ბათუმური სინდრომი

ბათუმური სინდრომი

        სახელმწიფო მინისტრის მოულოდნელი ვიზიტი ბათუმში და «დიპლომატიური ღიმილები» (პრობლემის სრული გადაუწყვეტელობის ფონზე) კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ «ბათუმთან ურთიერთობის» პრობლემა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გამწვავდება და, სხვა ფაქტორებთან ერთად, საერთო-პოლიტიკური დაძაბულობის კიდევ ერთ კატალიზატორად იქცევა.
        თანაც, ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელია ირწმუნო, რომ ცენტრალური ხელისუფლება ამას სწორედ საარჩევნოდ (საგანგებოდ და მიზანმიმართულად) აკეთებს: განსხვავებით 1999 წლისგან, «აღორძინება» სერიოზული პოლიტიკური კონურენტი აღარ არის. პარტიის რიგები ყველა მეტ-ნაკლებად ძლიერმა ფიგურამ დატოვა, ვისაც ელექტორატის განწყობაზე ზემოქმედება შეეძლო, ბლოკის ფაქტობრივმა დაშლამ კი თვით «აღორძინების» პარტიასაც დიდი ზიანი მიაყენა და იგი აღარ აღიქმება, როგორც «მოერე ცენტრი», ან «ალტერნატივა» საერთოქართული მაშსტაბით.
        ამრიგად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, თვით აჭარის ტერიტორიაზე ეჭვმიუტანელი გამარჯვებისა და 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის მიუხედავად, «აღორძინება» მაინც აუტსაიდერი იქნება იმ პარტიათა შორის, ვისაც თბილისში რეალურ ხელისუფლებაზე ექნება პრეტენზია.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ცენტრალური ხელისუფლების ბოლოდროინდელი გააქტიურება და თბილისში საბიუჯეტო თანხის გადმორიცხვის მოთხოვნა (რაც აჭარაში რჩება და, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტის ვალდებულებათა დაფარვას ხმარდება) სხვა, პროზაული მიზეზით არის გამოწვეული:
        საქმე ის გახლავთ, რომ პირველად, უკანასკნელი 5 წლის განმალვობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად მოსთხოვა ხელისუფლებას: ან გადაწყვიტეთ ეს პრობლემა და მოელაპარაკეთ ავტონომიას, რათა თანხა თბილისში გადმოირიცხოს, ან განახორციელეთ ბიუჯეტის სეკვესტრი! ესე იგი, მოხდეს ხარჯების შემცირება იმ რაოდენობით, რასაც ბიუჯეტი (ცენტრალური ხაზინა) ვერ იღებს აჭარიდან.
        წინათ ეს საკითხი ესოდენ მკაცრად არტიკულირებული არ იყო, ანუ ფონდი ამაზე თვალს ხუჭავდა (რაკი ფორმალურად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თანხა შემოსავლებში მიანც აღინიშნებოდა) და გადამჭრელი ზომების მიღებას არ მოითხოვდა.
        მაგრამ სავალუტო ფონდი, ინსტიტუციური ტრანსფორმაციის გარკვეულ ეტაპზე, ადრე თუ გვიან, მაინც იძულებული გახდებოდა, ეს მოთხოვნა დაეყენებინა. მისთვის ხომ ინსტიტუცია და შესაბამისი სისტემა- ფორმალობაზე და თვით შემოსავლებზე ბევრად მნიშვნელოვანია.
        მაგალითად, სავალუტო ფონდი არ ეთანხმება დედაქალაქის სტრუქტურების მიერ გადასახადების აკრეფას, თუმცა, გარკვეული მატების გარანტია ნამდვილად არსებობს, ვინაიდან ეს ინსტიტუციური სქემის დარღვევა იქნებოდა.
        იმავე ლოგიკით, სავალუტო ფონდი სულ მალე მოგვთხოვს, არათუ სეკვესტრი განვახორციელოთ, არამედ საეროთდ აღარ გავითვალისწინოთ აჭარი სხარჯები (და შემოსავლები) ცენტრალური ბიუჯეტის შედგენისას. შემდეგ საბაჟოს ჩოლოქზე გახსნასაც «შემოგვთავაზებს» იმპერატიული ტონით (რაკი სარფის საბაჟოს ცენ:ტრალური ხელისუფლება რეალურად ვერ აკონტროლებს) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ყოველ შემთხვევაში, მისი ლოგიკა წმინდად ფორმალური ქნება, მაგრამ ვერც შეედავები.. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარ «რეკომენდაციებს» ცენტრალური ხელისუფლება მიიღებს და შეასრულებს, ვინაიდან ამით იმაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, ვიდრე თუნდაც სავალუტო ფონდთან ურთიერთობათა სრული გაწყვეტაა.
        მაშასადამე, ამ შემთხვევაშიც, ოფიციალური თბილისი იძულებული იქნება, სეკვესტრს დათანხმდეს, შემდეგ კი ამ შემოსავლების საერთოდ გაუთვალისწინებლობა ს- ოღონდ კი არ მიიყვანოს საქმე უფრო მძიმე მოთხოვნებამდჟე, როგორიც არის, ისევ და ისევ, საბაჟო პუნქტის ჩოლოქთან გადმოტანა და სხვა.
        ამჟამად ჩოლოქზე მხოლოდ საგადასახადო ფაქტურებს ამოწმებენ, მაგრამ ტვირთები, საბედნიეროდ, მაინც მოძრაობს და ოფიციალური საბაჟო პუნქტი ისევ იქ არის, სადაც უნდა იყოს.
        მეორე მხრივ, ამ პრობლემის უახლოეს (ან თუნდაც
        გრძელვადიან) პერსპექტივაში გადაწყვეტის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს.
        ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება უარს აცხადებს გადმორიცხოს თბილისში ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხა. ეს თანხა აკუმულირდება ადგილობრივ ანაგრიშზე და იხარჯება აჭარაში ცენტრალური ბიუჯეტის ვალდებულებათა შესასრულებლად. აგრეთვე, იმ პრიორიტეტების განსახორციელებლად (მაგალითად, გვირაბის მშენებლობა), რაც ავტონომიის ხელისუფლებამ დასახა.
        სხვა შემთხვევაში (თუ თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში გადმოირიცხებოდა), ცენტრალური ხელისუფლება მათ დახარჯავდა საერთო-სახელმწიფოებრივი პრიორიტეტების შესაბამისად, გაანაწილებდა სხვადასხვა რეგიონს (მათთან ერთად აჭარას) შორის ან მოახმარდა საგარეო სუვერენული ვალის მომსახურებას და ასე შემდეგ.
        ბათუმში ჩასულ ავთანდილ ჯორბენაძეს ასლან აბაშიძემ განუცხადა, რომ ამჟამინდელი პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს, ანუ თანხა თბილისში არ გადმოირიცხება – ის დარჩება ავტონომიაში, ფორმალურად «ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე».
        პირიქით: ავტონომია ცენტრისგან ითხოვს 130 მილიონი ლარის ვალის დაფარვას, რაც, რასაკვირველია, «გაღმა შეედავეს» არგუმენტი უფროა, თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ აჭარის «ავტონომიურ ელიტაში», რგორც ჩანს, მწიფდება აზრი (ნოემბერში ხმაურიანი მარცხი სშიშით) მომავალი საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების შესახებ, რაც მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ «აღორძინება» არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ბევრად უარესს: ფაქტობრივად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები არ ჩატარდება აჭარის ტერიტორიაზე, რითაც (თუ, ღმერთმა ნუ ქნას, მართლა ასე მოხდა) საბოლოოდ გაფორმდება ქართული სახელმწიფოს დაშლა.

დილის გაზეთი, 19 მაისი, 2003 წელი