რუსეთი ყველა ფრონტზე გვებრძვის

        ამერიკაში ივანოვის «წარმატებული» ვიზიტის პარალელურად (სადაც მან მოახერხა ამერიკელებისთვის «გამოეგლიჯა» განცხადება საქართველოში საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის თაობაზე) რუსეთმა, რასაკვირველია, ზემოქმედების სხვა ბერკეტებიც აამოქმედა.
        ბუნებრივია, ამ ზემოქმედების მიზანი დასავლეთისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველოში რუსეთი სტრატეგიული თვალსაზრისით კვლავინდებურად უზარმაზარ შესაძლებლობებს და მათი გამოყენების თითქმის შეუზღუდავ სისტემებს ფლობს. ამდენად, რუსეთის გარდა სხვა სახელმწიფოთა სტრატეგიული აქტიურობა უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდება.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, კრემლი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ კავკასია მისი «ისტორიული პრიზია», ხოლო ნებისმიერი მცდელობა (როგორც იგორ ივანოვმა განაცხადა) რუსეთის განდევნისა ამ რეგიონიდან – უეჭველად წარუმეტებელი იქნება.
        დავაკვირდეთ, ამ მიზნით რას აკეთებს მოსკოვი: ერთდროულად ამოქმედდა ყველა სეპარატისტული მექანიზმი და უცბად «შემართეს» ასაფეთქებლად ყველა ნაღმი - აფხაზი ჯუჯა «პრემიერი» და «დიდი კავკასიელი» ანრი ჯერგენია მოსკოვში ხტუნვა-კუნტრუშს მოჰყვა აქაოდა, «ქართველები ჩეჩენ სეპარატისტებს ეხმარებიან და ამას ერთმნიშვნელოვნად ვგმობთო».
        ამავდროულად, აფხაზეთში «სამხედრო წვრთნები» ტარდება, რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი ჯერგენიას თბილისის დაუკითხავად ხვდება და ისეთ განცხადებას აკეთებს, რაც ფაქტობრივად, აფხაზეთის თანასწორუფლებიან სუბიექტად აღიარებას ნიშნავს.
        ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული «სამშვიდობო ძალები» საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი საქართველოს სამივე ავტონომიის ხელმძღვანელს ხვდება (ცალ-ცალკე, ღიად და ფარულად).
        «სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი» კოკოითი დიდგულმოცემული აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს. ჩრდილოეთ ოსეთთან ხელს აწერს «ინტეგრაციულ დოლკუმენტებზე» და მობილიზაციას აცხადებს «სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასამაგრებლად».
        ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი პროცესები კი ჯავახეთში დაიწყო. ეგრეთ წოდებული, საზოგადოება «ვირქის» ინიციატივით (სინამდვილეში, ეს ანტიქართული ბანდა რეგიონული სომხური ელიტისა და ერევნელ «გეოპოლიტიკოსთა» აგენტურაა) გაიმართა რამდენიმე მიტინგი, რომელიც ფართოდ გააშუქა რუსეთის ტელევიზიამ.
        თანაც, ჰოი საოცრებავ, რუსეთის ტელეარხთა ჟურნალისტები ახალქალაქში სწორედ მაშინ ჩავიდნენ, როდესაც იქ მიტინგები «მწიფდებოდა». სომხებმა, რასაკვირველია, ზუსტად შეარჩიეს აქციის ძირითადი «მესიჯი» - რუსეთის სამხედრო ბაზის დატოვება «ჯავახეთის ტერიტორიაზე».
        მრავალი დამკვირვებელი არცთუ უსაფუძვლოდ აღნიშნავს, რომ ახალქალაქის ბაზა სინამდვილეში არის სომხეთის ბაზა საქართველოს
        მივაღწიეთ) რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ. ტერიტორიაზე. პირადი შემადგენლობის (მათ შორის ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის) 70-80 პროცენტი სომეხი ეროვნებისაა. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ყარაბაღის ომში და ჯავახეთის მოსახლეობას «იცავენ» არა მხოლოდ თურქეთისა და აზერბაიჯანის ზეწოლის, არამედ საქართველოს იურისდიქციის გავრცელებისაგან.
        ახალქალაქის ბაზა მართლაც «ასაქმებს და აჭმევს» ადგილობრივ მოსახლეობას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოწყობილი მიტინგების მთავარი მიზეზია სტრატეგიული გადაწყვეტილება (რასაც სტამბოლში
        დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თუ საქმე-საქმეზე მიდგა, ახალქალაქის მოსახლეობა ისეთივე სპექტაკლს გაითამაშებს, როგორიც აფხაზმა სეპარატისტებმა მოაწყვეს გუდაუთაში, როცა რუსებმა ბაზის გატანა «დააპირეს» (ვითომ). საერთოდ, აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი ეს გნიასი რუსეთს, როგორც ჩანს, სწორედ იმისთვის დასჭირდა, რათა «გაღმა შეედავეს» პრინციპით შეინარჩუნოს სტრატეგიული სამხედრო დაჯგუფებები ახალქალაქში, ბათუმში, თბილისში (შტაბის დაცვა), ენგურის აუზში, ლიახვის აუზსა და გუდაუთაში.
        გათვლა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი საქართვლეოს «სერიოზულად» არ დაბომბავს, მაგრამ ამ დაძაბულობის პირობებში ბაზების გაყვანა აღარავის გაახსენდება.

დილის გაზეთი, 21 სექტემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე