიმე ათეულ ავტობუსს და ჟურნალისტური ესკორტით მიაცილებს მათ სახლებამდე, რითაც შეეცდება მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ჩეჩნეთში ომი დამთავრდა, ხოლო მოსახლეობა ახალ ხელისუფლებას შეურიგდა.
        ისიც ნიშანდობლივია, რომ ამგვარი აქცია რუსეთს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში შეუძლია მოაწყოს, ვინაიდან საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჩეჩენ ლტოლვილებს ოფიციალურად მისცა თავშესაფარი და კომპაქტურად დაასახლა თავის ტერიტორიაზე.
        მთლიანობაში, რუსეთის ეს ახალი ინიციატივა და «პი-არ» აქცია ჩვენც შეგვიძლია სასარგებლოდ გამოვიყენოთ და კრემლს მისი ჩატარების უფლება მივცეთ მხოლდ იმ პირობით, თუ იგი მოიცავს, აგრეთვე, პანკისის ხეობაში ტერორისტების არყოფნის დადასტურებასაც. ალბათ, რუსები ამისათვის მზად არიან, ვინაიდან წარმოუდგენელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პანკისის ხეობაში ესოდენ წარმომადგენლობითი დელეგაცია გამოეგზავნათ.
        ესე იგი, ჩეჩნეთში ომი მათ დამთავრებულად მიაჩნიათ და «პანკისის არგუმენტიც» აღარ სჭირდებათ. ამაში რამდენად მართალნი არიან და გადაჭარბებულ ოპტიმიზმს ხომ არ ამჟღავნებენ, მომავალი გვიჩვენებს.

დილის გაზეთი, 11 ივნისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე