ბურჯანაძის საშუალედო მისია რუსეთში

        დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება სამუშაო ვიზიტით. რუსეთის დედაქალაქში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანდა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობასთან, აგრეთვე, ადმინისტრაციის მესვეურებთან. რუსული პრესა დღენიადაგ უსვამს ხაზს, რომ ვიზიტი სწორედ «სამუშაო ხასიათისა» იქნება. თუმცა, ჯერ ერთი, რეალური საკითხები ხშირ შემთხვევაში, დიახაც, სამუშაო ვიზიტებისას წყდება და არა ცერემონიული ღონისძიებისას. გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით მიეწვია იმ ვითარებაში, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირა რჩება. ბევრ დამკვირვებელს ნინო ბურჯანაძის გავლენის აღიარებად მიაჩნია ის გარემოება, რომ ამგვარი ვიზიტი დღევანდელ ვითარებაში მაინც შედგება. მით უმეტეს, მაასტრიხტის სკანდალის შემდეგ, როდესაც ეუთოს «მინისტრიალი» საქართველოსა და რუსეთს შორის უპრეცედენტო დიპლომატიურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

        როგორც ჩანს, პრინციპულმა პოზიციამ თავისი შედეგი აქაც გამოიღო. უშუალო შეთანხმება ვიზიტის შესახებ შედგა ბაქოში, ნინო ბურჯანაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგად. მანამდე, რუსეთის დედაქალაქში მეტ-ნაკლები წარმატებით მართავდნენ წინასწარ მოლაპარაკებებს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ოღონდ ეს უდავოდ «მოსინჯვა» იყო, ხოლო ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დროს ოფიციალური მოსკოვი მოლაპარაკებას გამართავს მომავალი საქართველოს ერთ-ერ თხელმძღვანელთან. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკავშილი ქნება და ეს მოსკოვში შესანიშნავად უწყიან – მათ ისიც იციან, რომ პრეზიდენტობის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის თავმჯდომარე გახდება, ანუ სახელმწიფოში გავლენით მეორე პოსტს დაიკავებს.
        რაც შეეხება «დღის წესრიგს», როგორც ჩანს, მოსკოვი და თბილისი ამჟამად ერთგვარ «ჩარჩოებს ქმნიან» მომავალი დიალოგისათვის. ეს ურფო მოსკოვს ეხება, ვინაიდან თბილისში ნათლად აცნობიერებენ, რომ ვერავითარი «ჩარჩო» მიხეილ სააკაშვილს ვერ მოერგება და ამას მისი ქართველი პარტნიორები არც ცდილობენ. სინამდვილეში, მოლაპარაკების შინაარსი რუსეთ, საქართველოს მოკლევადიან ურთიერთობათა «ეჯენდის» განსაზღვრას ისახავს მიზნად. რუსეთს დღის წესრიგის საკუთარი ვერსია აქვს. ნინო ბურჯანაძე კი უეჭველად შეეცდება ამ დღის წესრიგში, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ცვლილებები შეიტანოს. სარწმუნო წყაროთა ცნობით, რუსეთი მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს პრიორიტეტთა ნუსხას და იმასაც ცდილობს, წინასწარ შექმნას გარანტიები, რომ მომავალი პრეზიდენტი სწორედ ამ ნუსხას მიიღებს. რუსეთს ამგვარ პრიორიტეტად მიაჩნია, პ ირველ ყოვლისა, ეგრეთ წოდებული, «პანკისის პრობლემა», ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც შენიღბულად ნიშნავს საქართველოს ტერიტორიის, სულ ცოტა, ერთობლივ კონტროლს სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით.
        გარდა ამისა, რუსეთს მხოლოდ ამ დისკურსში სურს «სავიზო რეჟიმის» და კონფლიქტების საკითხთა განხილვა. ეს მოსკოვში ესმით მხოლოდ როგორც ომის განუახლებლობის გარანტია. ქართული მხარე კი ამ პრობლემატიკაში თავისთვის სასარგებლო შინაარსს დებს და უეჭველად შეეცდება, დღის წესრიგი შინაარსობრივად «შემოატრიალოს», რაც ძალიან ძნელი ქნება იმ ვითარებაში, როდესაც ენერგეტიკული თვალსაზრისით, კვლავინდებურად ჩრდილოეთზე ვართ დამოკიდებულნი. რამდენად წარმატებული იქნება ამ თვალსაზრისით ნინო ბურჯანაძის «საშუალედო» (გარკვეული აზრით საშუამავლოც) ფუნქცია – მხოლოდ მიხეილ სააკავშილის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოჩნდება.
        ამგვარი ვიზიტი კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თუ შედგება. რევოლუციის პერიოდში სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი პირველი ვიზიტი სწორედ მოსკოვში გაიმართება. უმალვე გამოჩნდება, რა პოლიტიკა აირჩია მოსკოვმა საქართველოს ახალი ლიდერის მიმართ: თუ მას საქართველოსთან თანაწსორუფლებიანი დიალოგი არ სურს, აუცილებლად შეეცდება პრზეზიდენტის ლეგიტიმურობის კარტის გათამაშებას და ყველანაირად გააჭიანურებს დიალოგის დაწყებას. ამის უპირველესი ნიშანი კი მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხცვედრის თარიღიგახდება. თუ კრემლი დიალოგს თავს აარიდებს, მაშასადამე, იგი არ შეურიგდა ცვლილებებს და საქართვლეოში ვითარების დესტაბილიზაციას ამზადებს, რასაც, თავის მხრივ, მრავალი ფორმა და გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს.

დილის გაზეთი, 24 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე