ჩიხი ჟენევიდან იალტამდე

ჩიხი ჟენევიდან იალტამდე

        აფხაზეთის თემატიკის ბოლოდროინდელი გააქტიურება ერთდროულად რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ პროცესში გამოიხატება. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის – თედო ჯაფარიძის მოლაპარაკება მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტი თბილისში და ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ჟენევაში. თუმც,ა ამავე კონტექსტში შევარდნაძის წერილმა რუსი კოლეგისადმი, რომელიც, მისივე თქმით «ერთობ მკაცრ ტონალობაშია დაწერილი და ამხელს რუსეთის ორმაგ სტანდარტს აფხაზეთის მიმართ». არც რუსეთის პრეზიდენტის აპარატში და არც საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ასეით წერილი არ აღმოჩნდა, რამაც რუს შოვინისტებს საშუალება მისცა, ახალი გესლიანი და ცინიკური განცხადებებით გამოსულიყვნენ. თუმცა, სახელმწიფო კანცელარიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა წერილებს, რომლებიც მან რამდენიმე კვირის წინათ და უფრო ადრეც გაუგზავნა რუს კოლეგას. მათ შორის წერილს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მოსკოვში გააგზავნა 2002 წლის 11 სექტემბერ ს- პუტინის ცნობილი ულტიმატუმის საპასუხოდ.
        ის წერილი მართლაც არანაკლებ მწვავე იყო, ვიდრე პუტინის განცხადება. რაც შეეხება ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელშიც მალხაზ კაკაბაძე და სერგეი შამბა მონაწილეობენ – აფხაზები ცდილობენ იგი იმისთვის გამოიყენონ, რათა დაადასტურონ თავიანთი ფაქტობრივი დამოუკიდებლობა. თითქოსდა, ასეთი მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი აფხაზეთს სცნობს დე ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. თუმცა, «მეგობარი ქვეყნების» ჯგუფის წევრები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვგარეშეა. იგივე პოზიცია აქვს (იძულებულია ჰქონდეს ფორმალურად) რუსეთს. ეს არის ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი რეალური მიღწევა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, თუმც,ა ეს ნამდვილად არ არის ცოტა, თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთის ფორმალური უღიარებლობა თვით აფხაზ სეპარატისტთა შორის იმედგაცრუებასა და დაძაბულობას იწვევს. ჩვენში გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, სეპარატისტთა დიდი ნაწილი სულაც არ აპირებდჟა და არ აპირებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას, მაგრამ ამჟამინდელი ვითარება რაიმე გარღვევის წინაპირობებს ნამდივლად არ ქმნის, ანუ ჟენევის მოლაპარაკებათა შემდეგ სტატუს-კვო შენარჩუნებული ქნება. მისი ძირითადი მახასიათებლები ცნობილია: რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში კვლავინდებურად, ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე იმყოფებიან. როგოლრც ჩანს, მათი მანდატის ვადა არ გაგრძელდება იალტის (სექტემბრის) სამიტამდე. შესაბამისი უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურებს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია სამშვიდობო ძალთა მანდატის გაგრძელებაზე ერთ-ერთი მხარის მოთხოვნამდე და არა 6 თვით. აქ გამომჟღავნდა პირველად, რომ ეს «სამშვიდობო კონტინგენტი», რომლეიც მთლიანად რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული, ფორმალურად მიანც დსთ-ის ეგიდით და შესაბამისი მანდატით მოქმედებს.
        სინამდვილეში, არც ერთი მანდატის ფარგლებში ან ნებისმიერი მოლაპარაკების შედეგად სეპარატისტებთან კომპრომისის იმედი არ უნდა გვქონდეს, ვიდრე აფხაზები ესოდენ ექსტრემისტული პარადიგმის ფარგლებში იმყოფებიან.
        მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთ აფხაზურ ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნდა აფხაზ და ოს მეცნიერთა (აქა-იქ რუსების დახმარებით – პროფესორები, აკადემიკოსები და ასე შემდეგ) უპრეცედენტო ნ აშრომი, რომლითაც ისინი გააფთრებით ამტკიცებენნ, თითქოს საქართველო იყო, არის და იქნება ფაშისტური სახელმწიფო. ამიტომ «ქართული ფაშიზმის პრობლემის» გადასაჭრელად აუცილებელია, საერთაშორისო გაერთიანებამ მიმართოს ანტიფაშისტური სანაციის ისეთივე მეთოდოლოგიას (მათ შორის ტერიტორიული თვალსაზრისით), რაც გამოყენებულ იქნა ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ. იცით, ვინ არის ამ გიჟური ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი? – იგივე სერგეი შამბა, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორი» და შეთავსებით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
        გაუგებარია, ასეთ ფანატიკოსებს რაზე შეიძლება ელაპარაკო გინდა ჟენევშაი და გნებავთ იალტაში? ახლა გასაგებია, თუ რატომ იკლავდა თავს სერგეი შამბა (მასთან შედარებით ვლადისლავ არძინბა საქართველოს პატრიოტად შეიძლება ჩაითვალოს) მოლაპარაკებათა გამართვაზე მაინცდამაინც იალტაში, სადაც «დიდმა სამეულმა» გადაწყვიტა ევროპის ბედი.
        ასეთივე უშედეგო იქნება სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციასთან დიპლომატიურად რაფინირებული «წყლის ნაყვა». ვლადიმირ ლუკინი რამდენად გავლენიანი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს, რუსეთის სტრატეგიული ინტერესები მდგომარეობს საქართველოს საბოლოო მიბმაში მის სახელმწიფო სივრცესთან. ამის გარეშე, რუსეთთან ურთიერთობის პარადიგმაში კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია.

დილის გაზეთი, 23 ივლისი, 2003 წელი