მთავრობის სადაგი სხდომა

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გამართულ მთავრობის სხდომაზე განსაკუთრებული ინტერესითა და მოუთმენლობით ელოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების მორიგი რესტრუქტურიზაციის (სამინისტროთა გაერთიანება-შეკვეცის) საკითხის განხილვას. მაგრამ ეს თემა მომავლისთვის გადაიდო.
        მთავრობის სხდომა პრეზიდენტმა დაიწყო ტრადიციად ქცეული «შესავალი განცხადებით». ამჯერად  ევროკავშირის მიერ სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებული «საპარლამენტო არჩევნების» დაგმობის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში შევარდნაძის მომავალ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე.
        დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვამდე იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა ითხოვა სიტყვა და სხდომას მოახსენა, რომ პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, სამინისტრომ მოამზადა ანტიკორუფციულ კანონპროექტთა პაკეტი. ედუარდ შევარდნაძის თქმით, კანონპროექტთა ეს კრებული «ხვალვე» უნდა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის სახით.
        ასეთი ოპერატიულობა, ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას, ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლო «ტექნოლოგიაში» ნამდვილად არ თავსდება, ვინაიდან აქ საქმე ძალიან რადიკალურ (და ერთგვარად სარისკო) ღონისძიებებს ეხება. მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ვერ დაუშვებს, რომ «სააკაშვილის კანონს» ალტერნატივა არ ჰქონდეს. იუსტიციის ყოფილი მინისტრის კანონპროექტით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მინისტრის ან თანამდებობის პირის ქონების კანონიერების შემოწმება.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, «გილიგაშვილის კანონპროექტი» ძირითადად ორი მომენტით განსხვავდება «სააკაშვილის კანონისგან»: იგი არ ითვალისწინებს ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებას, აღძრას სასამართლო დევნა და მეორე: დეკლარაციების წარმოდგენას ავალდებულებს არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ უკლებლივ ყველას.
        «კორუფციის თემამ» სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიჟღერა შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილის მოხსენებაში. მისი თქმით, საქმე ძალიან ხშირად ანეკდოტებამდე მიდის: მილიონობით ლარის მითვისებაში ეჭვმიტანილებს სასამართლო «გაუსვლელობის ხელწერილს» ადებინებს. ხოლო «ყალბი ანგარიშფაქტურები» - «ნამდვილ ანგარიშფაქტურებზე» იოლი მოსაპოვებელიო ხდება.
        მაგრამ სხდომის ძირითადი მოულოდნელობა ლევან ძნელაძის გამოსვლა გახდა. როგორც ჩანს, მან «უფლების ხმამაღლა დამკვიდრება» გადაწყვიტა, ვინაიდან იანვრიდან დაწყებული საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მვწავედ აკრიტიკებს (განსაკუთრებით) სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ლევან ძნელაძემ ვეღარ მოითმინა, რაკი ეს ყოველივე «დენთან მიერთებას» შემადარა. როგორც ჩანს, მან ვერ გაიგო, რატომ აკრიტიკებენ ესოდენ მწვავედ, როდესაც «გეგმა სრულდება». ასევე შესრულდება (ამაში მინისტრს ეჭვი არ ეპარება) მარტის ბიუჯეტი. მაგრამ პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ჩანს, მან ვერ გაიგო, რატომ აკრიტიკებენ ესოდენ მწვავედ, როდესაც «გეგმა სრულდება». ასევე შესრულდება (ამაში მინისტრს ეჭვი არ ეპარება) მარტის ბიუჯეტი. მაგრამ პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც პრეზიდენტს, ასევე სახელმწიფო მინისტრს შესანიშნავად ესმით, რამდენად მიზერულია ეს გეგმა პოტენციურ შემოსავალთან შედარებით, რაც ბიუჯეტში უნდა შედიოდეს.
        მაგრამ გუშინდელმა სხდომამ ისიც დაადასტურა, რომ თუ ძნელაძეს ნერვები არ უმტყუნებს და თვითონ არ წავა, მას არავინ უპირებს «მოსხნას», რაკი არსებული კანონმდებლობის პირობებში მაინც ბევრს ახერხებს.

დილის გაზეთი, 14 მარტი, 2002 წელი

მთელ გვერდზე