შევარდნაძე დღეს სტუმრად «დაუძინებელ მეგობრებთან» მიდის
       

        დღეს საქართველოს პრეზიდენტი სომხეთს ეწვევა ოფიციალური ვიზიტით. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი თითქმის ორი წელია იგეგმება. მასპინძლები ზღვარგადასული დაჟინებით მოითხოვდნენ პრეზიდენტ შევარდნაძის სტუმრობას.
        ამ ვიზიტს მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება (საკმარისია, გადავხედოთ რუსულ პრესას) რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. აფხაზეთის ამბებმა ხომ სულ «ცეცხლი შეუნთო» ვითარებას.
        აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, სომხური პრესა იუწყება, რომ «აფხაზეთში 17 მშვიდობიანი სომეხი მოკლეს». არადა, გაუგებარია, საიდან გამოძერწეს ასეთი ციფრი. თავდაპირველად, სოფელ გრიგორსკოეში მომხდარი «შეიარაღებული შეტაკები სშემდეგ ფიგურირებდა 5 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადგილობრივი მცხოვრებია», როგორც აღმოჩნდა, საქმე ეხებოდათ ეთნიკურ სომხებს (ჰამშენებს - ანუ მაჰმადიან სომხებს), შემდგომ გაიკრვა, რომ 5 უგზო-უკვლოდ დაკარგული სომეხი მართლაც მოკლული იყო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თითქოს ეს «5 მშვიდობიანი მცხოვრებია». მათ შორის არც ერთი ქალი, მოხუცი და ბავშვი არ ურევია - ასე რომ ყოფილიყო, ხომ უეჭველად იტყოდნენ.
        მაშასადამე, არ არის გამორიცხული, საქმე ეხებოდეთ სომეხ «ბოევიკებს», ეგრეთ წოდებული, «მარშალ ბაგრამიანის» სახელობის ბატალიონიდან. უფრო მეტად სავარაუდოა, სწორედ მათი ლიკვიდაცია მოხდა საბრძოლო მოქმედებისას. მაგრამ რა შუაშია აქ «მშვიდობიანი მოსახლეობა»?
        ყველაფრის მიუხედავად, ამ ინციდენტს სომხეთში ბობოქარი რეაქცია მოჰყვა. დაიბეჭდა უპრეცედენტოდ შეურაცხმყოფელი პასკვილები. მაგალითად, პოლიტოლოგი მურადიანი წერს (სიტყვა-სიტყვით).
        «ყოველთვის შეურაცხყოფილად ვთვლიდი თავს, როდესაც მე, სომეხ ს- «კავკასიელად» მთვლიდნენ. ეს იგივეა, სუტინიორი გიწოდონ. რას წარმოადგენენ, ეგრეთ წოდებული «კავკასიელები», კიდევ ერთხელ დადასტურდა აფხაზეთში განვითარებული მოვლენებისას. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ 17 მშვიდობიანი სომეხი დაიღუპა ამ მოვლენათა შედეგად. მტკიცედ უნდა ითქვას, ყოველი ხელი, რომელიც აღიმართება სომეხზე, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი სომეხია - დაუყოვნებლივ მოიკვეთება».
        აი, აესეთ ფონზე მიემგზავრება ედუარდ შევარდნაძე სომხეთში. თუმცა, «არწასვლაც» შეცდომა იქნებოდა,, ვინაიდან პოლიტიკური ვითარება კორექტურულობას მოითხოვს.
        სომხეთის ინტერესი ის არის, რომ საქართველო მისთვის «პროგნოზირებადი» ქვეყანა იყოს, ანუ ჩვენს შემთხვევაში, მთლიანად ექვემდებარებოდეს რუსეთის კონტროლს.
        სომეხი პოლიტოლოგები ხშირად აცხადებენ - «სისხლხორცეულად დაინტერესებული ვართ სტაბილურობით» საქართვლეოში. ეშმაკობენ! სინამდვილეში, «სტაბილური საქართველო» მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევთ ხელს, თუ იგი რუსეთის მიერ კონტროლირებადი იქნება, ანუ (მოსკოვიდან სტრატეგიული პარტნიორობის გათვლაისწინებით) ერევნიდან კონტროლსაც დაექვემდებარება.
        ახალქალაქში არსებული «რუსული ბაზა» სინამდვილეში, საქართვლეოს ტერიტორიაზე არსებული სომხური ბაზაა, ვინაიდან რიგითთა და ოფიცერთა შემადგენლობის 80 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული.
        არ არის შემთხვევითი, რომ როგორც კი საქართველომ გაბედა, კრინტი დაეძრა ამ ბაზის გაყვანაზე, - უმალვე გამწვავდა «საქართველოში სომხური უმცირესობის უფლებათა დარღვევის» საკითხი.
        ჯერ ევროსაბჯოს სხდომაზე გაიჟღერა ამ თემამ, შემდეგ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა (რაც ბევრად უფრო სერიოზულია) განაცხადა, რომ «დღითი დღე უარესდება სომხური უმცირესობის მდგომარეობა ჯავახეთში». არ დაიჯეროთ, თითქოს ახალქალაქის მოტომსროლელთა დივიზიის გაყვანა სომეხი მოსახლეობისათვის იმიტომაა მიუღებელი, რომ სამუშაოს დაკარგავენ, - სინამდვილეში ამ ბაზას სომხეთისა და რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
        მიუხედავად ამისა, საქართველოსაც აქვს ზოგიერთი კოზირი, რის გამოყენებას შევარდნაძე უეჭველად შეეცდება.

დილის გაზეთი, 23 ოქტომბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე