არძინბას დამხობას უპირებენ

        სოხუმიდან მიღებული ცნობით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ვითარება აფხაზეთის ტერიტორიაზე უკიდურესად დაიძაბა, იმდენად, რომ შაბათს, გვიან ღამით, არძინბამ სოხუმის ტელევიზიით, გამოაქვეყნა ისტერიული მიმართვა აფხაზი ერისადმი, რომელშიც ყველა ღირსეულ აფხაზს მოუწოდებდა, დაეცვათ მათ მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება. არძინბას მტკიცებით, გარკვეული ძალები აფხაპზეთში შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას აპირებენ, რათა დაამხონ კანონიერი ხელისუფლება.

        რასაკვირველია, ეს მიმართვა არძინბას პირადად არ გაუკეთებია, ვინაიდან, უფალმა მოიღო მოწყალება და ქართველთა გენოციდის მთავარი ორგანიზატორი ძაღლთაპირი პარკინსონის ავადმყოფობის უმძიმესი ფორმით არის დაავადებული. ასე ღრანჭმოქცეულად კი აფხაზეთის ტელევიზიით გამოსვლა მან ვერ გაბედა. მით უმეტე,ს იმ მოქცეულ ყბაში ენას ძლივს ატრიალებს და ვაივაგლახით ბლუკუნებს.
        ნიშანდობლივია, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები (ზოგიერთი ინტერნეტსაიტის გარდა), ანუ ყოვლისშემძლე-ყოვლისმცოდნე რუსეთის ტელევიზია, არანაკლებ ყოვლისმცოდნე პრესა, თითქოს, ვერ ამჩნევს, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს. მიზეზი ადვილად ასახსნელია, მოსკოვში გაუჩნდათ შიში, ვაითუ ამ პროცესებით საქართველომ ისარგებლოსო. ერაყში თავსლაფის დასხმის შემდგე, ეს რუსეთისათვის საბოლოო გეოპოლიტიკური კრახი იქნებოდა, როგორც რეალურად, ასევე რუსული საზოგადოების აღქმის თვალსაზრისით. რუსი ავტორები განცვიფრებასაც კი გამოთქვამენ: აფხაზეთში არნახული ამბები ხდება და თბილისში რეაგირებას რატომ არ აპირებენო, ანუ აქტიური რეაგირება მათთვის მისაღები თუ არა, გასაგები იქნებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაშთი, თბილისის პოზიცია )მოჩვენებითი გულგრილობა) ბევრად უფრო ჭკვიანური და მიზანშეწონილია, რათა არძინბას ხროვას სშაუალება არ მიეცეს, კვლავ გააერთიანოს აფსუანური საზოგადოება საქართვლეოდან მოსალოდნელი სარფთხი სწინაშე. სოხუმის ტელევიზიის დიქტორის მიერ გადმოცემულ განცხადებაში ესეც კი იყო ნათქვამი, - დღეს, ჩემს წინააღმდეგ ის ხალხი აწყობს მიტინგებს, ვინც ომის დროს დანებებისკენ მოგვიწოდებდა, აქაოდა, ქართველები გადაგვივლიანო (პერედ ედუტ ნეას).
        ამას კი ნამდვილად ტყუის არძინბა, ვინაიდან, დღეს მას სწორედ ის ხალხი უპირისპირდება, ვინც 1992-1993 წლებში იარაღით იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ.
        აფხაზეთში, ვითარების გართულებასთან დაკავშირებით, მოსკოვიდან სასწრაფოდ მიავლინეს (ჩვენი ძველი ნაცნობი) და საქართველოს დიდი გულშემატკივარი კონსტანტინე ზატულინი, რომელიც საქართველოს ტელევიზიით რომ გამოიყვანო, დღესაც იტყვის: საქართველოს ხალხთა უბედურებამ დამითუთქა გულიდა სოხუმში ამიტომ ჩავედიოო. არადა, ზატულინის სპეცდავალებაა, როგორმე განმუხტოს დაძაბულობა აფხაზ სეპარატისტთა შორის. ბუნებრივია, მას ექნება პრეტენზია, თავად დანიშნოს აფხაზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მის გავლენას ნუ გავაზვიადებთ. კონსტანტინე ზატულინი ნამდვილად არ არის იმ მასშტაბის ფიგურა, მისი განცხადება სეპარატისტებისთვის გადამწყვეტი გახდეს.
        თვით დაპირისპირების შინაარსი კი უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული რეალობის ლოგიკური შედეგია. ნურავის ექნება იმის ილუზია, თითქოს არძინბას მოწინაღმდეგეები საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნების მომხრენი არიან.
        პირიქით, ამ თვალსაზრისით, მათი პორზიცია, არანაკლებ შეურიგებელია და ხვალ, ომის განახლების შემთხვევაში, ისინი ძველებური ფანატიზმით იბრძოლებენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ დიდი ხნის ნეაგროვები ბოღმისა და უკმაყოფილების გადმონთხევა (მივაქციოთ ყურადღება მიუხედავად საქართველოდან მოსალოდნელი საფრთხის ფაქტორისა), ძირითადად, რამდენიმე მომენტმა განაპირობა. უპირველესად, ეს არის არძინბას დავრდომილობა, რაც აფხაზურ საზოგადოებაში ზრდის დაძაბულობასა და შფოთს, აფხაზეთი ხომ კვლავინდებურად საომარ მდგომარეობაში იმყოფება და, სეპარატისტთა აზრით, მათ ქმედითუნარიანი ლიდერი ესაჭიროებათ. შესაბამისად, არძინბას ავადმყოფობა ანგრევს სახელისუფლებო სისტემა,ს რომელიც დიდი სიმტკიცით არც მანამდე გამოირჩეოდა. ძლიერდება სხვადასხვა კლანთა გავლენა, ბრძოლა ხელისუფლებისა და ფინანსების, გავლენის სფეროთა გასაყოფად და ესეც წვეთ-წვეთად აგროვებდა ბოღმიან უკმაყოფილებას. კიდევ ერთი ფაქტორია, უპერსპექტივობის განცდა. მართლაც, გამარჯვებიდან 10 წლის თავზე, სეპარატისტულმა აფხაზეთმა ბევრს ვერაფერს მიაღწია, მათი რესპუბლიკა რეალურად არავინ ცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ხოლო აფსუათა უმრავლესობას რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სულაც არ ეპიტნავება, - მიუხედავად თვალთმაქცური განცხადებებისა ასოცირებული წევრობის შესახებ.
        გარკვეული როლი შეასრულა აგრეთვე იმან, რომ ბოლო ორი პრემიერ-მინისტრი (ჯერგენია და გაგულია) შედარებით სუსტი ფიგურები იყვნენ, ხოლო ძლიერი და ქარიზმატული ლიდერების დანიშვნა პრემიერად (ვთქვათ, ოზგანი ან შამბა ვგყავს მხედვლეობაში) არძინბამ ვერ გაბედა, ამიტომ პრემიერ-მინისტრმა მეხამრიდის როლი ვერ შეასრულა და მოსახლეობის უკმაყოფილება პრეზიდენტისკენ აღმოჩნდა მიმართული.
        მოვლენათა შედმგომი განვითარება იმაზეა დამოიკდებული, რა ბერკეტებს აამოქმედებს რუსეთი და რამდენად ჭკვიანურად იმოქმედებს საქართველო.
        ამის ალბათობა შედარებით მცირეა, მაგრამ არ არის გამორიცხული, დაპირისპირებამ შეიარაღებული ხასიათი შეიძინოს და მართლათც დაიწყოს აფხაზეშთი რაღაც სამოქალაქო ომის მსგავსი, რომელსაც არა ინეტენსიური, არამედ ლატენტური ხასიათი ექნება.
        მაშსტაბური ბრძოლების შემთხვევაში, ქართველმა პარტიზანებმა შეიძლება სცადონ გალის რაიონში თავისი კონტროლის დამყარება. ვინაიდან სეპარატისტებს ამისთვის არ ეცლებათ, უმცა, ესეც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არიან მზად საქართველოს სპეცსამსახურები, ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ პარტიზანებს, როგორც ცოცხალიო ძალით, ასევე იარაღით. გარდა ამისა, თუ რუსეთმა ნეიტრალიტეტი არ დაიცვა და გალში მყოფ სამშვიდობო ძალებს ბრძოლებში ჩაბმა უბრძანა (თუნდაც, ფარულად), - ამოცანა ასმაგად გართულდება.

დილის გაზეთი, 14 აპრილი, 2003 წელი

მთელ გვერდზე