ოსებო, დაგეწვათ სარაია!

        ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ «სამხრეთ ოსეთის» ხელისუფლება «ოსური ფულის» დაბეჭდვას აპირებს, თბილისში დიდი აურზაური გამოიწვია. თუმცა, არც იმდენი, რამდენსაც რამდენიმე წლის წინათ გამოიწვევდა: საზოგადოება თანდათან ურიგდება იმ აზრს, რომ შიდა ქართლის ტერიტორია საქართველოს იურისდიქციას არ ექვემდებარება. ეს რეალობასთან შერიგებაა და საზოგადოების «პოლიტიკურა»დ აქტიური, ასევე «ელიტარული» ნაწილი ხელისუფლებას აღარ აიძულებს «სამხრეთ ოსეთში» ომი განაახლოს, ვინაიდან შესანიშნავად ახსოვს, როგორ წარიმართა და რით დამთავრდა პირველი ომი.
        თუმცა, «ოსური ფულიოს ერთეული» მაინც მეტისმეტია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ «შერიგების პროცესი უკვე დასრულებული გვეგონა. თუმცა, ოსებს «შერიგება», რა თქმა უნდა, ესმით, როგორც «ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლობა». ნორმალურ სახელმწიფოს კი ფულადი ერთეული აუცილებლად სჭირდება, ისევე, როგორც ჯარი და საზღვარი, გერბი, ჰიმნი, დროშა.
        ეს ყოველივე ოსებმა უკვე დაიმკვიდრეს, ახლა ფულადი ერთეულის დრო დადგა. სხვათა შორის, ფულის კუპიურებზე ჩვენთვის ახლო წარსულში კარგად ცნობილი იოსებ ჯუღაშვილის პორტრეტია გამოსახული. ოსებს მიაჩნიათ, რომ სოსო ჯუღაშვილი, რომლეიც 18 წლისა ბავშვური გულუბრყვილო, თუმცა არცთუ უნიჭო ლექსებს წერდა, ეროვნებით ოსია. ჯუღაშვილი – ჯუღაიათა ოსური წარმოშობის გვარად არის მიჩნეული. თუმცა, სტალინი თავს ქართველად მიიჩნევდა. მისი პაპა, ზაზა ჯუღაშვილი, უეჭველად აქრთველი იყო, თუმცა, პაპის-პაპა შეიძლება ოსიც ყოფილიყო.» ქართველი საუკუნეთა განმავლობაში ჟღერდა არა როგორც ეთნონიმი, არამედ კულტურულ-კონფესიური ცნება – გარკვეული აზრით, «მოქალაქეობა». ამას ვერაფრსიდიდებით ვერ შეაგნებინებ იმ ხალხს, ვინც დაჟინებით მოითხოვს «საქართველოს მოქალაქის» ცნების დანაწევრებას ეთნიკური წარმომავლობის ნ იშნით. ასეთ შემთხვევაში, ნუღარ გაუკვირდებათ, თუ ოსები სტალინს ეთნიკურ ოსად მიიჩნევენ – სწორედ ამ ნიშნით და არა მოქალაქეობის შესაბამისად. ოღონდ ოსებსაც არ სიამოვნებთ, რომ იგი თავს «ქართველად» აღიქვამდა. ამიტომ სტალინის გამოსახვა ყვთელაზე ნაკლები ნომინალის ოსურ ფულზე გადაწყვიტეს.
        რაც მთავარია, ცხინვალიოს ხელიოსუფლება სულაც არ უარყოფს, რომ აპირებს «ოსური ფულის» მოფრას. დაბეჭდვის პრობლემა არ იქნება - ოღონდ ფული გადაიხადე და ათეულობით ფრანნგული, გერმანული, ბრიტანული ფირმა გამოგიგზავნის წინადადებებს ინტერნეტსაიტზე. შემდეგ რამდენი პროტესტიც უნდა ვუცხადოთ ხელისუფლებას, იგი «მრებს აიჩეჩავს» და მოგვიოწდებს, ჩვენს პრობლემებს თავადვე მოვუაროთ, ხოლო მათ თავიანთი პრობლემები ეყოფათ – ახლა კერძო საგამომცემლო ფირმებს რომ არ სდიონ.
        რაც შეეხება «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» მთავრობის გადაწყვეტილებას, მასში თითქმის გასაკვირი არაფერია, ეგრეთ წოდებული «დნესტრისპირეთის რესპუბლიკაშიც» რამდენიმე წელია მიმოქცევაშია «ადგილობრივი ფულადი ერთეული». ანუ, ერთი შეხედვით, «ოსური ფული» სავსებით თავსდება «ფრაგმენტულიო იმპერიალიზმის» რუსულ დოქტრინაში, მაგრამ საქმეც ის არის, რომ «სამხრეთ ოსეთი» არ არის დნესტრისპირეთი. არსებობს კიდევ «ჩრდილოეთ ოსეთი», რომლეიც ოფიციალურად რუსეთის ნაწილია და, თუ ასე გაგრძელდა «სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის» განმტკიცების პროცესი, «ჩრდილოეთ ოსეთს» შეიძლება გაუჩნდეს «დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთთან» გაერთიანების (ერთიანი ოსური სახელმწიფოს შექმნის) სურვილი და არა პირიქით. ეს კი რუსეთს სულაც არ ეპიტნავება. ამიტომ თუ ემოციებს არ ავყვებით (ამით მაინც არაფერი გამოვა), ეს ტრაგიკომიკური ვითარება შეიძლება სასარგებლოდაც გამოვიყენოთ.

დილის გაზეთი, 28 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე