ქართულ ისტებლიშმენტს სირთხილე მართებს; ახალ სამოქალაქო ომს იგი შეიძლება, ფიზიკურადაც შეეწიროს

        რა მდგომარეობაა ამჟამად? მინსკის ისტორიულ სამიტზე ვლადიმირ პუტინმა აშკარად, თავხედურად (როგორც რუსები იტყვიან, ნაგლო) ჩამოაყალიბა რუსული იმპერიალისტური ალგორითმი საქართველოს მიმართ: «სავიზო რეჟიმი» მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდგომ (თუ საქართველო არ «გატყდა»), რუსეთი შეგვიწყვეტს ბუნებრივი აირის მოწოდებას, აგრეთვე, ელექტროენერგიის, მერე დაარწმუნებს სომხეთსა და აფხაზ სეპარატისტებს, ასევე მოიქცნენ, ტყუილად კი არ შედგა სოხუმში სომხურ-აფსუანური «იდუმალი სერობა»), ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს სანაპიროს ბლოკადასაც განახორციელებს.
        პუტისნ არც იმის თქმისა მორიდებია, რომ «საივზო რეჟიმი დროებითი ღონისძიებაა». აქ იცით რა იგულისხმება? – უეჭველად ის, რომ «სავიზო რეჟიმი» მოიხსნება უმალვე, როგორც კი შეივცლება საქართველოს ხელისუფლება, ვინაიდან, შევარდნ აძის ხელისუფლებას სურს იყოს დამოუკიდებელი, ანუ დაიტოვოს უფლება, რუსეთს წაყუენოს პირობა მისი ინტერესების დაკმაფილებისა საქართველოში. ეს პირობაა აფხაზეთი. რუსეთს კი სურს საქართველოში ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომლეიც უპ ირობოდ (ან ტაქტიკური ინტერესების დაკმაყოიფლების ფასად) წავა დათმობებზე მის მიმართ «ბაზების საკითხში». ამ მინით, ცდილობს, დაიწყოს საქართველოში ხელისუფლების დამხობისა და ახალი სამოქალაქო ომის ან (ანუ) კრიმინალური ანარქიის პროცესი. ძალიან საეჭვო ფაქტია, აგრეთვე, თბილისიდან ესპანელი ბიზნესმენებსი გატაცება. ცოტა ხნით ადრე – იტალიელი ჟურნალისტის მკვლელობა და სხვა. არ არის გამორიცხული პირდაპირი ტერორი - პუტინი, როგორც ჩანს, ყველაფერზე წამსვლელია.
        ყოველივე ამას თან ახლავს ძალიან საინტერესო პროცესები ეროვნულ ცნობიერებაში. მიაქციეთ ყურადღება: რაკი ვერ ხერხდება ყველაფრის მარტივად ახსნა იმით, რომ «ხელისუფლება კრემლიოს მარიონეტია და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს» (მართლა იდიოტი უნდა იყო დღეს, რომ ეს დაიჯერო), მიმდინარეობს ალტერნატიული პოლიტიკური სტერეოტიპების გამომუშავების მცდელობა, ვინაიდან ხელისუფლება იქცევა აბსოლუტურად სწორად, როდესაც «თავს არავის ახვევს» რაიმე კურსს ან კურსის ცვლილებას და ელოდება, რა დასკვნამდე მივა საზოგადოება, რომელმაც ცხრანახევარი წლიოს წინათ 99 პროცენტით ხმა მისცა დამოუკიდებლობას, ხოლ დღეს მზად არის, ყველაფერი დაუთმოს ისევ რუსეთს, დაწყებულიო სუვერენიტეტით, დამთავრებული ღირსებით. თანაც არა ბომბარდირების, უშუალო აგრესიისა და ომის შედეგად, არამედ ყოფითი პრობლემების (!) გამო. სხვაგვარად საქართველოში ხელისუფლება ვერ მოიქცევა. სხვაგვარი მოქმედება ახალი სამოქალაქო ომის დასაწყისი იქნებოდა.
        ჰოი, რა შვებით ამოისუნთქავდა ყველა, თუ ედუარდ შევარდნაძე კაპიტულაციაზე ხელს მოაწერდა. მაშინ ყველაფერი მარტივი და იოლი იქნეობდა. რუსეთი გაზსა და ელექტროენერგიას არ შეგვიწყვეტდა, ყოფითი პრობლემები გადაწყდებოდა. სამაგიეროდ, ის ხალხი, ვინც შინაგანად «შვებით ამოისუნთქავდა», საჯაროდ წყევლა-კროულვით აიკლებდა ხელისუფლებას: «ორჯონიკიძე, კრემლის მმარიონეტი და ასე შემდეგ. მაგრამ რაკი შევარდნაძე კაპიტულაციას (მათი ფარული სურვილის მიუხედავად) ხელს არ აწერს და არც «მოძრაობის» მიერ შექმნილ პრიმიტიულ საქმეებში მისი ქმედება არ «ჯდება», ნერვები ეშლებათ და იძულებული ხდებიან, რაღაც წინადადებები შეიმუშაონ. თურმე, ნუ იტყვით, აბსოლუტური დამოუკიდებლობა არ არსებობს. ხოლო საქართველომ (თურმე) «დაბალანსებული» პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რაც «ნეიტრალურ სტატუსში» უნდა გამოიხატოს. ეს უკვე ნამდვილი ანეკდოტია. სად გაგონილა, ნეიტრალიტეტი უცხო ქვეყნის ჯარების შენარჩუნებით? არადა, «ნ ეიტრალიტეტში» სწორედ ამას გულისხმობენ. სინამდვილეში «ნეიტრალიტეტი» იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ვქეყნის ჯარების ყოფნა, მით უმეტეს, გამორიცხულია. «ნეიტრალიტეტი» კიდევ უფრო მეტად გულისხმობს რუსეთის ჯარების გაყვანას. აბა, სად გაგონილა «ნეიტრალურ»ი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც უცხო ქვეყნის ოთხი ბაზაა განლაგებული? იმავდროულად, მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთი დაკმაყოფილდება ჩვენი «ნ ეიტრალიტეტით», ანუ ნატოში შეუსვლელობის გარანტიით და ამ პირობით ციმციმ გაიტანს ბაზებს. სინამდვილეში რუსეთისთვის მთავარია არა საქართველოს «ნეიტრალიტეტი», არამედ ჩვენს ქვეყანაში ბაზების (სამხედრო პლაცდარმის) შენარჩუნება. რაც, ყველაფერთან. ერთად, ჩრდილოეთ კავკასიის უკეთ გაკონტროლების საშუალებას აძლევს. ანუ სრული «ზღაპარია», თითქოს რუსეთთან წარმოშობილი პრობლემის მიზეზი გახდა ედუარდ შევრადნაძის განცხადება «2005 წელს ნატოს კარებზე დაკაკუნების» შესახებ. ეს განცხადება ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა 1999 წელს. მანამდე იყო 1994, 1995, 1996, 1997, 1998 წლები. მითხარით, ერთი ნაბიჯი მიანც გადმოდგა რუსეთმა საქართველოსკენ მთელიო ამ წლების განმავლობაში? სინამდვილეში,ს აქართველომ არსაებული «სამხედრო-სტრატეგიული სტატუს-კვოს» რღვევა და დასავლეთისკენ სტრატეგიული თვალსაზრისით რეალური შეტრიალება დაიწყო მხოლოდ 1998 წელს – რუსი მესაზღვრეების გაყვანით, რაკი დარწმუნდა, რომ რუსეთი აფხაზეთში არაფრის შეცვლას არ აპირებდა.მ ანამდე, 4 წლსი განმალვობაში «მუშაობდა» შევარდნაძ-ეჩერნომირდინის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული შეთანხმება: საქართველო მზად არის 25 წლით დააკანონოს რუსეთის ბაზები საკუთარ ტერიტორიაზე, თუ მოსკოვი დაგვეხმარება აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში. უკიდურეს შემთხვევაში, თუნდაც გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნასა და 100 ათასი უბედური, უმწეო დევნილის სახლში გარანტირებულად უსაფრთხო დაბრუნებაში. მაგრამ რუსეთმა «თითს თითი არ დააკარა». ჩვენს ნაცვლად ომის დაწყებას არავინ სთხოვდა. რა უშლიდა ხელს, თუნდაც, სიტყვიერად დაეგმო აფსუანური სეპარატიზმი?
        წყალწყალა განცხადებები «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აიღარების შესახებ» არაფერს ნიშნავს. არძინბა ხუმრობდა კიდეც – მეზობელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთიც აღიარებსო. ანუ «ტერიტორიული მთლიანობის» აღიარებით გაკეთებულ 100 განცხადებას გადასწონიდა თუნდაც ერთი აფსუანური სეპარატიზმის დაგმობით. დამისახელეთ თუნდაც ერთი ასეთი განცხადება, მთელი 1994 წლის, აგრეთვე, 1995, 1996, 1997 წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოს საზღვრებს (საზვაო აკვატორიის ჩათვლით) უდრტვინველად რუსები აკონტროლებენ, 4 რუსული ბაზის ლიკვიდაციას არავინ მოითხოვდა და «ნატოში გაწევრიანებაზეც» არავინ საუბრობდა. ვერ დამისახელებთ ასეთ განცხადებას, ამგვარი რამ არ ყოფილა. ამასობაში, აფხაზმა სეპარატისტებმა ეთნიკური წმენდის პროცესი საბოლოოდ დაასრულეს, თავიანთი «სახელმწიფოებრიობა» განამტკიცეს, პრეზიდენტი და პარლამენტი აირჩიეს, «ადმინისტრაციული სტრუქტურა» სრულყვეს, ხოლო ფსოუზე განხორციელებულირ ბლოკადა მხოლოდ ფორმალობა და თვალთმაქცობა აღმოჩნდა. 1999 წელს პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ეს თვალთმაქცური» ბლოკადაც» გააუქმა.
        ბუნებრივად ისმის შეკითხვა: რა ვქნათ, რა გვეშველება? უკვე გამოკრთა ჯერჯერობით ფრთხილი პასუხიც (არა ხელისუფლების მხრიდან): «ბოლოს და ბოლოს, ბაზების გამო ხომ არ დავიხოცებით და ამოვწყდებით, დავუკანონოთ ეს ბაზები, რა გახდა, განა ღირს ამდენ წამებად?» ვიმეორებ, გამორიცხულია, ედუარდ შევარდნაძემ ასეთ კაპიტულაცია სხელი მოაწეროს, ხოლო თუ ქართველი ხალი მიიღებს და დაეთანხმება იმ ვერაგულ ალგორითმს (რასაც კრემლიო გვთავაზობს), რომ ქართველებისავე ხელით დაამხოს ხელისუფლება და მოვიდეს სხვა, ვინც ბაზებს დააკანონებს – მაშინ ამ ქვეყანაში ცხოვრება საერთოდ არ ღირს. მაშინ ჩვენ საერთოდ არ ვყოფილვართ ერი და სრულიად გაუგებარია ის, ვითომდაც «მაღლაზნეობრივი სულიერი დაპირისპირება» ედუარდ შევარდნაძისგან მის მიერ ერთ-ერთ ყრილობაზე ნათქვამი ფრაზის გამო: სოლნცე დლია გრუზიი ვოსხოდიტ ს სევერაა». სხვათა შორის, ეს სიტყვები არც შევარდნაძეს ეკუთვნის და არც მის «სპიჩრაიტერს» მოუგონია ამ ფრაზამ პირველად XIX საუკუნეში გაიჟღერა გიორგიევსკის ტრაქტატის შეფასებასთან დაკავშირებით,ხ ლო შევარდნაძემ იგი მხოლოდ გაიმეორა, რადგან შესანიშნავად უწყოდა, სინამდვილეში რისი უნარი და შნო ჰქონდა ამ ქვეყანას და რომ, მიუხედავად (უკვე მ აშინ) ფსევდოპატრიოტული ბაქიბუქისა, საქართველო ყველაზე სუსტი, ყველაზე უმწეო და უპატრონო იყო. სად არიან ახლა ის «ეთნოდისიდენტები», რომლებიც იმ «ზნეობრივი ოპოზიციის» მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს ქმნიდნენ – რატომ არ გამოდიან ტრელევიზითი ან პრესის ფურცელბზე და რატომ არ მოუწოდებენ (რუსეთის მხრიდან გამოუცხზადებელი ბლოკადის ფონზე) მოსახლეობას გამძლეობისა და სიმტკიცისაკენ? იმიტომ ხომ არ არიან ახლა შემძვრალნი სოროებში, რომ დღეს (ძალიან გვიან), 25 წლის შემდეგ მიხვდნენ, რამდენად ასახავდა რეალობას ის ფრაზა, რის გამოც შევარდნაძეს «ასტრონომიის არცოდნას» უქილიკებდნენ.
        თუმცა, დღეს ამაზე საუბარი ძალიან გვიანია. მოსახდენი მოხდა. რა ვქნათ? დავუთმოთ ბაზები, ართა რუსეთმა ამ ზამთარს სიცივითა და სიბნელით სული არ ამოგვხადოს? კი ბატონო, ვთქვათ, დავუთმეთ ბაზები, მაგრამ უნ და გვახსოვდეს, მოსკოვი არამც და არამც ამით არ დაკმაყოფილდება. ერთი სკაბრეზულიო კახური ანეკდოტისა არ იყოს, «პატარას» რომ მიაღწევენ, შემდეგ ზამთარს ახალ მოთხოვნებს წამოგვიყენებენ: ჯერ კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებასთან მიერთება, შემდეგ დსთ-ის საბაჟო კავშირთან, ბოლოს კი რუსეთ-ბელორუსიის კავშირთან საერთო ვალუტით. იმ ვალუტას ლარი რომ აღარ ერქმევა, ცხადია. სავალუტო ფონდიც «აღარ შეგვაწუხებს». თუ ეს გვინდოდა, ამ უბედურ მოსახლეობას და მიწაში ჩამარხულ ათეულობითათას ახალგაზრდას თუ ძველგაზრდას რაღას ვერჩოდით, ჩვენს «დამოუკიდებლობის ექსპერიმენტს» რომ შეწირნენ? თუ ეს გვინდა – ვინ რას გვიშლის. ამერიკა, საზღვაო ქვეითთა დესანტირებას არ განახორციელებს ფოთში, რათა საქართველოს «ჩვეულ სივრცეში» დაბრუნებას ხელი შეუშალოს.
        თუმცა, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ილუზიაა. «პუტინის დოქტრინის» მიღება სინამდვილეში კიდევ ფრო დამანგრეველ შედეგს გამოიღებს, ვინაიდან, სტრატოეგიული თვალსაზრისით, ვერც ერთ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.ს აქართველო რუსეთ-ბელორუსეთის კავშირშიც რომ გაწევრიანდეს, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ბევრად არ გამოსწორდება. პირიქით, შეიძლება გაუარესდეს კიდეც, ვინაიდან ნორმალური, ჯანსაღი ეკონომიკის პირველ, მაცოხლებელ ყლორტებს უმალვე მოაშთობენ ჩვეული «შეღავათიანი კრედიტებითა» და «პროტექციონიზმით».აი,შ მაშინ კი იფეთქებს ახალი სამოქალაქო ომი, რომელიც ამ ქვეყანას საბოლოოდ დაანგრევს და გააჩანაგებს. სხვათა შორის, ზოგიერთი ქართველი ბიზნესმენი, ვინც მენტორულად მოგვიწოდებს «არ დავკარგოთ რუსულიო ბაზარი» (საამისოდ კი აუცილებლად უნდა მივიღოთ «პუტინის ალგორითმი», დაწყებუილ ბაზებით, დამთავრებული რუსეთ-ბელორუსეთის კავშირით) არ ითვალისწინებს, რომ თუ კრემლის ახალი დოქტრრინა განხორციელდა, საქართველოში დაიწყება ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა, რისი პირველი ნიშნებიც 1988-93 წლებში უკვე იყო: პატრიოტიზმი» და «დამოუკიდებლობის მოთხოვნა» იქცევა უკანასკნელ თავშესაფრად, უკანასკნელ არგუმენტად დაბალი სოციალური ფენებისათვის. ამ ფენათა წარმომადგენელი კი აუცილებლად იტყვიან «ქართველ ნუვორიშზე», რომლეიც რუსეთის ბაზარს არ ტოვებს და ამ მიზნით, ქოვეყანას სახელმწიფოებრივი კომპრომისებისაკენ მოუწოდებს: «თვითონ რუსეთში კი ყიდის პროდუქციას, ფულსაც აკეთებს, ოღონდ, ამ ფულით ცოლ-შვილი სანფრანცისკოში დაჰყავს დასასვენებლად და არა რუსეთის კურორტებზე». აი, ეს და ასეთი არგუმენტები წარმოშობს შეურიგებელ ნაციონალ-სოციალისტურ დაპირისპირებას და გარდაუვალ სამოქალაქო ომს.
        ასე რომ, ქართულირ ელიტა (ისტებლიშმენტი) ფრთხილად იყოს, რათა 12 წლის განმალვობაში მეორედ არ მოუვიდეს საბედისწერო შეცდომა, თორემ ახალ სამოქალაქო ომს იგი შეიძლება ფიზიკურადაც შეეწიროს და ვერც «რუსის ჯარი» უშველის - თუ იგი საერთოდ ჩაერია საქმეში და ხელი (რატომღაც) შეუშალა საქართველოს საბოლოო დანგრევას. ამიტომ, ყველა ილუზიის მიუხედავად, სინამდივლეში ერთადერთი გამოსავალი მოთმინება და გამძლეობაა. სხვა შემთხვევაში, მთლიანად გამართლდება ის დასკვნა (ვისთვის სამწუხარო, ვისთვის სასიხარულო), რომ საქართველოს, უბრალოდ, არ აღმოაჩნდა სახელმწფიოებრივი და სულიერი რესურსი დამოუკიდებლად არსებობისთვის, ანუ არსებობისთვის საერთოდ.

დილის გაზეთი, 4 დეკემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე