წინასაშტორმო გაფრთხილება

წინასაშტორმო გაფრთხილება

        ბოლოდროინდელი მოვლენები თითქოს სავსებით თავსდება წინასაარჩევნო პარადიგმაში და ადასტურებს გამოთქმას, რომ მომავალი არჩევნებისას «დედა შვილს არ აიყვანს ხელში». ეს საზარელი ქართული გამოთქმა, რომელიც მხოლოდ არარეალური (ჰიპოთეტური შესაძლებლობისას) გამოიყენება, ამჯერად შეიძლება შერბილებულიც კი იყოს იმასთან შედარებით, რაც ნამდვილად გველის მომავალ შემოდგომაზე «გადამწყვეტი» არჩევნებისას. ვითარებას ამძაფრებს (რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს) ის გარემოება, რომ, მადლობა ღმერთს, საქართველოში არსებობს მრავალი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, გაზეთი, საინფორმაციო სააგენტო, რის შედეგადაც ნებისმიერი მწვავე საკითხის ანგაჟირება პოლიტიკური თვალსაზრისით თერმობირთვული მუხტის ძალას იძენს.

        ეს თვალნათლივ გამოჩნდა «რაო ეეს»-ის საკითხის განხილვისას და ეს გრანდიოზული სკანდალი, შორსმიმავალი შედეგებით, რაც ამჟამად მხოლოდ იწყება და ვითარდება, აუცილებლად გადაიზრდება ძალიან სერიოზულ და მძაფრ კონფრონტაციაში. თუმცა, მოვლენები და პროცესები ისე ვითარდება, რომ სექტემბრიდან დაწყებული (საქართველოს ისტორიისათვის «მძიმე თვეა») შეიძლება ვითარება იმ ზღვარს მიუახლოვდეს, სადაც არასიტემური (გარესისტემური) დესტაბილიზაცია იწყება.
        პოლიტოლოგიურ მეცნიერებაში არსებობს «სისტემური» და «გარესისტემური» დესტაბილიზაციი სცნებები. მაგალითად ის, რაც ჯერჯერობით ხდება, როდესაც პოლიტიკური ძალები ერთმანეთს პარლამენტში ამტვრევენ თავ-პირს, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვენ «სამშობლოს ღალატისათვის» და საარჩევნო კოდექსი საკუთარი ვარიანტის გატანა სცდილობენ, ჯერ იტემი შიგნით მიმდინარე დეტაბილიზაციაა, რამაც შეიძლება ძალიან მძაფრი ხაიათი შეიძინოს, ოღონდ ამავე სიემი ფარგლებში. თვით იესთი ექსრემალური მოვლენაც კი, როგორიცაა მთელ რეგიონში არჩევნების ბოიკოტირება (რაც რეგიონის ქვეყნის იურისდიქციის მიღმა დატოვებას ნიშნავს), ამ დამანგრეველი იურიდიული პრეცედენტის მიუხედავად, ეს მაინც სისტემური (სისტემის შიგა) დესტაბილიზაციაა.
        არასისტემური დესტაბილიზაცია იყო ის, რაც 1991 წლის შემოდგომიდან განვითარდა თბილისსა და მთელ ქვეყანაში. ასევე არასისტემური (სისტემის გარეთა) დესტაბილიზაცია იქნება, თუ ოპოზიცია არა მხოლოდ ბოიკოტს გამოუცხადებს აერჩევნებს, არამედ პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს და უვადო მიტინგების ორგანიზებას დაიწყებს მთავრობის სახლის წინ.
        მოვლენათა ამგვარი განვითარება გამორიცხული არ არის. მით უმეტეს, რომ ოპოზიციას, რომელიც, როგორც ჩანს, ვერ მიაღწევს პარიტეტს საარჩევნო კომისიებში, აქვს არა თუ დემაგოგიური, არამედ სავსებით რეალური არგუმენტი საქართველოს ენერგეტიკაში შექმნილი ვითარებისა და რუსული გიგანტების ექსპანსიის ფაქტით.
        ამ გარემოებას იოტისოდენად ვერ ცვლის ის გარემოება, რომ მაგალითად, «თელასის» საკითხში, გამორიცხულია ხელისუფლებას დასტური მიეცა არჩევნებამდე ამერიკული კომპანიისთვის, მიეყიდა «თელასი» რუსული გიგანტისათვის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ხელისუფლება სთხოვდა ამერიკის ადმინისრაციას და თვით კომპანიას, თუნდაც რამდენიმე თვით გადაედო გადაწყვეტილების გაფორმება (თუ მიღება არა), მაგრამ, საუბედუროდ, იმ კომპანიის მესვეურებს, რომლის ბიუჯეტი მთელი საქართველოს ბიუჯეტზე ხუთჯერ მეტია, ჩვენი არჩევნები და სტაბილურობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში საერთოდ არ მიიჩნია ღირსშესანიშნავ და ანგარიშგასაწევ ფაქტორად.
        არადა, აქვე უნდა ითქვას, რომ 1998 წლის ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულებით, «ეი-ი-ეს»-ს» მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეეძლო აქციათა საკუთარი პაკეტის გასხვისება, ანუ 2003 წლის დეკემბერში. მივაქციოთ აგრეთვე ყურადღება იმ უცნაურ გარემოებას, რომ რუსული «გაზპრომის» ინტერნეტ-საიტმა სწორედ იმ დღეს, როცა თბილისში გრანდიოზული სკანდალი აგორდა, გამოაქვეყნა ცნობა ამ კომპანიის ხელმძღვანელების მიერ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან 1 თვის წინათ პარაფირებული ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.
        ცნობა დაუყოვნებლივ აიტაცა რუსულმა მედიამ და შესანიშნავ «პი-არ»-ად გამოიყენა პოლიტიკურ თბილისში ვითარების კიდევ უფრო დასაძაბად. ეს ფაქტი აშკარად ადასტურებს, რომ მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოში ვითარების ზომიერი (სისტემურ) დესტაბილიზაციით, რათა საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდეს და მას გაუადვილდეს მოლაპარაკების წარმოება სხვა სტრატეგიული ობიექტების შესყიდვის თაობაზე.
        ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამან არ გაჭრა, «სისტემის შიდა» დესტაბილიზაციის გადაზრდა ჯერ ქუჩის დესტაბილიზაციაში, შემდეგ კი «მართვად ქაოსში», შეუძლებელი არ არის. მით უმეტეს, რუსეთისა და მისი სპეცსამსახურებისათვის.
        საბოლოოდ, დადასტურდა ის დებულება, რომ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, (სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ), «გაყინული დესტაბილიზაცია» იყო, რომლის გალღობისათვის რუსეთმა შესაბამისი ბერკეტები შემოინახა.

დილის გაზეთი, 2 აგვისტო, 2003 წელი