პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტი გადადო

        პირველად, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტმა უარი თვქა გამგზავრებულიყო ოფიციალური ვიზიტით, როგორც ეს დაგეგმილი იყო თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის – აჰმედ ნედჯეთ სეზერის მიწვევით.
        ასეთი რამ კი ჯერ არ მომხდარა – თუ არ ჩავთვლით უარს ნიუ-იორკში გამგზავრებაზე 1997 და 1998 წლებში. მაგრამ დღევანდელი მიზეზი პოლიტიკური ხასიათის არ არის – პრეზიდენტს გარდაეცვალა და ვენერა. როგორც მოსალოდნელი იყო, ედუარდ შევარდნაძე ამ ფაქტს ძალზე ემოციურად გამოეხმაეურა, ვინაიდან, სარწმუნო წყაროების ცნობით, და მას ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა.
        გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
        ასეთ შემთხვევებს საერთაშორისო პროტოკოლი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს, ოღონდ გულისხმობს სათანადო პროცედურის შესრულებას. თურქეთის მხარე, რასაკვირველია, გაგებით შეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილებას. ოფიციალური ვიზიტი არ გაუქმებულა. იგი მხოლოდ გადაიდო. თარიღს თურქეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყებები დამატებით შეათანხმებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგეგმილი იყო ძალზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება «დიდი ნავთობსადენისა» და «ტრანსკასპიური გაზსადენის შესახებ» (დღის წესრიგში ეს საკითხები თურქული მხარის ინიციატივით შეიტანეს, ვინაიდან ანკარაში შევარდნაძის მხარდაჭერის იმედი აქვთ), ვიზიტის გადადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად განიცადა პრეზიდენტმაა დის გარდაცვალება.
        თურქეთში ვიზიტი დღეს, დილის 1 საათზე უნდა დაწყებულიყო, ხოლო გუშინ თელავში ელოდნენ პრეზიდენტს – თელავის 1800 და ერეკლე მეფის დაბადების 280 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
        დამსწრენი გაგებით შეხვდნენ კახეთში პრეზიდენტის ჩაუსვლელობას. თუმცა, თავდაპირველად, ნისლსა და წვიმას აბრალებდნენ. ბევრს კი უკვირდა – წარმოუდგენელია შევარდნაძეს თბილისიდან გამოფრენის შეშინებოდა, მას ხომ არაფრის ეშინიაო.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, ედუარდ შევარდნაძე ასეთი დაღონებული კარგა ხანია არავის უნახავს. ვენერა ძმები შევარდნაძეებისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. იგი დედის მაგივრობას სწევდა. ძმები მას გამზრდელად იხსენიებდნენ. ვენერა წლების განმავლობაში საზოგადოება «ცოდნაში» მუშაობდა. თანაშმრომლები მას დარბაისელ, შრომისყოვარე და უპრეტენზიო ადამიანად იხსენიებენ.
        ვენერას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შევარდნაძეების «დიდი ოჯახი» სრული შემადგენლობით შეიკრიბება თბილისში. თუმცა, ამ თემაზე სპეკულაციები, უბრალოდ, უზნეობა იქნებოდა.

დილის გაზეთი, 8 ნოემბერი, 2000 წ.

მთელ გვერდზე