ჩავლილი წელი

        2001 წლის 11 საექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 8 საათსა და 46 წუთზე ისლამისტმა ფანატიკოსებმა ბოსტონიდან გატაცებული პირველი თვითმფრინავი დააჯახეს ნიუ-იორკის გრანდიოზული «ტყუპი ცათამბჯენებიდან» ერთ-ერთს. 18 წუთის შემდეგ მეორე «ბოინგი» «სამხრეთ» ბუმბერაზს შეასკდა. საათ-ნახევრის შემდეგ მეორე «ბოინგი» «სამხრეთ» ბუმბერაზს შეასკდა. საათნახევრის შემდეგ კი ორივე ცათამბჯენი ქვიშისა და რკინის გროვად იყო ქცეული.
        ილია ერენბურგი ამბობდა, რომ XX საუკუნე დაიწყო 1914 წელს – ავსტრია-უნგრეთის ტახტრის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფერდინანდის მკვლელობით. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ XXI საუკუნე და III ათასწლეული დაიწყო სწორედ 2001 წლის 11 სექტემბერს. ამით აღინიშნა ჭეშმარიტად ახალი ეპოქა და, ყველაფერთან ერთად, ქრონოლოგიურად შემოისაზღვრა თაობა, რომელიც იმავე გრანდიოზულ «ცათამბჯენთა ჩრდილში» ჩამოყალიბდა. მთელ მსოფლიოში (მათ შორის, საქართველოში) 1975-2001 წლებში, სათანადო მისწრაფებებისა და ცნობიერი სტერეოტიპებით თუ სულისკვეთებით: პოსტ «beatles»-ისა და «მძიმე როკიდან» - გაბრიელ გარსია მარკესამდე, კომუნისტური რეჟიმისადმი სიძულვილითა და თავისუფლებაზე ოცნებით.
        ნიუ-იორკის ცათამბჯენთა დაგრევამ ამ თაობის იმედთა მსხვრევაც განასახიერა და «ასრულებული ნატვრის სიმძიმე» დაადასტურა.
        2001 წლის 19 ნოემბერს, იმერეთის პატარა სოფელ შროშაში, ერთ-ერთ ოჯახს საზარელი ტრაგედია დაატყდა თავს, რომლის აღწერა არ ღირს. მთავარია მიზეზი: სიდუხჭირე და ოჯახის ერთ-ერთი წევრის (პენსიონერისადმი) სახელმწიფოს დავალიანება.
        რა კავშირშია ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან? უშუალო კავშირში გახლავთ!
        პენსიონერმა კუთვნილიო პენსია ვერ მიიღო იმის გამო, რომ საქართველომ ვერ შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება (ტელეკომუნიკაციათა ნოემბრამდე განსახელმწიფოებრიობის შესახებ), რაც, თავის მხრივ, 11 სექტემბრით გამოწვეული ეკონომიკური შოკითა და საერთაშორისო ბაზარზე კაპიტალდაბანდებათა კონიუნქტურის გაუარესებით იყო განპირობებული.
        ამ ვითარებაში, უბრალოდ, სასაცილოა ჩვენებურ «ანტიგლობალისტთა» (მენტალიტეტით ისინი მცირედ თუ განსხვავდებიან იმავე მუჰამედ ათასაგან) აღტყინება. ეს ერთი მაგალითიც ადასტურებს, რომ გლობალიზაცია ფაქტია, რეალობაა, ხოლო საქართველო დიდ ოკეანეში მძლავრ «გოლფსტრიმ»-ს გაყოლილ პატარა ხომალდს ჰგავს.
        11 სექტემბრის კატასტროფამ შეიძლება, უშუალო ზეგავლენა იქონიოს როგორც ცალკეული მოქალაქეების, ასევე მთელი საქართველოს ცხოვრებასა და მდგომარეობაზე.
        ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-სტრატეგიულიო დამკვიდრება ცენტრალურ აიაში თითქოს საქართველოსთვის ხელსაყრელია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საწინააღმდეგო რუსულ «პრესს», ვინაიდან კრემლი შეეცდება, გაწყვიტოს «ევრაზიული ჯაჭვი» მის ყველაზე სუსტ რგოლში _ ანუ საქართველოში.
        ამ საშიშროებას ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ბოლომდე, არადა, იგი სავსებით რეალურია: საქართველოს გარეშე «ევრაზიული დერეფანი» ჩიხად იქცევა. ეს შესანიშნავად უწყიან როგორც მოსკოვში, აგრეთვე, ვაშინგტონში. და ამ «გლობალური ომის დროს» (მას შემთხვევით როდი უწოდებენ «მეოთხე მსოფლიო ომს») სულაც არ არის გამორიცხული, აგრეთვე, გლობალური და გრძელვადიანი (მაშსტაბური) კომპრომისი, ანუ გარიგება ერთ დიდ სახელმწიფოს შორის, ისეთივე, მაშსტშაბური, როგორიც თვით ტერორისტული აქტი და გლობალური ომია.
        ეს ყოველივე იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც უშუალოდ ეხება საქართველოს. მთელი გასული წლის განმავლობაში, პუტინის პოლიტიკა მიმართული იყო იმის დემონსტრირებისკენ, რომ იგი ესწრაფვის ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას _ საბაზრო ეკონომიკითა და ზოგადლიბელური ფასეულობებით, ოღონდ რაც შეეხება ამ სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ სივრცეს, მოსკოვს სურს, შეინარჩუნოს პრიორიტეტი პოსტსაბჭოურ სივრცეში. განსაკუთრებით კავკასიაში, რომელიც რუსეთის «მზის წნულია», ვინაიდან უშუალოდ ზემოქმედებს ჩრდილოეთ კავკასიის უმნიშვნელოვანეს რეგიონზე.
        2001 წელს რუსეთმა რამდენიმე დემონსტრაციული დემარშით დაადასტურა, რომ ამ რეგიონის მოსაზღვრე საქართველოს გასვლას თავისი გეოპოლიტიკური სივრციდან არაფრის დიდებით არ შეურიგდება, ყველაფერზე წავა და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ დაუშვას. შესაბამის «დემონსტრაციად» უნდა მივიჩნიოთ საქართველოს ჩრდილოაღმოსავლეთში (ახმეტის რაიონში) ტრიალი მინდვრების დაბომბვა.
        არავითარი სამხედრო დანიშნულება თუ ფუნქცია ამ დაბომბვებს არ ჰქონდა – მათი მიზანმი იყო გამოეწვია საქართველოში სწორედ ისეთი ისტერიული რეაქცია, როგორიც გამოიწვიეს, ანუ რუსეთმა «ფსიქოლოგიური იარაღი» გამოიყენა (ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით) და ბრწყინვალე შედეგსაც მიაღწია: კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოში დაუცველობის განცდა, ისევე, როგორც ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის არასტაბილურობისა, რუსეთისთვის ეს ძალიან «ძვირფასი» განცდაა, რაკი ასე აძლიერებს იმ განწყობას, რომ პიროვნულიო და ეროვნული სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან ერთად მიიღწევა.
        ამგვარი განწყობის შექმნა საქართველოში რუსეთის სტრატეგიაა _ თანაც ძალიან ჭკვიანური და შორსგამიზნული. ისევ და ისევ სოციო-ფსიქოლოგიურ რეალიათა გათვალისწინებით, ამრგვარი ტაქტიკა შეიძლება ქმედითი აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, სავსებით ადეკვატურად იქნა აღქმული ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ მოეთხოვა აფხაზეთიდან საშმივდობო ძალთა გაყვანა, მიუხედავად პარლამენტის გადაწყვეტილებისა. არავითარი განსაკუთრებული მღელვარება ამას არ მოჰყოლია, რადგან ომის დასაწყებად საზოგადო კონსენსუსი აუცილებელია. არაფერი მსგავსი საქართველოში არ ხდება და არც მოხდება უახლოესი წლების განმავლობაში – ყოველ შემთხვევაში, ასეთია რეალობა, «დადებითი» თუ «უარყოფითი», სხვა საკითხია.
        შემაძრწუნებელია, რომ აფხაზეთის პრობლემა თანდათან ინაცვლებს, მასობრივი ცნგობიერების პ ერიფერიაზე. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის – დროს თავისი მიაქვს, მაგრამ რეალურად, საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით, აფხაზეთი კვლავინდებურად საკვდრო-სასიცოცხლო პრობლემაა და სწორედ მასზე, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ეკონომიკასა თუ სახელმწიფო წყობის შინაარსზე, იქნება დამოკიდებული, იარსებებს თუ არა საქართველო XXI საუკუნეში _ III ათასწლეულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ანუ მასობრივი აღქმა და ქვეყნის რეალური სასიცოცხლო ინტერესები ერთი და იგივე არ არის.
        გასული წლის ყველაზე ნიშანდობლივი მოვლენა, ამ თვალსაზრისით, კოდორში განვითარებული ამბები იყო _ საბოლოოდ დასამარდა, ეგრეთ წოდებულ, «მთიელთა სოლიდარობის» მითი. კრემლმა ისტორიულად მოკლე ვადაში (ათი წლის განმავლობაში) მოახერხა კარდინალური ინტერესთა კონფლიქტი შეექმნა ვაინახებსა და ადიღური მოდგმის ხალხებს შორის. ამიტომ საქართველოს მცდელობა, გამოიყენოს «ჩეჩნური არგუმენტი» აფსუა სეპარატისტთა წინააღმდეგ, სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა, ამგვარი ილუზია უფრო იმ მასობრივ ფსიქოლოგიაში არსებობდა, ვიდრე პოლიტიკურ განზრახულობათა სისტემაში. საეჭვოა, ხელისუფლებაში ვინმეს რეალურად ჰქონოდა იმედი, თითქოს გელაევის ჩეჩნური რაზმი და რამდენიმე ათეული პარტიზანი, სამხედრო თვალსაზრისით, რაიმე წარმატებას მიაღწევდა აფხაზეთში, მაგრამ ეს ილუზიაც (მასობრივ ცნობიერებაში) უნდა «ამოწურულიყო» _ სხვაგვარგად საქართვლეოში არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის დაგადანაშაულებენ «არსებული შესაძლებლობის გამოუყენებლობაში.
        ამდენად, კოდორის აქცია საქართველოს, შიდაპოლიტიკურ (მათ შორის საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ) განწყობას იათვალისწინებდა და არა საგარეო კონიუნქტურას. უცხოელი პოლიტოლოგები და ექსპერტები ამას ვერ ხვდებიან და განცვიფრებით იჩეჩენ მხრებს: «გაუგებარია, რა მიზანს ისახავდა კოდორის ოპერაცია?» სინამდვილეში ამ ოპერაციამ დაამსხვრია ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი, რამაც ათი წლის წინათ აფხაზეთში საქართველოს დამარცხება განაპირობა. თუ დამდეგ წელს საქართველო მაინც გაბედავს აფხაზეთში პოლიტიკის შეცვლას და «ძალისმიერი შემადგენლის» გაძლიერებას, ძალიან საეჭვოა, ჩეჩნებს (და არა მხოლოდ მათ, არამედ ანტირუსულად განწყობილ სხვა ჩრდილოკავკასიელებს) აფსუათა დახმარების დიდი სურვილი გაუჩნდეთ და მაშინდელივით «გამოიყენონ» საქართველოს წინააღმდეგ საომრად. შესალძოა, ეს არ გახდეს ყველაფრის გადამწონი ფაქტორი, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად ეშინია არძინბას ხროვას რუსეთის განაწყენებისა, თუმცა კი, ღრანჭმოქცეული მაინც გაიძახის «ჩვენ უფრო თავისუფალნი ვართ, ვიდრე ქართველებს ჰგონიათ». მაგრამ ამ მომენტს რომ სეპარატისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, შემდეგი ფაქტიდანაც ჩანს: კოდორის მოვლენათა შემდეგ «პრემიერ-მინისტრ» ანრი ჯერგენიას დიდი მცდელობით, აფხაზეთის სანატორიუმებში ჩამოიყვანეს რამდენიმე ათეული ქალი და აბვშვი – ლტოლვილები ჩეჩნეთის სამხრეთ რაიონებიდან, რომელიც კვლავინდებურად უმოწყალოდ იბომბება რუსეთის ავიაციით. ამით ცდილობენ ჩეჩენთა კეთილგანწყობის შენარჩუნებას.
        კოდორის სამხერდო ოპერაციამ გვიჩვენა, აგრეთვე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, სეპარატისტები აქტიურად აძლიერებდნენ თავიანთ შეიარაღებულ ძალებს: სამხედრო ვერტმფრენები და ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენები, რომლებიც კოდორის თავზე დაფრინავდნენ, მხოლოდ რუსეთის კუთვნილი არ უნდა ყოფილიყვნენ. ესეც რეალობაა (ამ შემთხვევაში სამხედრო-ტაქტიკური), რაც უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ სამომავლო განზრახულობათა მოდელირებისას.
        ამ თვალსაზრისით, 2002 წელი ნიშანდობლივი ქნება – იგი დაადასტურებს, რა გზას დაადგება სამომავლოდ საქართველოს ხელისუფლება: «მშვიდობიან» სტრატეგიას აირჩევს თუ «საომარს». თუ მაგალითად, გაისად შედგა შეთანხმება აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ამოქმედების თაობაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი ელექტროენერგიის, ხოლო რუსეთი ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტით გვემუქრება), _ შეიძლება დავასკვნათ, რომ «საომარი პროგრამა» აქტუალური არ არის.
        აფხაზეთის პრობლემას უმჭიდროესად უკავშირდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივა. შარშან ეს პრობლემაც მთელი თავისი სიმწვავით გამომჟღავნდა როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ გამოიღო ქართული ისტებლიშმენტის (მისი განწყობიდაპნ გამომდინარე, ხელისუფლების( მრავალწლიანმა ცდამ, მოეწესრიგებინა ურთიერთობა რუსეთთან, პრინციპით საქართველოს ორიენტაცია დამოკიდებულია იმაზე, მოგვეხმარება თუ არა რუსეთი აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში, არავითარი შედეგი არ გამოიღო და ვერც გამოიღებდა – ეს გასულ წელს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა. წარუმატებლობის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საქართველო (ზოგადად, სისტემურად( იმდენად სუსტია, რუსეთს არ სჭირდება მასთან კომპრომისი (და ჩრდილოკავკასიელთა განაწყენების რისკზე წასვლა), რათა მიიღოს ის, რაც ჩვენი ქვეყნისგან უნდა _ გეოპოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით.
        მაგალითად, დასასრულთან მიწურულიო წლის შემოდგომაპზე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ «არ იჩქარებს» არა მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალების, არამედ სამხრეთ რეგიონებიდან (ახალქალაქიდან და გუდაუთიდან) რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალთა ბაზების გატანის მოთხოვნას. მიზეზი ადვილად ასახსნელია; საკმარისია, რუსეთმა ერთი კვირით გამორთოს ელექტროენერგია თბილისში (ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტით) და, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სისხლიანი გამოსვლები გარდაუვალი ქნება – თანაც, გააფთრებული მასა, რომელმაც 99 პროცენტით ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას 31 მარტის რეფერენდუმზე, არ დაიწყებს იმის გარკვევას, ობიექტური მიზეზით შეუწყდა ბუნებრივი აირი (კონკრეტულად მას და მის ოჯახს) თუ ხელისუფლების მიზეზით.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ამას მოჰყვება არა სამოქალაქო ომი (საამისო რესურსებიც გამოილია ამ ქვეყანაში), არამედ სისხლიანი ანარქია და ის, რასაც ინგლისელები უწოდებენ «ყველას ომს ყველას წინააღმდეგშე». აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ბოლო განცხადება («მოქალაქეთა კავშირის» ყრილობაზე) სავსებით შეესაბამება იმ სტრატეგიას, რაც ტარდებოდა წელს და გატარდება უახლოეს მომავალში.
        2001 წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოვლენად იქცა, აგრეთვე, საბოლოო გამიჯვნა პრეზიდენტსა და ახლო წარსულში მის პარტიად მიჩნეულ «მოქალაქეთა კავშირს» შორის.
        ამ მოვლენას, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციური მნიშვნელობა აქვს, ანუ ამით მოდა საბოლოო ინსტიტუციური გამიჯვნა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.
        სანამ ედუარდ შევარდნაძე «მოქალაქეთა კავშირის» ხელმძღვანელად მიიჩნეოდა, ხოლო მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობა იყო, აემით იქმნებოდა ერთგვარი «ინსტიტუციური ხიდი» აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლიდა მათ ინსტიტუციურ გამიჯვნას.
        არადა, «ამერიკულ» საკონსტიტუციო მოდელში ასეთი გამიჯვნა (შესაბამისად, უფლებამოსილებათა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადანაწილება), უბრალოდ, აუცილებელია. სხვაგვარად, სისტემას ფუნქციონირება უჭირს. პნერიოდმა 1995 წლიდან _ 2001 წლამდე, ეს სავსებით დაადასტურა.
        გავბედავ ვივარაუდო, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის უმთავრესი მოტივი, როდესაც იგი იღებდა გადაწყვეტილებას «მოქალაქეთა კავშირის» თავმჯდომარეობიდან გადადგომის თაობაზე, სწორედ «ინსტიტუციური გამიჯვნის» უზრუნველყოფა გახლდათ არა საკუთრივ «მოქაპლაქეთა კავშირთან», არამედ პარლამენტთან, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტთან.
        აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტი გეგმავს რაღაც ნაბიჯების გადადგმას როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. იგულისხმება ისეთი ნაბიჯები, რაც მენტალურად კონფლიქტურ ქართველ საზოგადოებაში აზრთა მძვინვარე სხვადასხვაობას გამოიწვევს. ასეთ პირობებში, თუ პრეზიდენტს ეყოლეობდა «თავისი უმრავლესობა» პარლამენტში _ პასუხისმგებლობის ინსტიტუციური «გადანაწილება» ვერ მოხერხდებოდა.
        ეს მომენტი თვალნათლივ დაადასტურა მინისტრების დამტკიცებასთან დაკავშირებულმა ეპოპეამ. სინამდვილეში პრეზიდენტს ყველა შემთხვევაში ჰყავს და ეყოლება «მხარდამჭერი უმრავლესობა» პარლამენტში, მაგრამ ეს აღარ იქნება «ინსტიტუციური უმრავლესობა» და აღმასრულებელიო ხელისუფლება (პრეზიდენტი) საკანონმდებლო ორგანოსთან ინსტიტუციურად აღარ იქნება დაკავშირებული.
        ამ ვითარების შედეგს, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ყველა ვიხილავთ.
        პრეზიდენტის გადაწყვეტილება უეჭველად უკავშირდება როგორც «მინისტრთა კაბინეტის» თემას, აგრეთვე, 2003 წლის საპარლამენტო და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.
        რაც შეეხება, «მინისტრთა კაბინეტს», ეს პრობლემაც შარშან წამოიჭრა ისევ და ისევ პასუხისმგებლობის ინსტიტუციური და პიროვნული პერსონიფიცირების კონტექსტში.
        აქ საუბარია არა უბრალოდ «მინისტრთა კაბინეტის» შექმნაზე, არამედ, ფაქტობროივად, ახალი კონსტიტუციის მირღებაზე – ხელისუფლებათა შორის ამჟამინდელი ბალანსი წითელ ზოლად გასდევს ქვეყნის ძირითადი კანონის ყველა თავს, მის იდეოლოგიას. ამდენად მისი შეცვლა აუცილებლად მოითხოვს კონსტიტუციის იმდენად ფუნდამენტურ გადამუშავებას, რომ თვისებრივად და, ფაქტობრივად, ახალ კონსტიტუციასთან გვექნება საქმე.
        სულაც არ არის დადასტურებული, რომ ამგვარი ცვლიოლება ქართული პოლიტელიტისა და ისტებლიშმენტის გრძელვადიან ინტერესებს შეესაბამება. პირიქით: ყველა განცხადების მიუხედავად, როცა საქმესაქმეზე მიდგა, როგორც ვხედავთ, იგი ერთობ ეჭვით უყურებს ესოდენ კარდინალურ ცვლილებას, რაკი საკუთარი სოციალური სტატუსისა და პერსპექტივის მდგრადობას უფრთხილდება. სათუოა, ამ მხრივ, რაიმე სერიოზულად შეიცვალოს გაისად. მხოლოდ 2003 წლისათვის, როცა მორიგი საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდება, «ამოძრავდება» და გ»ამოცოცხლდება» ისტებლიშმენტის ერთი ნაწილი, ვისაც პერსპექტივა და სოციალური სტატუსი სწორედ ხელისუფლების ახალი მოდელის პირობებში «ეხატება». სულაც არ არის აუცილებელი, ეს იყოს «მოქალაქეთა კავშირი» და ჟვანიას გუნდი», ვინაიდან ზურაბ ჟვანიას მოთხოვნა «მინისტრთა კაბინეტის» შესახებ კონკრეტულ ვითარებას უკავშირდებოდა – როცა არ აერსებობდა ინსტიტუციოური გამიჯვნა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, ხოლო პასუხისმგებლობის გადანაწილება არალეგალურად ხდებოდა.
        განვლილ წელს, ზურაბ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომით, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რაც სრულებითაც არ ნიშნავს ამ ძალზე ჭკვიანი და ნიჭიერი პოლიტიკოსის «წასვლას» პოლიტიკური ასპარეზიდან.
        ხოლო რაც შეეხება ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებს, დღემდე არ არის ცნობიოლი და გარკვეული ყველა შიდა თუ გარე მექანიზმი, რომელიც მაშინ მოქმედებდა. იმთავითვე ნათელია, რომ არსებობდა როგორც თვალსაჩინო, აგრეთვე, ფარულ მოტივაციათა კომპლექსი: პირველად, 1991 წლიოს შემდეგ «მთავრობის სასახლესთაენ» ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთა დიდ ნაწილს, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ჩამოყალიბებულიო პოზიცია არ ჰქონდა.
        ამ თვალსაზრისით, ის რაც მაშინ მოხდა, საერთოდ, საქართველოში არსებულიო დაბნეულობის გამოხატულება გახდა. განვლილმა წელმა დაადასტურა ამჟამინდელი საქართველოს უმთავრესი თვისება: ჩვენ ვართ დაბნეული ქვეყანა.
        ზოგიერთს მიაჩნია, რომ წლევანდელი უცნაურობანი, მაგალითად, რუსეთის ჯარის ვაზიანიდან და გუდაუთიდან გაყვანა, ხოლო ახალქალაქსა და ბათუმში მათი დატოვების თანხმობა, ნატოსთან დაახლოება, ამერიკის ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობა და პუტინთან მიღწეული მნიშვნელოვანი კომპრომისი, სამშვიდობო ჯარების გაყვანაზე უარის თქმა – ეს ვითომდაც ხელისუფლების «დაბნეულობის» მაჩვენებელია.
        ასეთი შეხედულება აშკარად მცდარია: შეუძლებელია ხელისუფლება (მით უმეტეს, მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ სისტემაში), კონცენტრირებულ პოლიტიკას არ ატარებდეს, როდესაც კარდინალურ საკითხებში თვით სოციუმს ავქს მყარად ჩამოყალიბებულიო პოზიცია. ასეთი პოზიცია კი ნამდვილად არ არსებობს.
        მიაქციეთ ყურადღება: ერთ-ერთი დამოუკიდებელიო სოციოლოგიური სამსახურის გამოკვლევით, მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი უმრავლესობა რუსეთთან სტრატეგიულ კავშირს უჭერს მხარს, ეგრგეთ წოდებული, «დასავლური ორიენტაციის» საპირისპიროდ. ამაზე უთქვამს ქართველ კაცს: რატომ ღმერთი არ გაიცინებსო – გაუგებარია, რაღას დავაქციეთ ეს ქვეყანა 1988 წლიდან?
        ეს გარემოება ჩვენი საერთო მახასიათებელი ხდება, ანუ არაერთგვაროვნება და ინფანტილიზმი თავის თავად «მახასიათებელია» _ აქ არა გვაქვს საეუბარი, დადებითი თუ უარყოფით.
        იგივე «წონასწორობა» და «მუსიკალური ქანქარას» ამპლიტუდა შენარჩუნდება არათუ მომავალ წელს, არამედ, ზოგადად მომავალშიშც, ვინაიდან ეს არის, როგორც ჩანს, არსი. არსი კი დროით ცვლილებას არ ექვემდებარება.
        ედუარდ შევარდნაძის ფუნქცია (დღესაც და მომავალშიც) ამ წონასწორობისა და ბალანსის დაცვაა _ არ იარსებებს ბალანსი და წონასწორობა, აღარ იარსებებს საქართველოც.
        ედუარდ შევარდნაძეს საამისო პოლიტიკური ხელოვნება ჰყოფნის.
        რამდენად ეყოფა ნებისმიერ სხვას, კიედვ საკითხავია და ერთობ სერიოზულადაც საკითხავი.

დილის გაზეთი 30 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე