კიდევ ერთხელ ქართული «ფრენოლოგიის» შესახებ

        ელდარ შენგელაიას უმშვენიერესი მეტაფორა «შერეკილებიდან», როდესაც რომანტიკოსი ქართველები «არყის გამოსახდელქვაბიანი» ძრავით ურემს ცაში ააფრენენ – ჩვენს ქვეყანაში უდავოდ იძენს «ისტორიულ-პოლიტიკური დომინანტის» ფუნქციას და მხატვრულ-პოეტურ სფეროს აშკარად სცილდება.
        თუმცა, თავად შესანიშნავ ქართველ კინორეჟისორს, ალბათ, ვერც წარმოედგინა, თუ მისი «მხატვრული წინასწარმეტყველება» ესოდენ ზუსტი იქნებოდა და (მით უმეტეს) ესოდენ საზარელ, დამანგრეველ შინაარსს შეიძენდა.
        ეს გენიალური ფილმი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც რომანტიკული ოცნება პოსტკომუნისტურ-პოსტიმპერიული ეპოქის ნათელ ჰორიზონტს ვერ სწვდებოდა და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამ «წმინდა ოცნების» აღსრულება უეჭველად ნიშნავდა დანგრეულ, გადამწვარ, გაძარცვულ ქალაქებსა და სოფლებს.
        დღეს ნათელი, ნატიფი, რაფინირებული მეტაფორები პოლიტიკას აღარ ესადაგება, ამიტომ «ფრენოლოგიური ტერმინებით» პოლიტიკის გაკეთილშობილებისა და «გაფერადების» მოსურნეთ ბევრი არაფერი გამოსდით – თანამედროვთე ვითარების ანალიზისას, ერთი უხიაგი ყოველგვარ მხატვრულ ღირსებას მოკლებული «ნახევრადხალხური» ლექსის პასაჟი თუ მოსდით თავში, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პრობლემასა და ამ პრობლემის «საზოგადო აღქმას» ესადაგება: «ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები...»
        აკი მოგახსენეთ, «მხატვრული ღირსება არ გააჩნია» მეთქი, მაგრამ ყოველივე ხალხური (რაოდენ «მრუმე, და უხეშიც» უნდა იყოს) მაინც თავისთავად გენიალურია – იმ აზრით, რომ ისტორიულ ეროვნულ გამოცდილებას ასახავს. ასეთი რამ, შემთხვევით არ ხდება, ანუ თუ რომელიმე «მეტაფორა» პოლიტიკურ აქტუალობას იძენს, მაშასადამე, იგი ისტორიულადაც აქტუალურია და მისი მეშვეობით რეალობის ასახვა სხვა დროსაც ხდებოდა, ამასთან დაკავშირებით ქართული კინემატოგრაფის ერთ-ერთი (იშვიათი) მართლაც მაღალმხატვრული ნიმუშის (თემურ ბაბლუანის «ბეღურათა გადაფრენის» ეპილოგი მახსეანდება: «...რავა სულ ნაცემმა და ნაბეგვმა უნდა იარო, შე უბედურო?!..

XXX
        2000 წლის 1-4 ათგვისტოს, სტამბოლის შეთანხმებისა და «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ადაპტირებული ხელშეკრულების» შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ნატოს წევრი სახელმწიფოების დამკვირვებელთა მონაწილეობით დაიწყო სამხედრო ტექნიკის სარკინიგზო შემადგენლობებზე დატვირთვის პროცესი, 5 აგვისტოს, სისხამ დილით, პირველი ეშელონი გაემგზავრა ბათუმში, სადაც ტანკები და ჯავშანმანქანები, აგრეთვე, საარტილერიო სისტემები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდებზე დაიტვირთება და ნოვოროსიისკისაკენ აიღებს გეზს.
        რუსეთ-საქართველოს «სტამბოლიოს შეთანხმების» თანახმად, რომელიც «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» ადაპტირებული ხელშეკრულების ნაწილია, 2000 წლის 31 დეკემბრამდე რუსეთ-საქართველოს ტერიტორიაზე «დროებითი განლაგების» სტატუსით უნდა დარჩეს 153 ტანკი, 241 ჯავშან-მანქანა, 14 საარტილერიო სისტემა, ანუ იმდენი, რამდენიც განსაზღვრულია «ფლანგური შეზღუდვებითა» და შ:ესაბამისი «კვოტებით». ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსულიო პრესის ცნობით, ეს იმ შეიარაღების მესამედია, რაც ამჟამად აქვს რუსეთს განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე – კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რამოდენა მნიშვნელობას ანიჭებდა მოსკოვი საქართველოს «პლაცდარმს» გეოპოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით.
        ამრიგად, 1 აგვისტ არის ისტორიული თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის და ამთავითვე, ვინც ყურადღებით ადევნებდა თვალს უკანასკნელი ათწლეულიოს განმავლობაში მოვლენათა განვითარებას საქართველოში, შეუძლებელია უცნაური ფენომენი არ აღმოაჩინოს: «ეროვნული მოძრაობა», რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვდა 1988 წლის «რომანტიკულ მიტინგებზე»; 1989 წლის 9 აპრილის აქციაც სწორედ ამ ლოზუნგით მიმდინარეობდა: «რუსუო ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან»! შემდგომ კი საზოგადო განწყობაც და იმდროინდელ «ლიდერთა» პროზიციაც ძალიან უცნაურად შეიცვალა. 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 – მთელი ამ წლების განმავლობაში «საოკუპაციო ჯართა» გაყვანის თემა რაღაცნაირად მიჩუმათდა – იგი «მორძოაბის ლიდერებსაც» აღარ ახსოვდათ: არადა, რატომ? როგორც ახლა ირკვევა, არათუ «საქართველოს ტერიტორიაზე» ზოგადად, ანუ ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში, არამედ, დედაქალაქშიც კი (!). 2000 წლის 1 აგვისტომდე (ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში) განლაგებული ყო რუსეთის შეიარაღებულ ძალთა უძლიერესი დაჯგუფება, რომელიც ნამდვილად ასრულებდა «საოკუპაციო ჯარის» ფუნქციას იმ აზრით, რასაც ამ ტერმინში დებდნენ «ეროვნული მოძრაობის» ლიოდერები, ანუ «ხელს უშლიდნენ ქვეყთნსი სუვერენიტეტის განხორციელებას». ამასთან დაკავშირებით, მახსენდება 9-10 წლიოს წინანდელიო ბობოქარი დისკუსიები «ეროვნული კონგრესის» წარმომადგენლებსა და, ეგრეთ წოდებულ, «ერთადერთი არასაბჭოური არჩევნების მომხრეებს» შორის. მახსოვს, რა გულმხურვალებით უმტკიცებდნენ პირველნი მეორეებს, რომ «ვიდრე საქართველოში დგას რუსეთის ჯარი, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ფიქცია იქნება». თუ ვინმე შეეკამათებოდა, უმალვე: «...თბილისი შენი გგონია?!! _ შენ კი არა, რუსის არის!!!» _ იგულისხმება: იმიტომ, რომ აგერ, ვაზიანში (არადა, ვაზიანი, გარკვეულიო აზრით, მართლაც თბილისის შემოგარენია – ავტ.) დისლოცირებულია რუსის ჯარი.
        კი, მაგრამ, მერე და ეს ჯარი მთელიო ამ წლების განმავლობაში ხომ არსად წასულა? - რატომ აღარავის ახსოვდა. ვერ დამისახელებთ, გასულ წლებში, თუნდაც ერთ აქციას, რომლითაც გუშინდელი ლიდერები გაიხსენებდნენ ადრინდელ ლოზუნგებსა და მოთხოვნებს. ეს უკვე მართლა ანეკდოტია, ვინაიდან ვაზიანში დისლოცირებული რუსული სამხედრო შენაერთი მთელი ამ ხნის განმავლობაში (განურჩევლად იმისა, აქტიურად მოქმედებდა თუ არა), უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ფაქტორად რჩებოდა. რასაკვირველია, ამას არ გულისხმობდა ჯაბა იოსელიანი (ქართული პოლიტიკის «ბებერი მოჯაჰედინი») ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას რომ განაცხადა: «ეს ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები, სამარცხვინო ხალხია»-ო. ვის გულისხმობდა? – უეჭველად, სწრედ იმათ გულისხმობდა, 10-12 წლის წინათ რომ ქმნიდნენ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ დომინანტებს.
        ახლა,მ ოდით ეს ვიკითხოთ: ვისი მოთხოვნით დაიწყო 1 აგვისტოდან რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან, იქნებ ეს «მასათა მძვინვარების», ბობოქარი მიტინგების, მკვახე, მჭექარე ლოზუნგების, პეტიციებისა და ულტიმატუმების შედეგი გახდა? – თქვენც არ მომიკვდეთ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რომ არ მოეთხოვა, მას რომ არ გაემწვავებინა ეს საკითხი, მას რომ არ მიეღწია რუსეთის ჯართა საქართველოში ყოფნის «მიბისათვის» ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების, შემცირების ხელშეკრულებასთან – არავის (მათ შორის არც წარსული ეპოქის «ლიდერებს») ეს ჯარები არ გაახსენდებოდა! ანუ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება დღეს ადამიანს, თითქოს «საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა» და (ანუ) «საქართველოს ნამდვილიო დამოუკიდებლობა» - ედუარდ შევარდნაძის ახირება ყოფილა! მაშასადამე, შევარდნაძეს რომ არ «აეხირებინა» მსაქართველოდან რუსეთის ჯარები გავიყვანოთო, არც 2000 წლის 1 აგვისტოს, 2001 წლის 1 აგვისტოს და არც 2004 წლის 1 აგვისტოს ეს პროცესი არ დაიწყებოდა და მათი ყოფნა საქართველოში საერთოდ არ გაახსენდებოდა იმ ხალხს, ვინც 10-12 წლის წინათ ქვეყანა დააქცია, ახლა «საქმე მოითავა» და თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა (ვისაც ფსიქიკური წყობითა და მენტალიტეტით, უბრალოდ, არ შეუძლია საზოგადოებრივი აქტივობის გარეშე – ოღონდ სხვა საკითხებზე) – მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს, ხოლო საკუთარი «რომანტიკულოი ახალგაზრდობა» მხოლოდ სუფრაზე თუ ახსენდება.
        ისინი «გიჟები» სლუაც არ არიან, ეს ვჩვენა ვართ «გიჟები», თორემ მათ «სათავისო» ჭკუა არც არასდროს აკლდათ. ერთ-ერთმა ასეთმა «გიჟმა» რუსეთის ჯარების გაყვანის სატელევიზიო რეპორტაჟისას დარეკა ტელეკომპანიაში და ერთგვარი «ბრაზშეპარული» ხმით იკითხა: «ამ ხელისუფლებას რუსის ჯარი რომ გაჰყავს, რას ფიქრობს, თუ რუსების დახმარება დაგვჭირდა, ეგენი ჩვენ ამის მერე დაგვეხმარებიან?» მის ტონალობაში სეთი გაღიზიანება იგრძნობოდა, თითქოს სწორედ «ეს ხელისუფლება» აწყობდა 1988 წელს მიტინგებს, ლოზუნგით «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია», «ამ ხელისუფლებამ» მოიგონა და აიკვიატა «რუსეთის საოკუპაციო ჯარების» გაყვანა ან საერთოდ ის, რაც დაფიქსირდა «1991 წლის 31 მარტის დიდ ეროვნულ რეფერენდუმზე». გაუგებარია, სად გაქრა ის 99,99 მეასედი პროცენტი და რატომ აღარ სურს ახლა მას (ანუ სწორედ ამ 99,99 პროცენტს), აგოს პასხუი საკუთარი გადაწყვეტილების ლოგიკურ შედეგებზე – ტერიტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით?!
        ეს მართლაც ისეთი საოცარი ფენომენია, ალბათ, საგანგებო შესწავლას საჭიროებს. არაერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში იქმნება გარკვეული საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტი, შემდეგ ეს დომინანტი აიძულებს ხელისუფლებას (ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც უნდა იყოს) იმოქმედოს მის შესაბამისად, მაგრამ თვით ამ დომინანტის შემოქმედ მომსახლეობას არ სურს იკისროს პასუხისმგებლობა შედეგებზე! მისთვის რასაკვირველია, გაცილებით იოლია, ყველაფერი დააბრალოს ამა თუ იმ ხელისუფლებას, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ხელისუფლებასაც ჰყოფნის ჭკუა და ეშმაკობა (არც გაემტყუნება), თავი არავის აქცევინოს «განტევების ვაცად». გვარს არ დავასახელებ და პოლიტიკოსი პასუხს აგებს ამა თუ იმ «დომინანტის» განხორციელების შედეგზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მისი შექმნილია! ყველა სხვა შემთხვევაში (ანთ თუ «დომინანტი» მას არ შეუქმნია და მხოლოდ ახორციელებდა პოლიტიკას მის შესაბამისად) -–პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა არის ზუსტად ნულის ტოლი! და სულ ტყუილად შეეცდებიან ახლა, საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს მათ მიერ შემუშავებული და დამკვიდრებული «დომინანტი» სწორია, ქვეყნის სასიკეთოა, კეთილშობილურია, აღმშენებლურია, ამაყვავებელია, მაგრამ ეგ არის მხოლოდ - «მისი განხორციელებაა უვარგისი». ეს ძველი, ძალიან ძველი, თაღლითური, დემაგოგიური ხრიკია, რომლითაც საქართველოში შორს ვერ წავლენ, ვერც წავიდნენ, ამას მათდამი (როგორც მკვდრების, ისე ცოცხლებისადმი( დამოკიდებულებაც ადასტურებს, ხოლო «აბა, ჩვენ რა შუაში ვართ, ხელისუფლებაში ხომ არასდროს ვყოფილვართო – ეს ისეთივე ფუჭი არგუმენტია, როგორც «მოძრაობის» ზოგიერთი, დღეს დაბრძენებულ-დადინჯებული» წარმომადგენლსი მცდელობა, 10 წლის შემდეგ დაგვიმტკიცოს და დაგვარწმუნოს, თითქოს «ეროვნული კონგრესის» და «საბჭოური არჩევნების ბოიკოტის» იდეით ისინი (თურმე, ნუ იტყვით !!!) იმ კეთილშობილურ მიზანს ისახავდნენ, რომ არ დაეშვათ «რადიკალიზმი პოლიტიკაში», არ დაეშვათ საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მიერ დამოუკიდებოლბის გამოცხადება (აკი ამბობდნენ: «საქართველოს ეროვნული დროშა ყველა შენობაზე შეიძლება აღიმართოს, გარდა სახელმწიფო დაწესებულებებისაო») და ამით (როგორ არ აგიჩუყდება გული ადამიანს!) საქართველოსთვის შემდგომდროინდელი უბედურებანი აეცილებინა თავიდან.
        ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი! ეს, სინამდვილეში, ისეთივე ცრუპენტელობაა, როგორც ის, თითქოს «კონგრესმენე:ბს» - «უმაღლესი საბჭოს» დამხობა აზრადაც არ მოუვიდოდათ – 28 ოქტომბრის არჩევნებში «ნაციონალ-ბოლშევიკებს რომ არ გაემარჯვათ». სხვა შემთხვევაში კი (თურმე) იდილიურ «ტანდემს» შექმნიდნენ «უმაღლესი საბჭოსა და კონგრესისაგან».

XXX
        ზემოთქმული დღესაც აქტუალურია (არა მხოლოდ თეორიული თვალსაზრისით) და ამდენად, «გამგები – გაიგებს».
        თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესს. 1 აგვისტოს სწორედ ეს პროცესი დაიწყო და არა უბრალოდ «ნამეტი ტექნიკის» გატანა, როგორც რუსული მასმედია ცდილობს, წარმოგვიდგინოს. სამხედრო ტექნიკა რუსებს ადრეც გაჰქონდათ საქართველოდან იმავე მარშრუტით, მაგრამ ეს «ჯარების გაყვანის» კონტექსტში არ მოიაზრებოდა, საქართველოს მოთხოვნით არ ხორციელდებოდა და ჩვენს ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ყოფნის «დასასრულის დასაწყისს» არ მოასწავებდა.
        2000 წლის 31 დეკემბრამდე რუსეთი უეჭველად შეამცირებს სამხედრო ტექნიკის ოდენობას იმ დონემდე, რაც «პირადი შემადგენლობის» შემცირებასაც მოასწავებს, ვინაიდან დარჩენილი ოდენობა არ საიჭროებს განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ სამხედრო სპეციალისტს. ზოგიერთი ცნობით, ამჟამინდელი 8 ათასი სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად, 2001 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში დაახლოებით 5-6 ათასი დარჩება. სწორედ მაშინ გამწვავდება ყველაზე მეტად პ რობლემა: რუსეთს სურს აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, დააკანონოს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები, სულ ცოტა, 25 წლით. «დააკანონოს», ანუ გააფორმოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რაც, რასაკვირველია, არარეალურია, მაგრამ რუსეთი ამ მცდელობას მიანც გააგრძელებს. საქართველოს ხელისუფლება კი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდებოდა, თუ რუსეთი შეცვლის პოლიტიკას აფხაზეთის საკითხში, რასაც სასიკეთო პირი არ უჩანს: მოსკოვს, რომელიც კარგა ხნით ჩაეფლო ჩეჩნეთის სისხლიოან ჭაობში, ნამდვილად არ ეპიტნავება ჩრდილო-დასავლეთ კავკეასიაში მცხოვრები ადიღელების (ისინი აფსუებს ენათესავებიან) გაღიზიანება. ამიტომ რუსეთი ეძებს საშუალებას, რათა საქართველოში სამხედრო ყოფნაც შეინარჩუნოს და, იმავდროულად, არც «აფსუა-ადიღე» მოკავშირეები გაანაწყენოს, რაკი სნი «ლოიალობას ამჟღავნებენ» და კრინტს არ სძრავენ ჩეჩენი ხალხის განადგურების საწინააღმდეგოდ. პოულობს კიდეც ასეთ საშუალებებს: მოსკოვში, «ბაზების თაობაზე» მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დასრულებისთანავე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კატეგორიულად უარყო ქართული მასმედიის ცნობა (მიაქციეთ ყურადღება, როდის იყო საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალური წარმომადგენლები ქართულ მასმედიას ასეთ მნიშვნელობას ანიჭებდნენ), თითქოს რუსეთმა გადაიფიქრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება. სინამდვილეში, არათუ «გადაიფიქრა», არამედ (მისივე განცხადებით) «საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურები უკვე დაწყებულია».
        ბუნებრივია, ეს არის «დამსჯელი აქცია» ჯარების გაყვანის საწინააღმდეგოდ. მაგრამ რუსეთი არაფრის დიდებით ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, ასეთ «დამსჯელ აქციას» არ განახორციელებდა, მოსკოვში დარწმუნებულნი რომ არ იყვნენ მთავარში: ამგვარი «დამსჯელი აქცია» საქართველოსთან მიმართებაში უკუშედეგს კი არ გამოიწვევს, ანუ მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა უფრო კი არ «შეიკვრება» და მტკიცე შეგნების საფუძველზე პასუხისმგებლობით კი არ განიმსჭვალება, რათა გაუძლოს ზემოქმედებას (როგორც მოიქცეოდნენ ანალოგიურ შემთხვევაში ლიტველები, სომხები, ყირგიზები, ესტონელები, ჩეჩნები, თათრები, ლატვიელები თუ სხვა სახელმწიფოებრივად კულტურული ერები(, არამედ, დაუყოვნებლივ იფეთქებს სოციალური უკმაყოფილება, პოლიტიკური დაპირისპირება, პოლიტიკური პარტიები (მათ ხომ თავისი პოლიტიკური ანგარებსი გარდა, საეროთდ არაფერი აინტერესებდათ და აინტერესებთ) უეჭველად შეეცდებიან ვითარებიდან მაქსიმალური «სარგებელი» მიიღონ, მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, რასაკვირველია, ყველაფერს ახსნიან მხოლოდ «ხელისუფლების უნიათობით», «კორუფცირებულობით» და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        არადა, სინამდვილეში, რუსეთის მხრიდან «სავიზრო რეჟიმის შემოღება» ობიექტურად გაამწვავებს ვითარებას საქართველოში. ჩვენი ქვეყნის (წელს გვალვით დაზარალებული) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის 80 პროცენტი, რუსეთზე მოდის. განვლილ პერიოდში (1992 წლიდან) «საექსპორტო ორიენტაციის» შეცვლა კონკრეტულ ექსპორტიორს აზრადაც არ მოუვიდოდა, სახელმწიფო კი ვერ დააძალებდა. თუ მაინც დააძალებდა (რათა რუსეთზე დამოუკიდებლობის დონე შეემცირებინა), აუცილებლად, აუცილებლად ჩაუთვლიდნენ «უაზრო ახირებად» და სამტრედიაში «სარკინიგზო ბლოკადის» აქციას შეადარებდნენ.
        გარდა «საექსპორტო დანაკარგებისა», ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება ისიც, რომ «სავიზრო რეჟიმის» შემოღებისთანავე, რუსეთში მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეთა ნახევარი მაინც იძულებული გახდება დაბრუნდეს საქართველოში. მეორე ნახევარი კი _ მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას, რაც აგრეთვე იქნება გამოყენებული პოლიტიკურ არგუმენტად. ერთბაშად ასეულობით ათასი ადამიანი მოაწყდება საქართველოს «შრომისა» და «სამომხმარებლო» ბაზარს. შეიქმნება უამრავი პრობლემა პიროვნული ურთიერთობისა ნათესავებს, ახლობლებს, კოლეგებს შორის, რაც ბევრს გააკვივრებს», თითქოს ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის სავიზრო რეჟიმის არსებობაში რაიმე განსაკუთრებული ყოს. მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ მოსახლეობას არ სურს იკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე - «დამოუკიდებლობა» რაღაც აბსტრაქტულ ევფემიზმად აღიქმებოდა, ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგა... ეს როგორ, დამოუკიდებლობა გვინდა და თანამდევი, გარდაუვალიო პრობლემები არ გვინდა? მე რომ მკითხოს კაცმა (საზარელი რამ უნდა ვთქვა) ეკონომიკური, ენერგეტიკული, სავაჭრო, სამრეწველო, ფინანსური თუ ამ კატეგორიის ყველა სხვა თვალსაზრისით, საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნეობდა დამოუკიდებლობა საერთოდ არ გამოეცხადებინა ან დღეს გაწევრიანდეს «რუსეთ-ბელორუსეთის» თუ «საბაჟო კაშვირში». დარწმუნებული ვარ, ბევრი კი ფიქრობს დღეს საქართველოში ასე (პოლიოტიკოსებს არ ვგულისხმობ), მაგრამ ესეც ნურას უკაცრავად – უკვე გვიან არის. პოლიტიკური დომინანტი შექმნილია, იგი ხელისუფლებას (მით უმეტეს, კონკრეტულად ამ ხელისუფლებას) არ შეუქმნია, ოღონდ ბოლომდე განუხრელად განახორციელებს.
        ამ ვითარებაში ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა, «აუტკივარი თავის არატკივების» ტაქტიკა: ბაზების 25 წლით დაკანონება გამორიცხულია, მაგრამ პროცესი შეიძლება სხვა მეთოდებით გაჭიანურდეს: «2001 წლის 1 ივლისამდე რუსები ყველა სამხედრო ობიექტს გააუქმებენ ვაზიანში, გარდა ვაზიანის აეროპნორტისა. არ არის აუცილებელიო დემარშები და საპროტესტო ნოტები – სულ ერთია, საქართველოს გარეშე ისინი ვაზიანის აეროდრომს ვერ გამოიყენებენ. ჯერ ერთი, სალოკაციო მომსახურება სჭირდებათ, უკიდურეს შემთხვევაში კი, ერთი ვერტმფრენის «დაკიდება» ასაფრენ ბილიკთან საკმარისია, რათა იქო საქართველოს თანხმობის გარეშე ვერც ერთი თვითმფრინავი ვერ დაჯდეს. სექტემბრის ბოლლოსა და ოქტომბრის დასაწყისში, თბილისში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდია დაგეგმილი – თვისებრივად ისიც უშედეგო იქნება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მაქლსიმალურად უნდა გააჭიანუროს დრო, რათა მოსახლეობამ «უვიზო რეჟიმის» პირობებში წლევანდელი (უეჭველად( მწირი მოსავალის გაყიდვა მოასწროს რუსეთის ბაზრებზე – უპირველესად, რასაკვირველია, ჩრდილოეთ კავკასიაში.
        სწორედ მოლაპარაკებათა «თბილისის რაუნდი» იქნება გადამწყვეტი იმ თვალსაზრისით, რომ ნათელი გახდება, აკმაყოფლებს თუ არა რუსეთს ბათუმისა და ახალქალაქის «ჰაერში გამოკიდებული» სტატუსი, როდესაც ერთი მხრივ, საქართველო არ მოითხოვს მათ გაყვანას, მაგრამ არც იურიდიულ საფუძველსთ უქმნის. თუ ოქტომბერში რუსეთი მაინც შემოიღებს სავიზო რეჟიმს, ეს იქნება «კაზუს ბელი», რათა საქართველომ გამოხატოს ჯარების მთლიანად, დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნა (გარდა სამშვიდობო ძალებისა). ამით რუსეთი თივთონ გადალახავს რუბიკონს.
        «სავიზო რეჟიმის» შედეგი კი, შეიძლება, გარკვეულწილად შერბილდეს შემდეგი ფაქტორებისა და «კონტრზომების» მოქმედების შედეგად: პირველად ვლადიმირ პუტინმა «სავიზრო რეჟიმი» გასული წლის ოქტომბერში ახსენა, ამდენად, «მოულოდნელიო ზომა» იგი ვეღარ იქნება – ყველა სუბიექტი (ფიზიკური თუ იურიდიული), ვისაც შეიძლებოდა ეს შეხებოდა, ერთი წლის განმავლობაში, რასაკვირველია, თავს დაიზღვევს და შეეცდება (საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე), მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური შედეგი. ბოლოს და ბოლოს, «რუსეთის მოქალაქეობის» მიღებაც წმინდა ფორმალობა იქნება, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის დიდი ნაწილი კვლავ საქართველოში ცხოვრობს. შესაძლებელია «მოქალაქეობის» შესახებ არსებული, მეტისმეტად ხისტი და მოუქნელი კანონმდებლობის მოდერნიზაციაც თანამედროვე რეალიების შესაბამისად.
        რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა სახის ექსპორტს რუსეთში, «სავიზო რეჟიმის» შემოღება მას მხოლოდ შეამცირებს, ვინაიდან ჯერ ერთი (ზოგი ჭირი მარგებელიაო), ოსები არ დაუშვებენ როკის გვირაბის დაკეტვას, «გარდა ამისა, რუსეთი შეეცდება არ დააზარალოს მისი სტრატეგიული მოკავშირე კავკასიაში – სომხეთი. ანუ «სომხური ტრანზიტი» კვლავ უვიზოდ განხორციელდება, რუსი მესაზღვრეები კი, ვერ გაარჩევენ ამ შემთხვევაში ტვირთის წარმომავლობას. ერთი სიტყვით, «სავიზრო რეჟიმი» სულაც არ არის ისეთი პანაცეა, როგორც მოსკოვში წარმოუდგენიათ. მაგრამ საქართველოში ვითარების დასაძაბად მაინც საკმარისია.
        ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, «წვრილმანია» იმასთან შედარებით, რაც ! აგვისტოს მოხდა: ამ თარიღმა მართლაც «დაიგვიანა», მაგრამ დაიგვიანა ობიექტური (და არა სუბიექტური) მიზეზების გამო. თუ ამჟამინდელმა ტაქტიკამ გაამართლა, «რუსეთის წასვლის» პროცესი დროში გაიჭიმება, მაგრამ მაინც განუხრელი და შეუფერხებელი იქნება – თუნდაც იგი 2005 წლამდე გაიწელოს, როდესაც სულაც აღარ იქნება «ღიმილისმომგვრელი» ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ოღონდ მაშინაც მხოლოდ «პერსპექტივა» და არა რეალობა.
        ალბათ, მანამდე «გადაიხარშება» კოლექტიურ ცნობიერებაში მიმდინარე პროცესებისთვის საერთო პასუხისმგებლობის შეგნება – ეს ძალიან ძვირფასი თვისებაა, რომელიც სახელმწიფოებრივ შეგნებას განაპირობებს და ახლავს თან. სხვაგვარად, უბრალოდ, შეუძლებელია ქვეყანა განვითარდეს, სხვაგვარად საქართველოს მომავალი სამოქალაქო ომების უწყვეტი სისხლიანი კასკადი იქნება(ისევე, როგრც ისტორიაა), როდესაც ერთი მოვლენა განაპირობებს მეორეს «ჯაჭვური რეაქციის» პრინციპით. ერთადერთი გამოსავალი ამ «ჩაკეტილი წრიდან» ის იქნება, თუ გავარკვევთ (თავად) რა გვინდოდა ან რა გვინდა საერთოდ, ანუ ზეციდან _ მიწაზე.

დილის გაზეთი, 7 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე