საქართველოს დამანგრეველი მიწისძვრა ემუქრება? რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ტექტონიკური იარაღის გამოყენებას აპირებს?

        უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე რუსულ გაზეთში გაჩნდა ინფორმაცია «ტექტონიკური იარაღის» შესახებ.
        ძირითადად, სტატიები იბეჭდება ე.წ. ბულვარულ პრესაში, მაგრამ ამ კამპანიის «ანსამბლურობა» გვაფიქრებინებს, რომ აქ «რაღაცაშია საქმე».
        რუსულ პრესაში შემთხვევით, საერთოდ, არც ერთი კამპანია არ «გორდება», მით უმეტეს, დღეს, როდესაც ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, ავტორიტარულ რეჟიმს დაუბრუნდა. გააჩნია თემას და საჭიროებას: გარკვეული თემის «შეგდება» ხდება ვითომცდა რესპექტაბელურ «ნეზავისიმაია გაზეტაში», სხვა თემებისა – ბულვარულ გამოცემებშიც.
        «ტექტონიკური კამპანია» კი დაიწყო თურქეთის მიწისძვრისთანავე, რომელმაც ოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პირდაპირ, დაუფარავად განაცხადა, რომ რუსეთმა თურქეთი დასაჯა კავკასიის საქმეებში ჩარევისათვის.
        საერთოდ, ჟირინოვსკი ვითომ გიჟია, მაგრამ, სინამდვილეში, იგი ხშირად ახმოვანებს იმ იდეებსა და ინფორმაციას, რისი აშკარად გამოთქმაც ოფიციალურ პირებს არ შეუძლიათ. თურქეთმა, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოთქვა. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი პასუხი მიიღო: აბა, მაგას რა ჭკუა მოეკითხება, ვერ ხედავთ, გიჟიაო... (სხვა ფორმულირებით, მაგრამ შინაარსობრივად სწორედ ასე უპასუხეს)... სინამდვილეში, ვლადიმერ ვოლფის ძე ჟირინოვსკი რუსეთის სპეცსამსახურთა «შტატიანი» თანამშრომელია ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან, როცა იგი თურქეთში საბჭოთა კავშირის რეზიდენტის თანაშემწე იყო.
        ჟირინოვსკის განცხადებიდან ორიოდე დღის შემდეგ, რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა (ე.წ. ორტ-მ) გადასცა ძალიან უცნაური სიუჟეტი: სადღაც, ურალის რომელიღაც ქალაქში, თურმე, მუშაობს სეისმოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია დღეებისა და საათების სიზუსტით განსაზღვროს, სად მოხდება შემდეგი მიწისძვრა – დედამიწის რომელ წერტილში. თურმე ნუ იტყვით, ამ ლაბორატორიას ზუსტად განუსაზღვრია, როდის მოხდებოდა მიწისძვრა თურქეთში და უცნობებია თურქეთის ხელისუფალთათვის, რომელთაც არ გაუთვალისწინებიათ ეს კეთილშობილური დახმარება და არ დაუჯერებიათ.
        რა თქმა უნდა, არ დაიჯერებდნენ, ვინაიდან, მეცნიერთა აზრით, მიწისძვრის ასეთი სიზუსტით განსაზღვრა აბსოლუტურად შეუძლებელია, ამიტომ თურქეთში «ურალელი შარლატანების» ინფორმაცია ყურად არ იღეს. სწორედ ამიტომ დაისაჯნენ ასე მწარედ.
        სინამდვილეში, მიწისძვრის დროს განსაზღვრა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ... მიწისძვრის პროვოცირება ხდება ხელოვნურად, მიწის ქერქში მიმართული ატომური აფეთქების მეშვეობით, თანაც აფეთქება შეიძლება მოხდეს მიწისძვრის ადგილიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ ადგილას.
        აუცილებელია მხოლოდ იქვე, ახლოს, მცირე დამხმარე ლაბორატორიის არსებობა ზუსტი ტექტონიკური გათვლისთვის. მაგალითად, ისეთი მაშტაბისა, როგორიც ეშერას იდუმალებით მოცული ლაბორატორიაა.
        რჩება ერთადერთი კითხვა: რისთვის დასჭირდა რუსეთს თურქეთის წინასწარ გაფრთხილება? პასუხიც თვალნათელია: კრემლს სჭირდება საკუთარი ძალის დემონსტრირება. ვერანაირი გამოკვლევებით ვერავინ ვერასდროს დაამტკიცებს, რომ ტექტონიკური იარაღია გამოყენებული, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებით რუსეთი თითს უქნევს რეგიონის სახელმწიფოებს, რათა მათ არ გაბედონ რუსეთის ინტერესთა იგნორირება.
        სასჯელი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც მსხვერპლმა იცის, რისთვისაც ისჯება. სხვა შემთხვევაში, სასჯელი აღიქმება, როგორც შემთხვევითობა და ვერ ასრულებს ჭკუის სასწავლებელ ფუნქციას სხვებისთვის.
        იმავე ურალის ლაბორატორიის დირექტორმა საგაზეთო ინტერვიუში ისე, ვითომ «სხვათა შორის», აღნიშნა, რომ, მათი გათვლებით, შემდეგი მიწისძვრა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოხდება, ამის თაობაზე, ვითომცდა აზერბაიჯანის მთავრობას უკვე აცნობეს კიდეც.
        მიაქციეთ ყურადღება: საქართველო არც არის ნახსენები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს: ჩვენი ქვეყანა ხომ «სამხრეთ კავკასიის» განუყოფელი ნაწილია?
        ბუნებრივია, დაისმება კითხვა: რა გვეშველება და სად არის ხსნა?
        ჯერ ერთი, საქართველოს სპეცსამსახურებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მუშაობა ამ საკითხზე დასავლეთის სპეცსამსახურებთან.
        მეორე: საქართველომ, ყოველ მიზეზს გარეშე, აუცილებლად უნდა გააძევოს ქვეყნიდან ეშერის საიდუმლო ლაბორატორია (რასაც ითვალისწინებს სტამბულის 19 ნოემბრის დოკუმენტი), რათა რუსეთის ტექტონიკურმა იარაღმა დაკარგოს სიზუსტე: ასეთ შემთხვევაში, მოსკოვი, უეჭველად გაუფრთხილდება სამხრეთ კავკასიაში თავის სტრატეგიულ მოკავშირეს –სომხეთს.
        და ბოლოს: რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა (ჟირინოვსკის ტიპის მოღვაწემ) ხმამაღლა უნდა განაცხადოს, თუ რას გვიპირებს რუსეთი და ეს განცხადება აიტაცოს ქართულმა, შემდეგ რუსულმა მასმედიამ.
        შეიძლება მხოლოდ ამან გადაგვარჩინოს: ბუნებრივი (ტექტონიკური) პირობები საქართველოს ტერიტორიაზე ესოდენ მძლავრი (9-10 ბალიანი) მიწისძვრისათვის არ არსებობს, ვინაიდან სომხეთის (1988 წ.) და თურქეთის (1999 წ.) მიწისძვრებმა განმუხტა ბუნებრივი, ტექტონიკური დაძაბულობა მიწის ქერქის კავკასია-მცირე აზიის ნაოჭში.
        ამიტომ, თუ საქართველოში მიწისძვრა მოხდა – იგი, უეჭველად, ხელოვნური იქნება.

მერიდიანი, 14 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე