რაც კარგია საქართველოსთვის, ცუდია რუსეთისთვის
       

        დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სტამბულს მიემგზავრება, სადაც ხვალ ოფიციალურად გაიხსნება «ათასწლეულის სამიტი». ეს მოვლენა არნახულ აჟიოტაჟს იწვევს მთელ მსოფლიოში. მასში, დამკვირვებელთა სახით, მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის, არამედ აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის ოფიციალური წარმომადგენლებიც.
        ასეთი ინტერესი სავსებით გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის უკანასკნელი მაშსტაბული საერთაშორისო ღონისძიება 21-ე საუკუნისა და მესამე ათასწლეულის დაწებამდე.
        ამჯერად მისი უდიდებულესობა პოლიტიკა განსაზღვრავს ეპოქის დასასრულს. ამ ლოგიკით კი, XX საუკუნე მთავრდება და XXI საუკუნე იწება სწორედ 18 ნოემბერს სტამბულში, სადაც დაამტკიცებენ «ახალი ევროპის ქარტიას».
        რუსეთის პრობლემაა, თუ იგი მესამე ათასწლეულში შედის ამჟამინდელ მარაზმატულ მდგომარეობაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ფაშისტური იუგოსლავიის პრობლემა ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაწყვიტეს. რუსეთი კი, როგორც ჩანს, ჩეჩნეთის ომით შევა მესამე ათასწლეულში, ვინაიდან საეჭვოა ამ ქვეყნების შეიარაღებულმა ძალებმა ჩეჩენი ხალხის მთლიანი განადგურება მოასწრონ.
        თავსლაფდასხმულნი და ნამუსგარეცხილნი შედიან მესამე ათასწლეულში აფსუები და მათი მონათესავე ჩერქეზ-ყაბარდო-ადიღელები, რომლებიც ასეთი «ვაჟკაცები» იყვნენ რუსეთის მეშვეობით საქართველოს განადგურებისას, ხოლო იმავე რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდის დროს შეძვრნენ სოროებში, -ვირთხებივით.
        ისტორიული ფაქტია, რომ ჩეჩენი ერის გენოციდისას საქართველომ გაცილებით მეტი გააკეთა ჩეჩნების დასახმარებლად, ვიდრე იმ ვითომცდა «ამაყმა კავკასიელმა მთიელებმა», რომელთაც სინამდვილეში არანაირი ღირსება არ გააჩნიათ და ზემოთ ხსენებული მღრღნელის თვისება აქვთ ანუ მხოლოდ სუსტთან და უმწეოსთან არიან «ძლიერები» და «მამაცები».

        რუსეთი დღემდე გააფთრებით ცდილობს, აიძულოს საქართველო დაიკავოს ანტიჩეჩნური პოზიცია. საინფორმაციო დივერსიებში უკვე «ჩვენი თანამემამულე», იგორ ივანოვიც ჩაერთო, რომელიც ახმეტაში გაიზარდა; მთიელი გოგონები ხშირად «წაუთაქებდნენ» ხოლმე თავში. ალბათ ამით თუ აიხსნება მისი დღევანდელი ბოღმა, რომელიც ესოდენ შესამჩნევია უკანასკნელ განცხადებაში: თურმე ნუ იტყვით, «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხში, საქართველო ცდილობს დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომლეიც არ აწყობს რუსეთს და არ შეესაბამება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს».
        მოდი და ნუ გაგისკდება გული!
        რატომ უნდა დაიკავოს საქართველომ სხვაგვარი პოზიცია, თუ სანაცვლოდ ვერაფერს იღებს აფხაზეთში?
        1994 წელს ედუარდ შევარდნაძემ ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა რუსეთის პოზიციას ჩეჩნეთში.
        1994-1998 წლებში, რუსი მესაზღვრეები იდგნენ შატილსა და ომალოში.
        1995 წელს საქართველომ ხელი მოაწერა დოკუმენტს «რუსეთის სამხედრო ბაზების თაობაზე - 25 წლით».
        1999 წელს ედუარდ შევარდნაძემ და გენერალმა ნიკოლაევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, საქართველოში რუსეთის სასაზღვრო ჯართა ლეგიტიმურობის შესახებ.
        1994 წელს საქართველო შევიდა დსთ-ს «კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში», რომელიც შინაარსობრივად «რუსეთის გეოპოლიტიკური უსაფთხოების ორგანიზაციაა» და სხვა არაფერი.

        რა მივიღეთ სანაცვლოდ რუსეთისაგან? - მივიღეთ «აფხაზური სახელმწიფო», რომელიც 1994 წლიდან განმტკიცდა, გაძლიერდა, ლეგიტიმურობის მეტი ხარისხი შეიძინა და მივიღეთ ქართველთა მორიგი გენოციდი გალში - 1998 წელს.
        ახლა ჰყოფნით სინდისი (უფრო ზუსტად, უსინდისობა) მოგვთხოვონ მხარდაჭერა, უკვირთ, რატომ არ ვიკავებთ «ჩვეულებრივი შეიარაღების» საკითხში ისეთ პოზიციას, რომელიც «რუსეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება» (თითქოს საქართველოს არ გააჩნია ეროვნული ინტერესები) და აქეთ «გვანამუსებენ»: არ გრცხვენიათ, რატომ მხარს არ გვიჭერთო.
        სტამბოლოს სამიტი ერთგვარი «ჭეშმარიტების მომენტია».
        ქართულ დიპლომატიას უკვე შესწევს ძალა, არ დაუშვას სეპარატული გარიგება (ჩვენს ხარჯზე) რუსეთსა და დასავლეთს შორის. თუ საჭიროა, საქართველოს დელეგაციამ ვეტოს უფლებაც უნდა გამოიყენოს სამიტზე; თუმცა, აქამდე საქმე, ალბათ მაინც არ მივა.
        ათასწლეულის სამიტს, თუ მაინც და მიანც სწორედ რუსეთს ჩააშლევინებენ, - მით უარესი რუსეთისათვის.

7 დღე, 17 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე