ბიზნესმენებს რევოლუციის ეშინიათ

        გუშინ რამდენიმე სხვადასხვა მოვლენას საერთო მნიშვნელი ჰქონდა და, ამდენად, გარკვეულიტენდენციის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს: ყოველთვის საკმაოდ ფრთხილმა და წინდახედულმა მოღვაწემ, გოგი თოფაძემ, რომელსაც სრული დატვირთვით «პოლიტიკოსი» არც შეიძლება ეწოდოს, რამდენიმე საკმოად მკვეთრი განცხადება გააკეთა და აშკარად დაუპირისპირდა «ხავერდოვანი რევოლუციის» ინიციატორებს.
        მის არგუმენტაციას, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ «აღორძინებასთან» და «ლეიბორისტებთან» ტაქტიკური კავშირი მოლოდ ძირითადი პოზიციის გაჟღერებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ფონი სშექმნა იყო. ანუ, თოფაძის მოტივაცია აშკარად განსხვავდებოდა მისი ახალი პოლიტიკური პარტნიორების მოტივაციისაგან. თოფაძის მთავარი საქთმელი აშკარად ის გახლდათ, რომ დესტაბილიზაცია სიკეთეს არ მოუტანს ქვეყნის ეოკნომიკას და სწორედ ამიტომ არ არის იგი მიზანშეწონილი, რა პოლიტიკური არგუმენტებითაც უნდა იყოს დასაბუთებული საპირისპირო შეხედულება.
        კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ იმავე «აღორძინებისაგან» და «ლეიბორისტებისაგან» განსხვავებით, თოფაძე მხოლოდ პოლიტიკური კაპიტალით არ ოპერირებს, ხოლო რეალურ კაპიტალს, რომელსაც ფლობს, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესები აქვს. აკი, ჯერკიდევ, კარლ მარქსი გვმოძღვრავდა, რომ კაპიტალს (მისი სიდიდის შესაბამისად) ლამის ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელი თვისებები უჩნდება. მათ შორის – შიში, ნევროზი, წინათგრძნობა და ასე შემდეგ.
        იმავე კაეგორიის ძალზე ნიშანდობლივ მოვლენად უნდა ჩაითვალოს «ახალი მემარჯვენეების» დემარში. როგორც ცნობილია, მათ ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ მხარს არ დაუჭერენ რევოლუციურ მეთოდებს. მოტივაციური კომპლექსი აქაც თვალნათელია.
        ბოლოს და ბოლოს, «ახალ მემარჯვენეებში» ახალი გენერაციის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები არიან გაერთიანებულნი, რომლებსცა შესანიშნავად ესმით იმავე «კაპიტალის» ინტერესები. მათ შორის, სადაზღვევო კომპანია «ალდაგის» უმსხვილესი აქციონერი, ქართული ღვინის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი და «ბორჯომის» მფლობელი.
        იმავე გუნდს უკავშირდება აგრეთვე ტბს გროუპ-ის უძლიერესი დაჯგუფება. რასაკვირველია, შეიძლება მათი პოზიცია აიხსნას იმით, რომ იმავე გოგი თოფაძისაგან განსხვავებით, ამ ჯგუფს 2005 წლისათვის უეჭველად ეყოლება პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი და ამთავითვე ემიჯნება მომავალ კონკურენტებს (მიხეილ სააკაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს), მაგრამ ესეც მხოლოდ ერთ-ერთი და არასრული მოტივაციური კომპლექსია.
        მთავარი მაინც ის არის, რომ ნებისმიერი დესტაბილიზაცია ძალიან სერიოზულ საფრთხზეს უქმნის ბიზნესს ქვეყანაში. უკანასკნელ ხანს გამოქვეყნებული ექსპერტული მონაცემებით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შედეგად, ქვეყანაში საგრძნობლად იზრდება წნეხი ეროვნულ ვალუტაზე. არ არის გამორიცხული, ამან გამოიწვიოს ინფლაციური მოლოდინის განუხრელი ზრდა და ბოლოს, პანიკური პროცესები საბანკო სისტემაში. ამ სისტემის ნგრევა კი, დღევანდელ ვითარებაში, ეკონომიკური კრახის ტოლფასია. უკანასკნელი წლების ტსაბილურობამ საშუალება მისცა ბიზნესს «გაეიაფებინა» კრედიტი და გაეზარდა კაპიტალდაბანდების ოდენობა. მაგრამ ამას უკუშედეგი შეიძლება მოჰყვეს, თუ ქვეყანაში ვითარება «აირია».
        სწორედ ამ სისხლხცორცეული, პრაგმატული ინტერესით არის განპირობებული ბიზნესმენთა (მაით გენერაციის მიუხედავად) ფრთხილი და შიშნეული დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკური დესტაბილიზაციის, არამედ პროტესტული ელექტორატის ქუჩაში ამოძრავების მიმართ, ვინაიდან ამ მასას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჰქონდა და აქვს «ეგალიტისტური» მისწრაფებები - «ჩამორთმევისა და გაყოფისაკენ» მისწრაფება. სორედ ეს განასხვავებს პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენს იმ პოლიტიკოსისაგან, ვისაც მხოლოდ პოლიტიკური კაპიტალი აქვს და დასაკარგი ბევრია რაფერი აქვს. პირიქით, «ქუჩის» ამოძრავება და პასიონარული პროცესების წარმართვა, ხშირ შემთხვევაში, ზრდის პოლიტიკურ კაპიტალს.
        უმრავლეს შემთხვევაში, ამ კაპიტალს დესტაბილიზაციისა სრულიადაც არ ეშინია, ურფო პირიქით. მაგრამ ნამდვილი ბიზნესის არცთუ უსაფუძვლო ნევროზულობა და შიშნეულობა შეიძლება ძალიან მძლავრ რესურსად იქცეს, რათა ხელისუფლებამ პროცესებში გარდატეხა შეიტანოს. სწორედ ამიტომ არ აშინებს, როგორც ჩანს, ხელისუფლებას პერმანენტული მიტინგი, ვინაიდა, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პერმანენტული აქცია, მით უფრო გაიზრდება ბიზნეს-თანამეგობრობის ნევროზულობა, ხოლო სოციუმის ეს ნაწილინამდვილად ქმნიდა და ქმნის ამინდს და განწყობას საქართველოში.

დილის გაზეთი, 11 ნოემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე