ვრცელდება თუ არა წალკაში საქართველოს იურისდიქცია?

        რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა მთელ მსოფლიოს (მათ შორის, რასაკვირველია, საბერძნეთს) სიხარულით ამცნეს, რომ წალკის რაიონში მოხდა შეტაკება «ადგილობრივ ბერძნებსა» და აჭარლებს შორის.:
        ხან აჭარლებს წერენ, ხან ქართველებს – გააჩნია, რომელ კონტექსტში რა სჭირდებათ – თითქოს აჭარლები იგივე ქართველები არ იყვნენ.
        გამორიცხული არ არის, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უახლოეს მომავალში «შეშფოთება გამოთქვას» (თუ უკვე არ გამოთქვა) წალკაში მომხდარი ფაქტის გამო და საქართველოს შესაბამისი ნოტაც გამოუგზავნოს, აქაოდა «შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბერძნულ უმცირესობასათან დაკავშირებული პროცესების განვითარებასო».
        კონკრეტულად რა მოხდა – დარწმუნებით არავინ იცის, თუმცა მთავარი მიზეზი, უეჭველად, ჩამოსახლებული ქართველებისადმი აგრესია იქნებოდა.
        უბედური აჭარლები (მით უმეტეს, ქალები, მოხუცები და ბავშვები), საეერთოდ, შეიძლება, არაფერში იყვნენ დამნაშავე – ქართველი ხალხის ეს ეთნიკური ჯგუფი, ისტორიული ძნელბედობისა და მწარე გამოცდილების გამო, განსაკუთრებული შემწყნარებლობითა და სიმშვიდით გაემოირჩევა.
        მისგან რაიმე პროვოკაციული აგრესია წარმოუდგენელია – თუ, რასაკვირველია, არ გააგიჟებენ, შეურაცხყოფას არ მიაყენებენ და ღორის ძვლებს სახლში არ შეუყრიან.
        წალკის ინციდენტმა პოსტიმპერიული საქართველოს კიდევ ერთი რეალობა დააფიქსირა: ჩვენს «რესპუბლიკაში» მცხოვრები ე.წ. რუსულენოვანი მოსახლეობა ძნელად ეგუება საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას და არ სურს საერთო საზოგადოებაში (ეს საზოგადოება კი მხოლოდ ქართულენოვანი შეიძლება იყოს) ინტეგრაცია საბჭოთა ეპოქაში. მაგალითად, წალკის რაიონში მცხოვრები ბერძნები (ისევე, როგრც სხვები), საეროთდ, არ აღიქვამდნენ არანაირად იმას, რომ ცხოვრობდნენ საქართველოში. მათთვის რომ გეკითხათ – სად ცხოვრობო, უეჭველად, გიპასუხებდნენ: «საბჭოთა კავშირში».
        გახსოვთ, ალბათ, იყო იმ დროს ერთი ასეთი ეშმაკური სიმღერა: «მოი ადრეს ნე დომ I ნე ულიცა, მოი ადრეს სოვეტსკიი სოიუზ».
        მათ «რესპუბლიკას» რა ერქვა, შეიძლება ვერ გაეხსენებინათ და არც აინტერესებდათ, კაცმა რომ თქვას: ქართული ენა არაფერში სჭირდებოდათ, იზრდებოდნენ წმინდად რუსულ გარემოში, ყველა მოთხოვნას იკმაყოფილებდნენ რუსული კულტურის მეშვეობით, ადმინისტრაციაც რუსულენოვანი ჰყავდათ. ერთი სიტყვით, საქართველოში თუ ცხოვრობდნენ, სულაც ვერ გრძნობდნენ და ეს შეგრძნება (ან «შეგრძნების» არსებობა) არანაირ პრობლემას არ უქმნიდათ.
        მაგრამ 1992 წლიდან მდგომარეობა შეიცვალა: საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და, რასაკვირველია, დაიწყო სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განმტკიცება:
        წალკის რაიონს «ქართული ადმინისტრაცია» გაუჩნდა (ადგილობრივი «დემოკრატები» ამაოდ ითხოვდნენ არჩევნების ჩატარებას, რათა ბერძენი აერჩიათ), საქართველოში ყოველმხრივი ინტეგრაციის გარეშე ცხოვრება გართულდა, ერთი სიტყვით, იგრძნეს, რომ «სადღაც კი არ ცხოვრობენ» საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, არამედ სწორედ საქართველოში ცხოვრობენ.
        ამან ძალიან ბევრი ყოფითი და ფსიქოლოგიური პრობლემა შეუქმნათ, მაგრამ თუ, მაგალითად, ავლაბრელი სომხები ახალ ეპოქას, ასე თუ ისე, კბილების ღრჭიალით შეეგუენ – საქართველოს ერთ-ერთ რაიონში კომპაქტურად განახლებული ბერძნებისათვის ამ ვითარებასთან ადაპტაცია ძნელი აღმოჩნდა.
        რაკი საბჭოთა კავშირს ვერ აღადგენდნენ, ბევრი მათგანი საბერძნეთში გადაიხვეწა სამუდამოდ, მაგრამ ბევრს წასვლა არ უნდა, ვინაიდან წალკაში, ტრადიციულად, საკმაოდ მდიდრულად, ნოყიერად ცხორვობდნენ და ცხოვრობენ. მათ მეზობლად აჭარლების ჩამოსახლებაც «რუსულენოვანმა წალკელებმა» (ანუ წალკის მოსახლეობის 99 პროცენტმა) ისე აღიქვეს, როგორც საქართველოს შესვლა წალკაში. მანამდე საქართველო (ვიმეორებ) იქ «შესული» არ იყო. ამიტომ, აჭარლების წინააღმდეგ აგრესია სწორედ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოხატულებაა, ხოლო მიზეზი (საბაბი) ყოველთვის მოიძებნება.
        მით უმეტეს, რომ საქართველოს დამარცხება 1988-93 წლების ომებში, «რუსულენოვანმა სოვიეტიკუსებმა» აღიქვეს, როგორც ქართველების სიმხდალის, სიგლახის, უმწეობის გამოვლინება და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართველის დაშინებასა და დაჩაგვრას არაფერი უნდა. აბა, ერთი საპასუხოდ კრინტი დაძარი, მით უმეტეს, ხელი გამოიღე (თუნდაც სახელმწიფო დონეზე) – ბერძნული დელეგაცია უმალვე ატეხავს ისტერიკას ევროსაბჭოში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დარღვევის გამო.
        მაგრამ, მეორე მხრივ, უსასრულოდ «თვითთავსლაფის დასხმაც» არ შეიძლება. ჯერ ერთი, უდიდესი უზნეობა და უსინდისობაა ის, თუ როგორ ვექცევით ყველანი ჩვენს სისხლსა და ხორცს – აჭარლებს, რომლებიც მშობლიური მხარიდან სტიქიამ გამოდევნა.
        ისე ადვილად «გაგვილახეს» აგერ, თბილისთან ახლოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით ისეთი გულგრილია ძალისმიერი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს – დემოკრატია სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველდღე თავსლაფი დაგასხან.
        მათ შორის, უმცირესობათა წარმომადგენლებმა. დღეს საქართველო, ასე თუ ისე, სახელმწიფოა და შესაბამისი ბერკეტებიც გააჩნია: დარბევის ორგანიზატორები აუცილებლად უნდა დაისაჯონ, მათი ვინაობა ყველამ იცის.
        თუ წალკიდან გარეთ გამოდიან, ვინც ჯერ არს, გარეთ დაუდარაჯდეს – მერე იხტუნაონ რამდენიც უნდათ (ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა). თუ არა და, ბოლოს და ბოლოს, რატომ არ შეიძლება შინაგანი ჯარების ქვედანაყოფთა შეყვანა წალკის რაიონში და ერთი გვარიანი საპასპორტო რეჟიმის შემოწმების მოწყობა? არსებობს ასეთი ფორმაპ «ბუნტარი მოსახლეობის» დასჯისა მსოფლიო პრაქტიკაში – ყველაფერს აქვს თავისი ტექნოლოგია.
        გარწმუნებთ, წალკის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არა აქვს, არც სჭირდება და არც უნდა რომ ჰქონდეს. თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ეს იქნება უდიდესი უმადურობა და უსამართლობა აჭარლების მიმართ.
        ზემოაღნიშნული სიტუაცია კიდევ ერთხელ მეტყველებს რამდენად საბედისწერო, გამოუსწორებელი, დანაშაულებრივი შეცდომა იქნება პირადობის დამადასტურებელ რეკვიზიტებში «ეთნიკური კუთვნილების» გრაფის აღდგენა – ამით ჩვენ «საქართველოს სსრ რუსულენოვანი ხალხის» სეგმენტს აღვადგენთ. ხოლო რა გველის მას შემდგე, რაც იდიოტი «დემოკრატების» მოთხოვნთი წალკის რაიონის მოსახლეობა დემოკრატიულად (ანუ პირდაპირი კენჭისყრით) აირჩევს რაიონის გამგებელს, ძნელი გასათვლელი არ არის. გასაგებია, ვისაც აირჩევენ – გია კვალიაშვილს რომ არ აირჩევენ, - ცხადია.

მერიდიანი, 9 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე