ასლან აბაშიძე შერიგების ხასიათზე მოვიდა
   

    ზოგიერთი ცნობით, აჭარის ლიდერი მზად არის «შერიგების ხელი გაუწოდოს ყველა პარტიას», გარდა რამდენიმე რადიკალურად ოპოზიციური ორგანიზაციისა, რომლებიც მას წლების განმავლობაში ებრძვიან.
    აბაშიძემ პირდაპირ დაასახელა კიდეც ეს პარტები - მათ შორის, რა თქა უნდა, განსაკუთრებული ადგლი «რესპუბლიკელებს» უკავიათ. დავით ბერძენიშვლი თვლის, რომ იგი ერთადერთ ჭეშარიტად ოპოზიციურ პარტიაა მთელი ქვეყნის მაშტაბთაც.
    ასლან აბაშიძის განცხადებაში «მოქალაქეთა კავშირი» ნახსენებიც კი არ არის, ანუ «აჭარის ლომი» არც მოქალაქეებთან შერიგებას გამორიცხავს. ბოლოდროინდელი მკვეთრი განცხადებების შემდეგ ეს შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდე,ს რომ, ჯერ ერთი, მომავალი საპარლამენტო სკანდალი ფრაქცია აღორძინების «ბრალდებებთან» დაკავშირებით გაურკვეველი ვადით გადაიდო; მეორეც, ასლან აბაშიძე აშკარად რაღაცამ შეაშფოთა. სიმპტომატურია მისი სიტყვები: ინტელიგენციის მხარდაჭერას ვერ ვგრძნობო. მართლაც, მან ელიტის თანადგომა ვერ მოიპოვა, მის გარეშე კი წარმატების მიღწევა გაუჭირდება, მით უმეტეს, თუ იმ შორსმიმავალ გეგმებს გავითვალისწინებთ, რომელიც ნამდვილად გააჩნია. მან ემოციებიც ვერ მოთოკა და ბათუმში ამასწინანდელი შეხვედრისას ინტელიგენცია გაანაწყენა. შეუძლებელია, ამას სერიოზული შედეგები არ მოჰყვეს ქართული ელიტის ტრადიციული გავლენის გამო.
    დაძაბულობამ თბილისსა და ბათუმს შორის თვით აჭარის ხელისუფლებაში გააჩინა ბზარი. განსაკუთრებით დიდ მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა აჭარის სტატუსთან დაკავშირებული სკანდალი. ასლან აბაშიძე მიხვდა, რომ გადააჭარბა და მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომლის მიღმაც «ქართულ პოლიტიკურ სცენაზე» უკვე ვეღარ ითამაშებდა.
    ამიტომ, მაინც დაძაბულობის შერბილება ამჯობინა, თუმცა მომავალ სამშაბათამდე არც ისე დიდი დროა და ყველაფერს საპარლამენტო დისკუსია წარმოაჩენს.
    ზურაბ ჟვანია ასე ადვილად «წასაქცევი» ფიგურა არ აღმოჩნდა. როგორც კი ვითარება დაიძაბა, უმალვე გაირკვა: მას სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. არსებობს «ფარული დინებებიც». მაგრამ ერთი რამ აშკარაა: «რესპუბლიკელები» ნამდვილად ლოიალურნი გახდნენ «ჟვანიას გუნდის» მიმართ, თუმცა მაინც საყვედურობენ: დღეს რასაც ამბობ, ჩვენ გუშინ მივხვდით და მაშინ არ გვიჯერებდითო. თუ ასე გაგრძელდა, ასლან აბაშიძემ შეიძლება მძლავრი ოპოზიცია შეიქმნას, რომელსაც მომავალ საარჩევნო ბატალიებში ასე ადვილად ვეღარ დაშლის და დაამარცხებს.

მერიდიანი, 24 აპრილი, 1998 წ.
   
   

ძველი ფიქრები ახალი სტილით
   

    ასლან აბაშიძე პრეზიდენტობას უმიზნებს?!
    აჭარის ლიდერის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ იგი «არ გამორიცხავს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას», თბილისში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
    ასლან აბაშიძის თქმით, დაუშვებელია, პრეზიდენტს არ ჰყავდეს ალტერნატივა.
    როგორც ჩანს, «ალტერნატვაში» იგი საკუთარ თავს გულისხომბს, მაგრამ უმალვე ჩნდება ეჭვი, რომ აქ რაღაც პოლიტიკური თამაშია. «ალტერნატივა» უპირველესად ალტერნატიულ კურსს უნდა ნიშნავდეს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში, აგრეთვე, ეკონომიკაში. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ალტერნატივას სთავაზობს ქვეყანას ასლან აბაშიძე ეკონომიკაში - თუ იგულისხმება პატერნალისტური კურსის გატარება ემისიის მეშვეობით, ეკონომიკის ფინანსირება და ინფლაციის ზრდა, ანუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანაშმრომლობის გარდაუვალი შეწყვეტა, მაშინ აბაშიძის ყოფნა «მემარჯვენეთა» ბანაკში სრულიად გაუგებარი ხდება.
    ასევე გაუგებარია მათი ალიანსი «აღორძინებასთან» საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისითაც. სწორედ ამით აიხსნება ასლან აბაშიძის დუმილი «ალტერნატიული კურსის» თაობაზე. თუ პირდაპირ იტყვის და ამ ალტერნატივას მკაფიოდ ჩამოაყალიბებს, მაშინ ან «მემარცხენეებს» გაანაწყენებს, ან «რუსეთუმეებს», ან რუსოფობებს».
    არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ასლან აბაშიძის განცხადება მხოლოდ ტაქტიკური სვლაა იმ პოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკიდან გამომდინარე, რომელიც ბათუმსა და თბილისს შორის გრძელდება.
    «აჭარის ლომმა» იგრძნო: ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა (საკონსტიტუციო ცვლილებები, აჭარის მეთაურის პირდაპირი არჩევა) თბილისური ელიტის ის ნაწილიც დააეჭვა, ვინც მანამდე მას უჭერდა მხარს.
    ამიტომ ასლან აბაშიძე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ იგი აგრძელებს «თამაშს» საქართველოს «პოლიტიკურ სივრცეში» და არ შემოიფარგლება მხოლოდ აჭარით.
    ამ შემთხვევაში მთავარი ბრალდება (ფარული სეპარატიზმი) აბსურდული ხდება. გარდა ამისა, ასლან აბაშიძეს იმგვარი ვითარების შექმნა სურს, როცა მის წინააღმდეგ ბრძოლა პოტენციური კონკურენტის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქმება. მას სურს, ამის თქმის საშუალება მიეცეს: მე (ანუ აჭარას) იმიტომ მებრძვიან, რომ პრეზიდენტობაზე პრეტენზია განვაცხადეო.
    უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საკმაოდ გონებამახვილური ხერხია, მაგრამ სინამდვილეში ძალზე საეჭვოა, ასლან აბაშიძემ (როცა საქმე-საქმეზე მიდგება) თავისი კანდიდატურა წამოაყენოს და საპრეზიდენტო მარათონში მიიღოს მონაწილეობა.
    მან მშვენივრად უწყის, რომ თბილისში ისეთი დასაყრდენი არ ექნება, როგორიც ბათუმში აქვს. ანტირუსული ძალები, რომლებიც დღეს თბილისში შედარებით «მიჩუმებულები» არიან, უმალვე წამოყოფენ თავს, როგორც კი ოფიციალური თბილისი მკვეთრად «პრორუსული» კურსის გატარებას დაიწყებს.
    ამ კურსით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები ვერ გადაწყდება და ასლან აბაშიძე ამასაც კარგად ხვდება. უკანდასახევი გზაც იქვე დაიტოვა: ოთხი წლით ვარ არჩეული უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედო. ოთხი წლის შემდეგ კი აჭარაში «მეთაურის» არჩევნები ჩატარდება. ჯერჯერობით დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ასლან აბაშიძე სწორედ იმ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

მერიდიანი, 27 აპრილი, 1998 წ.

მთელ გვერდზე