წითელი ხიდი და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
       

        გუშინ საქართველოში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატები, რომლებიც წითელ ხიდთან მომხდარი ინციდენტის (ქართველი მესაზღვრის მიერ აზერბაიჯანელი კონტრაბანდისტის მკვლელობის) განსახილველად ჩამოვიდნენ თბილისში.
        როგორც ცნობილია, ამ ინციდენტს ახალგაზრდა აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეეწირა.
        სხვათა შორის, მისთვის ფულის გამოძალვის ფაქტი ქართველ მესაზღვრეს არ უმტკიცდება, ისევე, როგორც ბოროტგანზრახული მკვლელობა - ტრაგედია ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის შედეგი იყო, რაც სულ უფრო ხშირია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე.
        ინციდენტი ფართოდ გააშუქა აზერბაიჯანის მასმედიამ. ამ ქვეყნის მილი-მეჯლისში ორი საათის განმალვობაში იხილავდნენ მომხდარ ფაქტს. მილი-მეჯლისმა გადაწყვიტა თბილისში მოევლინა სამი აზერბაიჯანელი დეპუტატი, მათ შორის ერთი - ყოფილი მარნეულელი. ისინი უმაღლეს დონეზე მიიღეს - შეხვდათ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. სამძიმრის სიტყვებთან ერთად ისიც ითქვა, რომ შექმნილ ვითარებაში სოაცარია, თუ ამგვარი რამ ადრე არ ხდებოდა - მიაქციეთ ყურადღება: ვითარება გამწვავდა მას შემდეგ, რაც საბაჟოს «ჩაუვარდა» თებერვლის შემოსავლების გეგმა და ქართველმა მებაჟეებმა მოინდომეს ოდნავ «მოეჭირათ ხელი» კონტრაბანდის (უპირველესად, წვრილი კონტრაბანდის) ჩანჩქერისთვის, რაც ქვეყანაში ყოველმხრივ შემოედინება.
        სრული სიცრუეა, თითქოს «წვრილი კონტრაბანდა» სათვალავში ჩასაგდები არ არის. სინამდვილეში იგი არანაკლებ აზიანებს ბიუჯეტს, ვინაიდან 3-4 ტომარა ფქვილით და 2-3 ჩანთა უაქციზო სიგარეტით მლთიანობაში ათეულმილიონობით ლარი გროვდება.
        ქვემო ქართლში კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანელი მოსახლეობა. მათ იციან ასეულობით საცალფეხო ბილიკი და ათეულობით საურმე გზა, სადაც ქართველი მესაზღვრეები არ არიან და დღევანდელი დაფინანსება-უზურნველყოფის პირობებში ვერც იქნებიან.
        «წითელი ხიდი» ემსგავსება ფილმ «დაკარგული სამოთხის» უაზრო ჭიშკარს. ყოველდღიურად ათეულობით ათასი (!) აზერბაიჯანელი გადადის მეზობელ ქვეყანაში. ორი ჩანთა სიგარეტი ან ორი ტომარა ფქვილიც რომ შემოიტანოს, 20-30 დოლარი მოგება რჩება. ამას ისე მიეჩვივნენ, რომ როდესაც წითელ ხიდზე მანქანას უმოწმებენ, - ღიზიანდებიან და კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიან. მათთვის ხომ აზერბაიჯანი იქვეა, ამიტომ საზღვარი (იგი იქ არადსროს არსებობდა საუკუნეთა განმავლობაში ბოლო წლებამდე) არაბუნებრივა და ზედმეტად მიაჩნიათ.
        გუშინ პრეზიდენტმა ტრადიციულ რადიოინტერვიუში სამართლიანად განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის ნახევარს «ჩრდილოვანი ეკონომიკა» შეადგენს, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხებზე მსჯელობისას რატომღაც არ ითვალისწინებენ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა აბსტრაქტული რამ კი არ არის - იგი რამდენიმე ისეთი პრობლემისგან შედგება, როგორიცაა მაგალითად, საქართვლეო-აზერბაიჯანის საზღვრის დაუცველობა.
        საკმარისია საბაჟომ, «საგანგებო ლეგიონმა», მესაზღვრეებმა გაამკცარონ ბრძოლა (ამ შემთხვევაში) ჩრდილოვან ეკონომიკასთან ანუ იგივე კორუფციასთან, რომ გარდაუვალი გახდება ისეთი ინციდენტები, რაც წითელ ხიდთან, ან ლილოს ბაზრობასთან მოხდა, სადაც აზერბაიჯანელმა ქალებმა საქონლის წართმევისას თვალები ლამის დათხარეს ქართველ «ლეგიონერებს» - ამას კი უეჭველად მოსდევს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა დაძაბვა - იწყება პოლიტიკური დემარშები, ჯერ დეპუტატების დემონსტრაციული ვიზიტები, განცხადებები, ჩივილი ევროსაბჭოში, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ბრალდება და ასე შემდეგ.
        იმავდროულად, აზერბაიჯანი (ისევე, როგორც სომხეთი) ყველანაირად აჭიანურებს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებას. მიზეზი ადვილად მისახვედრია: ასეთი ხელშეკრულების გაფორმება საზღვრის საბოლოო აღიარებას ნიშნავს.
        უდიდესი დემაგოგია იქნებოდა ყველაფრის საზღვარზე «მექრთამეობისთვის» დაბრალება - ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ იგი საერთო პრობლემის მხოლდ ერთი სეგმენტია. თანაც, არც თუ განმსაზღვრელი.
        კორუფცია წითელ ხიდთან საერთოდაც რომ არ არსებობდეს, იქაური მოსახლეობა აზერბაიჯანთან ნამდვილი საზღვრის არსებობას ადვილად არ შეურიგდება, ვინაიდან წვრილი კონტრაბანდით ბევრმა სტამბოლში ბინა იყიდა.
        ერთადერთი გამოსავალია სასაზღვრო ძალებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება- სასაზღვრო ჯარი საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანიცაა დღეს, ვიდრე არმია.

დილის გაზეთი, 13 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე