ადოლფ შიკლგრუბერიდან _ ანატოლი ჩუბაისამდე

        არა მხოლოდ საქართველოსა თუ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ედუარდ შევარდნაძის განცხადებას, რომლითაც მან რუსეთის მიერ უკანასკნელ ხანს გამოქვეყნებული დოქტრინა («პრევენციული დარტყმების» შესახებ თანამემამულეთა დასაცავად) ჰიტლერის გამონათქვამებს შეადარა.

        სხვათა შორის, ანალოგია სავსებით კორექტულია, ვინაიდან, თუ შევადარებთ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვისა და ადოლფ შიკლგრუბერის განცხადებებს, მართლაც, ძალიან ბევრ მსგავსებას აღმოვაჩენთ. მაგალითად, 1936 წელს, ნიურნბერგის პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისა,ს ფიურერმა განაცხადა, რომ «ჩეხეთის ხელისუფლება უხეშად არღვევს სუდეტელი გერმანელების უფლებებს, რაც აიძულებს გერმანიას, მიიღოს ზომები თანამემამულეთა დასაცავად». მომდევნო წელს კი, გერმანიის კანცლერმა აღმოსავლეთ პრუსიელ თანამემამულეთა უფლებების რეალიზაციისა და მაით შევიწროების თაივდან ასაცილებლად, «კორიდორის» იდეა წამოაყენა – პოლონეთის ტერიტორიათა ხარჯზე. მანვე «მიაგნო» პოლონეთსა და ჩეხეთში მცხოვრებ გერმანელთათვის გერმანიის მოქალაქეობის მიკუთვნების ხერხს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ქვეყნეი მოქალაქეები იყვნენ, ჰიტლერი ზუსტად ასეთ არგუმენტს მიმართავდა: თავად მოგვმართავენ თხოვნით და აბა, უარს ხომ არ ვეტყით.
        სწორედ ამ ანალოგიათა სამართლიანობი გამო, რუსეთის ხელისუფლება უჩვეულო დუმილით ხვდება საქართველოს პრეზიდენტი სენაციურ განცხადებე. თვით რუსი პოლიტოლოგებიც კი ვერ ბედავენ გამოხმაურებას, რაკი შესანიშნავად ხვდებიან (მათი უმრავლესობა საკმარისად ჭკვიანია), რომ ამ შემთხვევშაი, პუტინმა და ივანოვმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. არ შეიძლება იმპერიული წარსულის მქონე ქვეყნის ხელმძღვანელობა, რომელსაც ამდენი განაწყენებული და ეჭვით მზირალი ქვეყანა არტყია გარს, - «პრევენციულ დარტყმებზე» საბურობდეს. ეს იგივეა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დღევანდელმა ხელისუფლებამ «ებრაელთა უფლებების შეზღუდვაზე» ან სუდეტელ გერმანელთა უფლებების დაცვისთვის ბუნდესვერის გამოვნებაზე დაიწყოს ლაპარაკი, რაც უმალვე აღძრავ უმძიმე ანალოგიებს.
        ამასთანავე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ პუტინ-ივანოვის დოქტრინა, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ «შიდამოხმარებისთვის» იყო გათვლილი. ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტად, ვიდრე მეზობლების დასაშინებლად. რუსეთში ახლოვდება «დიდი საარჩევნო ციკლი». დეკემბრის საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე. ვლადიმირ პუტინს კი აშკარად გაუტკბა მესიის როლი და ხელისუფლების დათმობას არ აპირებს. აქვე, მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ წინა კვირას, კოლორადო-სსპრინგსში, ნატო სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრების სამიტზე, სპეციალურად ზემოთ ხსენებულ განცხადებათა კომენტირებისათვის მიწვეულმა სერგეი ივანოვმა, სულ სხვაგვარად «იჭიკჭიკა». იქ უკვე «თანამემამულეთა ძალისმიერი მეთოდებით დაცვა» არც კი უხსენებია. აქვე გავითვალისწინოთ: კოლორადო-სპრინგსში ნატოს კანდიდატი ქვეყნებიც მიიწვიეს და თუ კვლავ ვიგულისხმებთ, რომ ეს სამიტი სწორედ «დოქტრინის» გამოქვეყნებას მოჰყვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ედუარდ შევარდნაძემ ამ შემთხვევაში «კაკალ გულში გაარტყა».
        მისი განცხადება სავსებით დროული იყო და რუსეთმა საპასუხოდ კრინტის დაძვრა ვერ გაბედა. მაშინ, როდესაც რამდენიმე თვის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლამის, ყოველდღე აკეთებდა განცხადებებს, ხოლო ამ უწყების სპიკერი ალექსანდრე იაკოვენკო საქართველოს საქმეთა კომენტატორად იქცა.
        ამრიგად, რუსი კომენტატორები თავად აღიარებენ, რომ რუსეთს ორი სტრატეგია აქვს: ერთი დასავლეთისათვის, მეორე კი რუსი სამხედროებისათვის. ბუნებრივია, რუსული გენერალიტეტი უდიდესი კმაყოფილებით ხვდება ყოველ «მკაცრ» განცხადებას, რაც ძველ ეპოქასა და მშობლიურ «დერჟავას» ახსენებს. სწორედ იმ დერჟავას, რომელმაც ჰიტლერის უძლეველი არმია გაანადგურა, რათა კიდევ უფრო დიდი და მრისხანე იმპერია შექმნა.
        სინამდვილეში, აქ ყველაზე მეტად ნიშანდობლივია, თუ რატომ გამოქვეყნდა ხსენებული დოქტრინა ანატოლი ჩუბაისის «ლიბერალური იმპერიალიზმის» კონცეფციის გამოქვეყნებისთანავე. ამით უდავოდ დასტურდება, რომ ანატოლი ჩუბაისმა მიაგნო ზუსტ «მესიჯს», რაც დღევანდელ რუსეთში გამოყენებადი, მომგებიანი და აქტუალურია: იმპერიული სისტემის შექმნა ახალი მეთოდებით, რომლებიც ძველისაგან ფორმით და არა შინაარსით განსხვავდებიან.
        მთელი ეს რიტორიკა კი ივანოვს იმისთვის დასჭირდა, რათა «შეეპარებინა» დოქტრინის მთავარრ დებულება: რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ატომური იარაღი, თუ ჩვეულებრივი შეიარღებით ვერ შეძლო ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ამ მუქარის მთავარი ადრესატი კი ჩეჩენი მეამბოხეები არიან.

დილის გაზეთი, 14 ოქტომბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე