მეოთხე მსოფლიო ომი

        მეორე ათასწლეული დაიწყო მეოთხე მსოფლიო ომით, მისი პირველი მაშსტაბური ბრძოლა მოიგეს გონებაჩლუნგმა ისლამისტმა ფანატიკოსებმა, რომლებმაც ბრწყინვალედ განხორციელებული ოპერაციის შედეგად ნიუ-იორკის ულამაზესი ცათამბჯენები დაანგრიეს და სამი ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანი შეიწირეს.
        შეიძლება მავანმა იკითხოს: მესამე მსოფლიო ომი როდისღა იყოო. მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 1946 წელს  უინსტონ ჩერჩილის სიტყვით ფულტინში («რკინის ფარდის» შესახებ) და დასრულდა 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის განგრევით. მეოთხე მსოფლიო ომის წინაპირობები სწორედ მესამე მსოფლიო ომისას ჩაისახა უფსკრულისოდენა უთანასწორობით დასავლურ (ევროპულ) და ისლამურ (აღმოსავლურ) ცივილიზაციებს შორის. სამწუხაროდ, ქართველ საზოგადოებას დღემდე არა აქვს სრულად გაცნობიერებული ამ გლობალური პროცესების მნიშვნელობა ჩვენი პატარა და საცოდავი ქვეყნისთვის, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად იმყოფება «დაძაბულობისა და პოტენციურ შემდგომ ბრძოლათა» ცენტრებიდან არცთუ ისე შორს, არამედ სახელმწფიოებრივი მშენებლობაც გვიწევს იმ ვითარებაში, როდესაც მრავალი დემოკრატიული (იგივე ცივილიზაციური) ორიენტირი ეჭვქვეშ დგება. მაგალითდა, გუშინ ვაშინგტონში ისეთი გამაოგნებელი რამ მხდა, რაც ორი წლის წინათ დედამიწაზე მთვარის ჩამოვარდნასავით მოულოდნელი იქნებოდა: სენატმა დაამტკიცა თეთრი სახლის კანონპროექტი, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში (დემოკრატიზმის მექაში!) იქმნება სტალინის ეპოქის დროინდელი ნგკბ-ს ანალოგიური მონსტრი - «სახელმწიფო უშიშროების სამინიმსტრო», რომელიც 32 სხვადასხვა სამართალდამცველ და ანტიტერორისტულ უწყებას, მათ შორის, სპეცსამსახურებს გააერთიანებს.
        ზესამინისტროში სულ 160 ათასი ადამიანი იმუშავებს, ხოლ მისი ბიუჯეტი 40 მილიარდ დოლარს მიაღწევს. გარდა ამისა, იქმნება კანონმდებლობა, რომლითაც ამერიკული სპეცსამსახურები იღებენ უფლებას, გააკონტროლონ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრები (არა სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ მხოლოდ პროკურორის თანხმობით)9 მოახდინონ მიმოწერის ლუსტრაცია და ასე შემდეგ. ეს ხდება ამერიკაში, რომელსაც დიდი ხანია გავუსწარით დემოკრატიულობით ისევე, როგორც 1989 წელს ვუსწრებდით ლიტვას დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვით.
        რაც შეეხება გეოპოლიტიკურ შედეგებს, - იგი შეიძლება კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს. სულაც არ არის გამორიცხული, ნატო რუსეთსა და დასავლეთს შორის კომპრომისის ასპარეზად იქცეს, ხოლო საქართველოს «გეოპოლიტიკურ ხურდაში დაბრუნების» ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ამ თვალსაზრისით, ძალზე ნიშანდობლივია, თუნდაც პრეზიდენტ ბუშის უკანასკნელი განცხადება, რომ ვაშინგტონი «ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა მიმართოს თბილისის პოლიტიკა რუსეთთან თანაშმრომლობისაკენ პანკისის საკითხში». ეს არის სავსებით ბუნებრივი პოზიცია, ვინაიდან აშკარად გამოხატული მარლთაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერა და ვერ მოვახერხეთ რუსეთის ბაზების გაყვანა ქვეყნის ტერიტორიიდან. ხლო ასიოდე ამერიკელი ინსტრუქტორი გეოპოლიტიკური წონითა და გავლენით ვერ შეედრება რუსეთის რამდენიმე სრულფასოვან სამხედრო ბაზას, რომლებიც ქვეყნის საკვანძო წერტილებში არიან განლაგებულნი.ცზუსტად ვერავინ განსაზღვრავს, რა კონფიგურაციას მიიღებს ამერიკის და რუსეთის თანამშრომლობა ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში, თუმცა, ერთი რამ სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სწორად იქცევა, როდესაც აპირებს პ რაღის სამიტზე განაცხადოს სურვილი ნატოში გაწევრიანების შესახებ. ასეთი ერთმნიშვნელოვანი არჩევანი აუცილებელია იმ ვითარებაში, როდესაც დიდ სახელმწფიოთა შორის აშკარა ვაჭრობა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანი კი, ალბათ, ის უნდა იყოს, რომ არ მოვყვეთ «მეოთხე მსოფლიო ომის» ნანგრევებში, ოღონდ ამის მიღწევას, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევშაი, თუ ავირჩევთ არა «ნეიტრალიტეტს», არამედ ერთმნიშვნელოვან, აქტიურ პოლიტიკას. მეოთხე მსოფლიო ომის გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ არ გამართულა – იგი უახლოესი თვეების განმალვობაში მოსლაოდნელი საქართვლეოდან სუკლ რამდენიმე ასეულ კილომეტრში.

დილის გაზეთი, 21 ნოემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე