საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტი და მისი შესაძლო შედეგები

        რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო მატულობს დაძაბულობა ქვეყანაში. მმართველ პარტიაში აშკარად შეიმჩნევა ნერვიულობა, რაც გამოიხატა თუნდაც მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის ელდარ შენგეალაიას გამოსვლაში საპარლამენტო ფრაქციის წინაშე და პარლამენტის თავმჯდომარის უჩვეულოდ მკვახე განცხადებაში «ეი-ი-ეს თელასის» მიმართ.
        რასაკვირველია, ხელისუფლებას აქვს საფუძველი ნერვიულობისათვის. ჯერ ერთი, მოსახლეობაში დღითიდღე მატულობს გაღიზიანება შექმნილი ვითარებით, - პირველ რიგში, უშუქობით და ხელფასებისა თუ პენსიების გაუცემლობით.
        აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარება გაყინულია იმავე დონეზე, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო.
        ფინანსური სახსრების არარსებობის გამო, პრაქტიკულად, შეჩერებულია სამხედრო აღმშენებლობის პროცესი და ეს მაშინ, როდესაც ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება ყოველდღიურად იძაბება. ცხადია, რომ პრეზიდენტის დაპირება, გამოთქმული 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, რომლის თანახმად, საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 წლისათვის სამას ლარს მიაღწევდა, ვერ შესრულდება.
        თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. მის საფუძველს თვით კორუფციაც კი არ შეადგენს, ვინაიდან კორუფციაც ჩვენში არსებული სისტემის ფუნქციური მახასიათებლების შედეგია და არა მიზეზი.
        ფაქტია, რომ 1995 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული სისტემა სრულიად უვარგისი აღმოჩნდა პასუხის გასაცემად იმ ისტორიული გამოწვევისათვის, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
        ყველაზე შემაშფოთებელი სინდრომი ისაა, რომ არ ჩანს წინსვლა საზოგადოებრივი ცხოვრების, პრაქტიკულად, არც ერთ სფეროში.
        წლევანდელი ბიუჯეტი უარესია, ვიდრე შარშანდელი, ეს უკანასკნელი – ვიდრე შარშანდელი და ა.შ. სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები არათუ ძლიერდება, არამედ უსახსრობის გამო სუსტდება კიდეც. ცხადია, ყოველივე ეს არ მოხდება რეალობისადმი მეტნაკლებად ადაპტირებულ არც ერთ სისტემაში, რაოდენ ცუდი ჩინოვნიკებიც არ უნდა არსებობდნენ იქ.
        ასეთ მძიმე მდგომარეობას კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, ყველაზე საშიში მომენტიც შეიძლება დაემატოს, სახელდობრ, სისტემის არაეფექტიანობას შეიძლება მის ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანაც დაერთოს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. ეს კი საპრეზიდენტო არჩევნების მეტ-ნაკლებად წარმატებული ბოიკოტის შედეგად შეიძლება მოხდეს.
        ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბოიკოტი თითქმის ვერასდროს აღწევს თავის ძირითად მიზანს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მისი მეშვეობით არსებული რეჟიმი მტკივნეულ დარტყმებს იღებს.
        მაგალითისათვის გამოდგება სლოვაკეთში ორიოდე წლის წინ პრეზიდენტ მეჩიარის მიერ დანიშნული რეფერენდუმის ჩაშლა ოპოზიციის მხრიდან, რეფერნდუმისა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებდა. რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, მეჩიარი ხელისუფლებაში დარჩა, მაგრამ მიყენებული დარტყმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ შემდეგ არჩევნებში სასტიკად დამარცხდა.
        რასაკვირველია, სლოვაკეთთან ანალოგია გამართლებული არ იქნება. სხვა რომ არაფერი, ის სრულიად სხვა კონსტიტუციური სისტემა არსებობს. მაგრამ გაუმართლებელი იქნება იმაზე თვალის დახუჭვა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტი შედგა, მას სრულად სხვა სახე ექნება, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების მიერ განხორციელებულ მრავალრიცხოვან საპროტესტო კამპანიას.
        განსხვავების პირველი საფუძველია ის, რომ ოპოზიციას აქვს გარკვეულად არგუმენტირებული საბაბი ბოიკოტისათვის, ისეთი, რომელიც სრულიად გასაგები იქნება დასავლეთისათვისაც.
        ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ საარჩევნო კომისიების დამაკომპლექტებელი კანონი არასამართლიანია და სახელისუფლო ძალას აშკარად მომგებიან სიტუაციაში აყენებს.
        თუმცა, კანონის შეცვლას არც მმართველი ძალა დაუშვებს და, ალბათ, ძალიან არც ოპოზიცია მოინდომებს: წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს ძალიან ხელსაყრელ საბაბს ბოიკოტისათვის.
        მეორე მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს ის, რომ ბოიკოტის ინიციატივით გამოდიან არა რადიკალთა მყვირალა ჯგუფები, არამედ ლამის მთელი ოპოზიცია. ყოველ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ბოიკოტს, თუ ასეთი რამ შედგა, გარდა ბათუმური ალიანსისა, მხარს დაუჭერს, პრაქტიკულად, ყველა გავლენიანი პარტია (შესაძლოა, მესამე გზის ალიანსის გარდა), ანუ პირველად შეიქმნება სრული ორპოლუსიანი ვითარება, როდესაც ერთ პოლუსზე «მოქალაქენი» იდგებიან, მეორეზე _ ყველა დანარჩენი.
        მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი მდგომარეობა, შესაძლოა, არც იყოს საშიში «მოქალაქეთათვის», მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება შორსმიმავალი საფრთხე შეუქმნას მათ. ძალების ასეთმა გადაჯგუფებამ შეიძლება შორსმიმავალი საფრთხე გამოიწვიოს, თუნდაც ის, რომ საბოლოოდ დაასამაროს ნებისმიერი ფორმით არსებული მესამე გზის იდეა.
        მესამე მომენტი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს შესაძლო ბოიკოტის ეფექტიანობას, ესაა მოსახლეობის სრული ინდიფერენტიზმი და ყველაფერზე ხელის ჩაქნევა.
        თუ საპარლამენტო არჩევნებში «მოქალაქეებმა» ეფექტიანი პროპაგანდისტული კამპანიით დაარწმუნეს საქართველოს მოსახლეობა, რომ ბათუმური ალიანსი ხელისუფლების სათავეში მოსვლით ქვეყანას დააქცევდა (თუ, რასაკვირველია, კიდევ დარჩა რაიმე დასაქცევი), ახლა ბოიკოტის შემთხვევაში ასეთი რამ აღარ მოხდება და, შესაბამისად, მმართველი ძალის მიერ ელექტორატის დარაზმვის უნარი მნიშვნელოვნად შემცირდება.
        მეოთხე მომენტი: დღევანდელი პრეზიდენტის უალტერნატივობაა, რომელზედაც მმართველი პარტია იმდენს

მერიდიანი, 21 იანვარი, 2000 წელი

მთელ გვერდზე