ედუარდ შევარდნაძეს ბრანდენბურგის კარიბჭესთან ელიან

        გუშინ ედუარდ შევარდნაძე ერთდღიანი ვიზიტით ეწვია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. ამ ვიზიტის მომზადებას წინ დიდი დავიდარაბა უძღოდა.
        საქმე ის არის, რომ ბერლინში შეიკრიბნენ იმ ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში გერმანიის გაერთიანების თაობაზე.
        მაშასადამ,ე დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და საბჭოთა კაევშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.
        1990 წელს სწორედ მათ შექმნეს საკონსულტაციო საბჭო, ფორმულით 4+2, ანუ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ოთხივე სახელმწიფო, რომელმაც 45 წლით ადრე მოახდინა ფაშისტური გერმანიის (მათ შორის, ბერლინის) ოკუპაცია და «ორივე» გერმანია. ამ საოკნსულტაციო საბჭომ, მართლაც, შეასრულა უდიდესი როლი გერმანიის გაერთიანებაში.
        სწორედ მან შეიმუშავა პროექტი საბოლოო შეთანხმებისა, რასაც შემდგომ სახელმწიფოთა მეთაურებიც დაეთანხმნენ. რომ არ ყოფილიყო ფორმულა 4+2 (რომლის ავტორები ყივნენ შევარდნაძე, გენშერი და ბეიკერი), შესაძლოა, გერმანიის გაერთიანების პროცესი ბევრად უფრო მტკივნეულად წარმართულიყო.
        იმ დროს ბერლინის კედელი უკვე აღარ არსებობდა, გერმანელები თავისუფლად გადი-გამოდიოდნენ ორ გერმანიას შორის ვირტუალურად ქცეულ საზღვარზე, ანუ 1989 წლის შემოდგომიდან, როცა ბერლინის კედელი ორივე მხრიდან ხალხმა დაანგრია, როგორც ბინძური, სისხლიანი კომუნისტური რეჟიმის სიმბოლო, გერმანიის გაერთიანება უკვე გარდაუვალი იყო.
        ან ამ პროცესის ხელის შეშლა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ შიშველი ძალის გამოყენებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მეთოდით, თუ საბჭოთა კავშირი გამოიყვანდა ბერლინის ქუჩებში ტანკებს, გახსნიდა ცეცხლს, ამოჟლეტდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ამას მესამე მსოლფიო ომი რომც არ მოჰყოლოდა, საბჭოთა კავშირისთვის მაინც ზიანის მომტანი იყო, ვინაიდან (განსაკუთრებით რუსეთში) იმ დროს ნამდვილი შიმშილი იწყებოდა – საბჭოთა ეკონომიკა 1990 წლისთვის დაინგრა, ხოლო ალტერნატიული ეკონომიკური სისტემა აღარ არსებობდა.
        ამიტომ საბჭოთა კავშირი მატერიალურ დახმარებას დასავლეთისაგან ვეღარ მიიღებდა. ეს ფაქტორი გადამწყვეტად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ გენერალიტეტს ხელი არ აუკანკალდებოდა, ბერლინში გვამების გორები დაეყენებინა.
        დღეს რუსი საზოგადოება ყოველნაირად ცდილობს (როგორც სჩვევია) საკუთარი იმპერიის დანგრევა ან ებრაელებს დააბრალოს ან «გრუზინებს». თურმე, ყველაფერი შევარდნაძის ბრალი ყოფილა! ამასთან დაკავშირებით, სერგო ბერიას (ლავრენტი ბერიას ვაჟის) გამონათქვამი მახსენდება ერთ-ერთი ინტერვიუდან - «რუსების ვერაფერი გამიგია, მამაჩემსა და იოსებ ბესარიონოვიჩს ბრალად სდებდნენ, რომ ისინი ამ იმპერიას აშენებდნენ და განამტკიცებდნენ, ხოლო შევარდნაძეს (ხშირად იგივე ხალხი) ბრალად იმავე იმპერიის დანგრევას სდებენ. რა ვქნათ ქართველებმა, რა წყალში ჩავცვივდეთ, რომ რუსების რისხვა არ დავიმსახუროთ?»
        პასუხიც ცხადია: ის უნდა ვიღონოთ, რომ ქართველი ერი საქართველოში ცხოვრობდეს (სახელმწიფოებრივად) და არა რუსეთში. თორემ ლოგიკას აქ ნუ ველით. არანაირი ლოგიკა არ არსებობს, გარდა რუსული შოვინისტური ლოგიკისა. შევარდნაძემ «დერჟავა» დაგვინგრიაო – თითქოს სტალინმაც დაუნგრია «დერჟავა» და ვითომ ამის გამო მაინც არ ჩააფურთხეს საფლავში.
        ედუარდ შევარდნაძე 10 წლის წინ მოქმედებდა მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის ფარგლებში. მას ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ შეძლებდა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვრევის შეჩერებას. ან კი რატომ უნდა მოენდომებინა? ასეთ შემთხვევაში, რუსები ისევ შევარდნაძეს დააბრალებდნენ სისხლისღვრას, ისევე, როგორც იოსებ ჯუღაშვილს დააბრალეს რეპრესიები – თითქოს ლენინი, ტროცკი ან ეჟოვი მასზე ლმობიერები იყვნენ.
        აბსურდულია რუსების მთავარი პრეტენზიაც: რატომ არ აუკრძალეს გაერთიანებულ გერმანიას იმთავითვე ნატოში გაწევრიანება? არადა, გერმანიის ფედერაციულიო რესპუბლიკა ისედაც ნატოს წევრი იყო და ნატოდან მისი გამოსვლა, რასაკვირველია, არც განიხილებოდა.
        სამაგიეროდ, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიოკამ და ნატომ იკისრეს ვალდებულება, არ განალაგონ ბირთვული იარაღი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორირაზე. ხოლო თუ იგულისხმება ნატოში აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა გაუწევრიანებლობა, ეს სულ სხვა საქმეა. ეს სახელმწიფოები (გერმანიისაგან განსხვავებით) მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებლები არ ყოფილან. მათ სრული უფლება ჰქონდათ გამოსულიყვნენ საბჭოთა იმპერიის გავლენის სფეროდან და შესულიყვნენ იმ გაერთიანებაში, რომელშიც სურდათ. მათ შორის, ნატოში. რაც მთავარია, ვერც ერთი დასავლელი ლიდერი ვერ გაბედავდა ხელი მოეწერა ისეთი ხელშეკრულებისათვი,ს რაც შეზღუდავდა სხვა ხალხის არჩევანის უფლებას.
        გუშინ ექვსი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიკრიბა, რათა საჯარო დისკუსია გაემართა 10 წლის წინანდელ მოვლენებზე. ამ დისკუსიაში საქართველოს პრეზიდენტი ურიგოდ არ გამოიყურებოდა და ყველა მისი კოლეგა გარკვეულწილად ითვალისწინებდა, რომ შევარდნაძე (მათგან განსხვავებით) მოქმედი პოლიტიკოსია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაუმ გუშინვე მოაწყო მიღება მინისტრების პატივსაცემდა. შევარდნაძის ჩასაყვანად ბერლინიდან სპეციალურად გამოგზავნეს თვითმფრინავი და იმავე თვითმფრინავით დღეს დილით დააბრუნეს საქართველოში.

მერიდიანი, 29 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე