«ჯავახკი» ახალი პროვოკაციისათვის ემზადება
   

    საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ჯავახეთში ახალი სომხური ორგანიზაცია შეიქმნა, რომელსაც, თურმე ნუ იტყვით და, გულისამაჩუყებელი სახელი «მთლიანი საქართველო» ჰქვია.
    რა «მთლიანი საქართველოსთვისაც» იბრძოლებენ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სომხები, თუნდაც იქედან ჩანს, რომ «მთლიანი საქართველო» «ჯავახკის» ანტიქართული ბანდის საფუძველზე ყალიბდება.
    ამ ფაქტს თბილისში თითქმის არ მიაქციეს ყურადღება, არადა იგი აშკარად ავისმომასწავებელია.
    სომხური «მთლიანი საქართველოს» შექმნა იმას ნიშნავს, რომ მომავალ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში მცხოვრებ სომხებს «საკუთარი ეროვნული პარტიით» სურთ მონაწილეობა.
    მათ აშკარად აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ყველა ადრინდელ არჩევნებში «ქართველებს აძლევდნენ» ხმას, რაკი სომხური ეროვნული პარტია საქართველოში არ ჰქონდათ.
    «ნეზავისიმაია გაზეტასთვის» მიცემულ ინტერვიუში «ჯავახკის» ერთ-ერთი ლიდერი ბოღმასა და სიძულვილს ვერ მალავდა: ყველა არჩევნებზე იძულებულები ვართ, ხმა ქართველებს მივცეთ, გაუგებარია სომეხი ქართველს ხმას რატომ უნდა აძლევდესო.
    მართლაც, ყველა პარტია საქართველოში (ოპოზიციურიც და სახელისუფლებო) მაინც «ქართული პარტიაა». ეს პარტიები ინაწილებდნენ სომხური ელექტორატის ხმებს, რაც სომხურ უმცირესობას სულაც არ ეპიტნავება. ამიტომაც შექმნეს «ჯავახკის ბაზაზე» სომხური პარტია. რა თქმა უნდა, «მთლიან საქართველოს» დაარქმევენ - აბა, «დაშლილ-დანაწევრებულ საქართველოს» ხომ არ უწოდებენ და თავიანთ ზრახვებს დროზე ადრე ხომ არ გამოააშკარავებენ?
    ძნელი მისახვედრი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში. სომხური «მთლიანი საქართველო» იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას მოითხოვს, რათა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღოს. თუ უარს ეტყვიან (არადა, აუცილებლად უარი უნდა უთხრან), მაშინ იჩივლებს «ევროპის საბჭოში» და ევროსასამართლოში: აქაოდა, საქართველოში სომხური ეროვნული უმცირესობის უფლებები ირღვევაო.
    იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემთხვევაში კი, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი მძლავრი პოლიტიკური პარტია შეემატება სომხებისათვის სასურველი და სანატრელი «მთლიანი საქართველოს» სახით.
    საქართველოში ამჟამად ნახევარი მილიონი სომეხი ცხოვრობს: დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველა მათგანი «სომხურ პარტიას» მისცემს ხმას, რაც სავსებით საკმარისი იქნება 5 პროცენტიანი ბარიერის გადასალახად.
    ასე მივიღებთ (ახიც იქნება ჩვენზე) მომავალ პარლამენტში მძლავრ სომხურ ფრაქციას, რომლის წევრთა უმრავლესობას ქართულიც არ ეცოდინება ხეირიანად და სულ მალე, სომხური ენის «მეორე სახელმწიფო ენად» გამოცხადებას მოითხოვს.
    აბა, როგორ? - ეროვნულ უმცირესობათა უფლებები ხომ უნდა დაიცვა? ეს ყოველივე, რასაკვირველია, ძალიან ზუსტად აქვთ გათვლილი ეროვნულ სტრატეგებს, რომელთა უშუალო მონაწილეობითა და ვირეშმაკული რჩევით მოხდა «ჯავახკის» ტრანსფორმაცია.
    იუსტიციის სამინისტროში ამ ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმას უეჭველად მოჰყვება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს «შეშფოთებული» რეაქცია, რომელიც «ყურადღებით» ადევნებს თვალს საქართველოში ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის» სფეროებში არსებულ მდგომარეობას.
    იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია კი (ვიმეორებ) არჩევნებში ეთნიკური ნიშნით შემდგარი «სომხური პარტიის» მონაწილეობას ნიშნავს.
    მართლაც, ფორმალურად რატომაც არ შეიძლება არსებობდეს «სომხური პარტია», რომლის ცენტრი იქნება არა თბილისში, არამედ «საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში», კერძოდ, ჯავახეთში?
    ახალქალაქის ცენტრიდან კი ამ ორგანიზაციის «საცეცები» მთელ ქვეყანას მოედება.
    თბილისში და ქუთაისშიც, - ყველა მხარეში შეიქმნება «მთლიანი საქართველოს» რეგიონალური ორგანიზაციები. ფინანსური პრობლემები მათ რა თქმა უნდა არ ექნებათ.
    საარჩევნო სიას  ერთიანს წარადგენენ. იმ სიაში შეიძლება თითო-ოროლა ქართველიც გაურიონ შესაბამისი «ეტიკეტისა» და პოლიტკორექტულობისათვის.
    ასე მივიღებთ პირველ «ეროვნულ პარტიას» საქართველოს პარლამენტში, შემდგომ ასეთივე პარტიას შექმნიან აზერბაიჯანელები. რატომაც არა? ვითომ ვერ დააფუძნებენ ანალოგიურ პარტიას (სახელწოდებით «განუყოფელი საქართველო») ქვემო ქართლში? რით ვერ გამოდგება მარნეული ამ პარტიის ცენტრად?
    ასევე შეიქმნება მთელი საქართველოს მაშტაბით «აზერბაიჯანული პარტიის» ფილიალები. «განუყოფელი საქართველოც» ისევე გადალახავს 5_პროცენტიან ბარიერს, როგორც «მთლიანი საქართველო».
    ეს ორი პარტია (საქართველოს საწინააღმდეგოდ), ნუ გაგიკვირდებათ და შეიძლება კიდეც გაერთიანდეს ზოგიერთი საკითხის განხილვისას; კიდევ უფრო ნუ გაიკვირვებთ და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი (ქართველების) სიბრიყვითა და სიჩლუნგით, მომავალ პარლამენტში ქართველები შეიძლება უმცირესობაშიც აღმოჩნდნენ, ვინაიდან «ქართული პარტიები», რასაკვირველია, ვერასდროს მიაღწევენ კონსოლიდირებულობის ისეთ დონეს, როგორსაც «მთლიანი საქართველო» და «განუყოფელი საქართველო».
    ამიტომ ეროვნული მოძრაობის 10 წლისთავზე, საპარლამენტო არჩევნებისას ქართული პარტიები ერთმანეთს წაართმევენ ხმებს, 5-პროცენტიან ბარიერს უმრავლეს შემთხვევაში ვერ გადალახავენ, ხოლო თუ ვინმემ გადალახა - ეკვივალენტი საერთო ჯამში ნაკლები იქნება, ვიდრე «მთლიანი საქართველოს» და «განუყოფელი საქართველოსი» ერთად აღებული.
    ასე აღმოვჩნდებით უმცირესობაში საკუთარი ქვეყნის პარლამენტში.
    თუ არ გვინდა საბოლოოდ დავასხათ თავსლაფი საკუთარ, სიმწრით, სისხლითა და ცრემლით მოპოვებულ სახელმწიფოებრიობას, არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი: როდესაც ყოფილი «ჯავახკის» ლიდერები (დღეს უკვე «მთლიანი საქართველოს» აქტივისტები) იუსტიციის სამინისტროში მივლენ რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით, - მათ იქიდან ერთი კარგი პანღური უნდა უნდა ამოჰკრან; იმდენად მძლავრი პანღური, რომ ექო ერევანს მისწვდეს.
    პარლამენტმა კი დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აკრძალავს საქართველოში პოლიტიკური პარტიის შექმნას ეთნიკური და რეგიონალური ნიშნით.
    ამ კანონის კონსტიტუციური საფუძველი უკვე არსებობს, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის (ამჯერად, ყოველგვარი ირონიის გარეშე), მართლაც შესანიშნავი კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ბრძანებს: «ხალხის არც ერთ ნაწილს არა აქვს უფლება, ხელყოს და მიითვისოს ერის (იგულისხმება «ნაციის» ევროპული გაგებით ანუ «სამოქალაქო ერის») ხელმწიფება».

მერიდიანი, 5 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე