რუსეთთან ცივი ომის ალგორითმი

        გუშინ რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე მოსკოვში აწარმოებდა მოლაპარაკებას თავის კოლეგა ვლადიმირ რუშაილოსთან. ჯაფარიძის ესოდენ ხშირი ვიზიტები რუსეთის დედაქალაქში უეჭველად იმის მანიშნებელია, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც ტაქტიკური, ასევე, სტრატეგიული საკითხების თაობაზე.
        ამ კონსულტაციებმა გარკვეული როლი შეასრულა შემოდგომით ლამის ომის წკიპზე მისული ვითარების განმუხტვაში. თედო ჯაეფარიძეს, ალბათ ეხმარება ვაშინგტონში ელჩობის გამოცდილება, ვინაიდან ურთიერთმოქმედება ვაშინგტონსა, მოსკოვსა და თბილისს შორის კვლავ ამერიკა-რუსეთის დისკურსში განიხილება. და ეს დისკურსი რეალობიდან არცთუ ისე შორს არის, ვინაიდან უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, კრემლის სამხედრო კონფლიქტისაგან რამდენჯერმე სწორედ ამერიკამ გადაგვარჩინა.
        თუმცა, თავი სამშვიდობოს კიდევ არ გვაქვს, ამიტომ თედო ჯაფარიძე და ვლადიმირ რუშაილო პრეზიდენტთა კიშინოვის შეთანხმების მონიტორინგს ახორციელებენ. იუსუფ კრიმშამხალოვის ექსტრადირების შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა თავად აღიარა «საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს კიშინოვის შეთანხმებათა შესაბამისად», ამდენად, თედო ჯაფარიძე რუშაილოსთან «რინგზე» (ეს უკანასკნელი სინამდვილეში საკვანძო ფიგურაა პუტინის «კავკასიური სტრატეგიის» აღსრულებისას, ოღონდ არ ჩანს რომ ცარიელი არ ჩასულა კიშინოვის «გარდამტეხი» შეხვედრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა 5 ჩეჩენი «ბოევიკის» ექსტრადირება, გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის სასაზღვრო უწყებასთან საზღვრის ერთობლივი დაცვისა და საფრთხის ერთობლივი მოგვარების შესახებ.
        ეს ხელშეკრულება მხოლოდ მომავალი წლის მაისიდან ამოქმედდება. Gარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ისეთი აქცია განახორციელა, რაც ადასტურებდა ჩეჩენი სეპარატისტებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას (საპასპორტო რეჟიმის შემოწმება) და, რაც მთავარია, საქართველოს სპეცსამსახურებმა შეძლეს ყარაჩაელ «ამფეთქებელთა» ჯგუფის განადგურება, ხოლო მოსკოვის საზარელი ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იუსუფ კრიმშამხალოვი რუსეთის სპეცსამსახურებს გადაეცათ.
        როგორც ჩანს, საქართველოს უშიშროების სამინისტრო გარკვეული მოსაზრებებით უარყოფდა კრიმინალ შამხალოვის დაპატიმრებას და აცხადებდა, თითქოს ყარაჩაელი ტერორისტი «ნეიტრალურ ტერიტორიაზე» თვით რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა «აიყვანა», არადა, იმ «ნეიტრალურ ზოლში» ამჟამად 10 გრადუსი ყინვა და ოთხი მეტრის სიმაღლის თოვლია.
        რასაკვირველია, ეს ზღაპარია, ანუ კრიმშამხალოვის დაპატიმრება ნამდვილად ქართველი მებრძოლების «დამსახურებაა», რაკი ექსტრადირება მოხდა დაუყოვნებლივ, ზოგიერთი ფორმალობის შესრულებამდე, არადა, კრიმშამხალოვის (ისევე, როგორც მანამდე ადამ დეკუშევის) თუნდაც ერთი დღით დატოვება საქართველოში, მოსკოვის ნეგატიურ ფონს გამოიწვევდა.
        ამ არგუმენტების საპასუხოდ, ვლადიმირ რუშაილო ითხოვდა დანარჩენი ჩეჩნის გადაცემას, რომელთაგან სამი «ბეწვზე ჰკიდია». უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავდა, რაიონულმა სასამართლომ შეიძლება დაადასტუროს ადრინდელი ვერდიქტი ექსტრადირების შესახებ.
        თედო ჯაფარიძის არგუმენტი, ალბათ, აქაც იგივე იყო: თუ რუსეთი არ არის მტერი, მაშინ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, საქართვლეოში მოიხდიან ჩეჩნები სასჯელს თუ რუსეთში. სახელმწფიოებრივი ნება, ებრძოლოს ტერორიზმს, საქართველომ უკვე დაადასტურა სხვა «ბოევიკებისა» და ტერორისტების ექსტრადირებით. რუშაილოს ამ ლოგიკის საწინააღმდგეო შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევშაი, თუ რუსებს მართლაც გადაწყვეტილი აქვთ ომის დაწყება.
        თუმცა, «ცხელი ომის» ალბათობა მიანც გამოირიცხა, ვინაიდან, ჯერ ერთი, საქართველომ მიაგნო «ეკვილიბრიუმს» რუსეთ-ამერიკის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე. გარდა ამისა, პანკისის პრობლემა ზამთარმა და ქართულმა შინაგანმა ჯარმა მოხსნა დღის წესრიგიდან. რუსლან გელაევი ჩეჩნეთში იმყოფება და გუშინდელი ტერაქტიც, ზოგიერთი ცნობით, მისი ორგანიზებულია.
        ქართული მხარის «მოლბობა» და ჩამოთვლილი დათმობები განპირობებულია არა იმდენად «დაბომბვების» შიშით ან ვაშინგტონის «რჩევით» (თუმცა, ორივე ფაქტორი არსბეობდა), არამედ სშაინელი ყინვით და ენერგეტიკული «მრაწუხის» ამოქმედების საფრთხით.
        თედო ჯაფარიძის მოლაპარაკებათა ინტენსიურობა ნამდვილად ადასტურებს, რომ საფრთხზე სტრატეგიული თვალსაზრისით, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა – ჩეჩნეთში ომი არა და არ მთავრდება – ამ რესპუბლიკაში რეფერენდუმისა და პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ვითარება გამწვავდება, რუსულ გენერალიტეტს ისევ დასჭირდება» განტევების ვაცი», არ არის გამორიცხული, პანკისის თემამ ისევ იფეთქოს, მაგრამ ეს 4 თვის შემდეგ მოხდება. ამჟამად კი «ცივი ომი» მიანც გრძელდება (სოჭი-სოხუმის რკინიგზის აღდგენა ამის ნიშანია) და პირდაპირი მნიშვნელობით იგი ბინებში ყინვასაც ნიშნავს.

დილის გაზეთი, 28 დეკემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე